ცივი ზამთრის საღამო იყო. კაფე „მყუდრო" ქალაქის მელანქოლიურ ქუჩაზე, ფანჯრისკენ მიბრუნებული მაგიდებით და ცხელი ყავის არომატით, სტუმრებს თბილად იღებდა. ფანჯარასთან, კუთხეში, იურა იჯდა. მისი წითელი სვიტრი თბილად ეხვეოდა მხრებს, შავი დალალები მშვიდად ეფინებოდა თეთრ კანზე.
მისი განსხვავებული თვალები—ერთი შავი და მეორე მონაცრისფრო, თეთრი წამწამებით—თითქოს სამყაროს ყველა დეტალს აკვირდებოდა. წითელი ტუჩსაცხით შეღებილი ტუჩები თითქმის აუღელვებლად მიეკრა ყავის თბილ ფინჯანს. მაგიდაზე, ყავის გვერდით, ოდნავ შეჭმული კრუასანი იდო, აშკარა იყო, რომ იურა ფიქრებში იყო გართული.
უკვე ათი წუთი იყო, რაც ელოდა ჰანას, მის საუკეთესო მეგობარს. ჰანა ყოველთვის აგვიანებდა—ეს უკვე ტრადიციად იქცა, მაგრამ დღეს იურა ცოტათი განაწყენებული ჩანდა. იქნებ იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე დღე ჩვეული ტალღით აღარ მიდიოდა მის ცხოვრებაში.
კაფეს კარი გაიღო, თუმცა მოსული ჰანა არ აღმოჩნდა. მაღალი, სიმპათიური ბიჭი, ალბათ ოცდაათ წლამდე, შავი პალტოთი და ნეიტრალური ღიმილით, პირდაპირ იურას მაგიდისკენ დაიძრა.
• გამარჯობა, შეიძლება დავჯდე? – გაისმა მისი ჩუმი, მაგრამ თბილი ხმა.
იურამ შეათვალიერა ბიჭი და თვალები გაუსწორა.
• აქ არის თავისუფალი ადგილე... – მიუგო იურამ ნაზი ღიმილით.
ბიჭმა უხერხულად გაიღიმა და თვალები ძირს დახარა.
• არა, მე უბრალოდ... თქვენ... თქვენი... განსხვავებული თვალები. ძალიან ლამაზი ხართ.
იურა ჩუმად იყო. ბიჭი დაიბნა, წამიერად მას ფეხებზე შეხედა და გააცნობიერა, რომ იურა ინვალიდის სავარძელში იჯდა.
• ოჰ, ბოდიში... ალბათ შემეშალა. – სწრაფად წამოიძახა და, უხერხულობის თავიდან ასარიდებლად, კაფეს დატოვებას შეეცადა.
იურამ არაფერი უთხრა, მაგრამ როგორც კი კარის გახურვის ხმა გაისმა, მისი თვალიდან ცრემლი გადმოსრიალდა. ეს უკვე მერამდენედ ხდებოდა. მერამდენედ, როცა მისი ფიზიკური მდგომარეობა პირველივე წამში, ნორმალური ურთიერთობის შესაძლებლობას კლავდა.
ESTÁS LEYENDO
ანგელოზი ფრთების გარეშე || JJK
Romanceსიკეთე და ბოროტება - სად გადის ზღვარი მათ შორის? ზეცის ერთგულება თუ თავისუფლება? თუ ღმერთებსაც შეუძლიათ შეცდომების დაშვება, მაშინ ანგელოზს რატომ არ აქვს არჩევანი? დაცემა ყოველთვის ნიშნავს დასასრულს? თუ ეს მხოლოდ დასაწყისია - გზის, რომელიც ან შურისძ...
