3 - ჰიბერნაცია

144 23 68
                                    

-აქ მარტო ცხოვრობ?-ჩურჩულებს შეშინებული ომეგა. კარებში შეშდება და გაფართოებული თვალებით აკვირდება წინ გადაშლილ უზარმაზარ სივრცეს.- არავინ გყავს?

- კი, მარტო ვცხოვრობ- ჯონგუკმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. სამზარეულოში შეაბიჯა და კარადა გამოაღო.

სიბნელე.

ეს იყო პირველი შთაბეჭდილება რაც ჯიმინს სახლში შესვლისას შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ფანჯრები ღია იყო და სინათლე სუსტად მაგრამ მაინც აღწევდა შიგნით. სახლი იმდენად დიდი ზომის იყო, რომ უმეტესი ნაწილი ბნელეთს მოეცვა.

უზარმაზარი, მისაღები ოთახი პატარა სამზარეულოთი და უფრო მცირე სასადილო სივრცით. მარცხენა მხარეს პატარა დერეფნით რომელიც, როგორც ჩანს საძინებელში გადიოდა. ყველაფერი შესანიშნავია და დაუჯერებლად კომფორტულად გამოიყურება. ჯიმინი ის ადამიანი იყო რომელიც კორპუსის ბინებში ცხოვრებას მიეჩვია და ახლა ამ სახლში გამეფებული ოჯახური გარემო მისთვის სიახლე აღმოჩნდა.

გარშემო ყველაფერი ხისგანაა გაკეთებული ავეჯიდან დაწყებული იატაკით და კედლებით დამთავრებული რაც სიმართლე ვთქვათ ომეგას სულში სასიამოვნო შეგრძნებებს აღვიძებს.

წინ ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევს თუმცა სიჩუმეში მისი ფეხების ხმა ექოდ მაინც ირეკლება. ჯიმინი ყველა პატარა დეტალსაც კი დიდ ყურადღებას აქცევს და აკვირდება თითქოს ახალი აღმოჩენა გააკეთაო. წითელი ხისგან დამზადებული სავარძლის წინ აგურებით მოპირკეთებული ბუხარია. სასადილო ოთახში მოთავსებული დიდი მაგიდა და სკამები მხოლოდ მეტ სილაზათეს სძენს გარემოს. საწინააღმდეგო მხარეს კი მრავლადაა სხვადასხვა ფორმის თუ ზომის კარადები, ფანჯრებზე ხელით შეკერილი ფარდები კიდია მისაღები ოთახის იატაკზე მძიმე ასევე ხელით შეკერილი ხალიჩა აგია. გარშემო კედლები სულ ნახატებით არის სავსე. რაც სახლს მისთვის საჭირო დამატებით შტრიხებს მატებს და ავეჯის სიმცირისგან დატოვებულ ნაკლოვანებებს ავსებს.

APOCROMANCEWhere stories live. Discover now