თავი მეორე

44 7 3
                                    

ანა

ელიზაბეტ ვიქტორია გორდონი.

სანამ აქ მოვხვდებოი, რამდენიმე თვით ადრე წიგნი წავიკითხე სახელათ: "ნამდვილი სიყვარული ედემში"

წიგნი ახალგაზრდა ღარიბ გოგონაზე იყო, რომელიც ბავშვობაში მდიდარმა არისტოკრატულმა ოჯახმა იშვილა. გოგონა იმ დროისათვის ათი წლის იყო, მაგრამ ზრდასრული ქალს კონკურენციასაც უწევდა. გოგონას ლანა ერქვა, მას უსაყვარლესი გრძელი ოქროფერო დალალები და ზღვასავით ლურჯი თვალები ჰქონდა. ერთი სიტყვით ულამაზესი იყო, იმ ოჯახში სადაც გოგონა იშვილეს ბრიჯენტონები იყვნენ.

იმ დროისათვის სამეფოში მეფოს შემდგომ ძალაუფლება სწორედ, რომ მას გააჩნდათ. ოჯახის მთავარი გრაფი სევერუს ჯონათან ბრიჯეგტონი. ოჯახს არ გააჩნდათ მემკვიდრე, ამიტომ ლანა იშვილეს და საკუთარი გვარი მისცეს. ლანა ბავშვობიდანვე ჭკვიანი და მოხერხებული იყო, კარგად გამოსდიოდა ქარგვა და ბევრი რამ რაც არისტოკრატ ქალბატონებს ასწავლიდნენ.

როცა თვრამეტი წლის გახდა, მისი სრულწლოვნების აღსანიშნავად დიდძალი წვეულება გამართეს. სწორედ იმ წვეულებაზე გაიცნო, ჰერცოგის მემკვიდრე, დრაგო ჰილდეგარდი. მას ერთი ნახვისთანავე შეუყვარდა ლანა და საიდუმლო რომანი გააჩაღეს, მაგრამ მალევე დაიწყო ომი, რის გამოც დრაგოს სალაშქროდ მოუწია გენივიაში საბრძოლველად.

იქ სამი წელი დაჰქო, მთელი ამ დროის მანძილზე კი ლანა მას წერილებს უგზავნიდა. წერილებში დრაგო ლანას ჰპირდებოდა, რომ როცა დაბრუნდებოდა მასზე იქორწინებდა.

როხა სამი წელი ამოიწურა და დრაგო უკან დაბრუნდა, ლანას ცოლად მოყვანას აპირებდა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა, რადგან როცა ის ჯერ კიდევ პატარა იყო გრიფინების ოჯახიდან, მამამისმა აკვანში დანიშნა ქალბატონი ელიზაბეტი. მისი დაბრუნების შემდეგ კი უნდა ექორწინათ.

დრაგო ამის წინააღმდეგი იყო, მაგრამ იძულებული იყო რომ წითური ლამაზმანი ელიზაბეტი ცოლად მოეყვანა. დრაგო არაფრად აგდებდა ელიზაბეტს, მას არ სურდა იგი, ამიტომ ერთ წლიანი ქორწინების თავზე ის მას გაეყრებოდა.

მე რეირვკარნირდი, როგორც ბოროტმოქმედიजहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें