Fantasy Night

368 23 12
                                    


ელენა

სად ვიყავი? -არ ვიცოდი.
  წესიერად ქალაქის სახელიც ვერ დავიმახსოვრე, ისე ვიყავი გაბრაზებული და დაღლილი რომ არაფერი მაინტერესებდა.
მთელი გზა ხმა არ ამომიღია, არც ერთი სიტყვა არ მითქვამს გაბრიელისთვის.
   ეს მოგზაურობა არ იყო! ეს იყო ჩემი ცხოვრების დასასრული! ვაცნობიერებდი რა ამას, ყოველგვარი ძალა მერთმეოდა. ძალა სუნთქვის, ძალა ჭამის, ძალა არსებობის...

  უზარმაზარ სასახლეში ამოვყავი თავი, ეს მართლაც დიდებული სასტუმრო გახლდათ.  ჩემი ოთახიც კი მქონდა, ოთახი კი არა დიდი, ნათელი, ლამაზი და კომფორტული სასტუმროს ნომერი. საკუთარი აბაზანით და ხედით ზღვაზე.
ბედის ირონიაა ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი.
პირველივე ჯერზე სულელური და დაუგეგმავი გაქცევა ვცადე, რათქმაუნდა ჩაიშალა.. ასევე ჩაიშალა ჩემი გაბრძოლება ლიფტში, არადა როგორ სიამოვნებით გავაწნიდი სილას ვაჟბატონს?! მაშინვე მივხვდი რომ სხვა გზა უნდა მეძებნა, კარგად დამეგეგმა და აუცილებლად ყოველ მიზეზ გარეშე გავმქრალიყავი ამ ციხიდან!

გაბრიელმა აქ შემომიყვანა თუარა კარები ჩავკეტე და ოთახი შევისწავლე. ბოლო სართულიდან გადაძვრომა გამოვრიცხე, გადავწყვიტე დამესვენა და ყველაფერი ეტაპობრივად მომეფიქრებინა. მივწექი და ფიქრი დავიწყე მაგარმ აზრებს თავი ვერ მოვუყარე, ძილმა მალევე წამიღო.

 საშინელმა შიმშილის გრძნობამ გამაღვიძა

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

საშინელმა შიმშილის გრძნობამ გამაღვიძა.  მთელი დღის მშიერს ისე დამძინებოდა ტანსაცმლის გამოცვლაც ვერ მომესწრო. თუმცა თან წამოღებულიც არაფერი მქონდა ჩემი ჯინსის და მაისურის იმედად ვიყავი. შუაღამის 4 საათი ხდებოდა მაგრამ მუცელი ისე მთხოვდა სულ მცირე ლუკმას მაინც რომ  ვერა და ვერ შევიბრუნე ძილი და საშოვარზე გასვლა გადავწყვიტე.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang