-იჩქარე, დაბლა ხალხი გროვდება ალბათ დაცვამ მოასწრო და დახმარება გამოიძახა. - მეუბნება ადრიანი. თან ენცოსთან ზიზღიანი სახით მიდის და ორი თითით პულსს უსინჯავს. -სუსტი მაგრამ მაინც აქვს. -ამბობს ბოლოს.

-მასთან ჯერ არ დამისრულებია. - ჩემსას არ ვიშლი.

-არა ახლავე უნდა წავიდეთ! რამდენიმე წუთში შენობა გაივსება და ჩვენ ორნი არამგონია დახმარების გარეშე მოვერიოთ, თან კამერების ოთახიც უნდა მოვძებნო და ჩანაწერები გავანადგურო!

-შენ არ ხუმრობ. - მეცინება მის ორგანიზებულობაზე და მორჩილად მივყვები.

ოთახებს ვამოწმებთ სანამ კამერების მონიტორებს არ ვპოულობთ. შემდეგ მათ ვანადგურებთ და ჩანაწერები მიგვაქვს.

-წინა კამერებს მიხედე? -ვეკითხები და თან დისკებს ჯიბეში ვიწყობ.

ის მხოლოდ თავს მიქნევს და უკანა გასასვლელისკენ უხმოდ მომყვება. გვესმის ჩვენს უკან ხმაური ნელ-ნელა როგორ იზრდება და ჩვენც ფეხს ვუჩქარებთ, ბოლოს უკვე სირბილით გავდივართ დერეფანს და საბოლოოდ ქუჩაში ვხვდებით.

-ჩემი მანქანა. -ახლაღა მახსენდება. -ჩემი მანქანა წინ დავტოვე.

-ვიცი, უკვე ვიზრუნე მაგაზე. - ისევ ცივად და მკაცრად მპასუხობს და მის ტონში გაღიზიანებას ვკითხულობ.

უხმოდ მივუყვებით ქუჩების ჩაბნელებულ კუთხეებს სანამ ნაცნობ მანქანას არ ვხედავთ. ჩემი მძღოლი ჩვენს დანახვაზე სასწრაფოდ ქოქავს და ჩაჯდომისთანავე ადგილიდან წყდება.

-აუჩქარებლად იარე, საეჭვო ვერაფერი უნდა შეგვეტყოს. -ადრიანი განკარგულებას იძლევა ისე რომ არ მიყურებს.

სიმართლე რომ ვთქვა მე ახლა შეწინააღმდეგების თავიც არ მაქვს. გადაწოლილი ვარ უკანა სავარძელზე და ვცდილობ ფიქრები გამოვრთო რომლებიც იარაღის გასროლისას ამომიტრიალდა და თავში ნამდვილ ქაოსად მექცა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 06 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now