1 - ბრძოლა გადარჩენისათვის.

249 26 91
                                    

{სპეციალური მოწვევით ჩემი სერხიო @Slutty_Felix ამ ფიკს ერთად გავწურავთ თქვენთვის💪 ერთად გამოგზაურებთ ზომბებთან რავი:დ იმედია ბოლოს ჩვენ არ აღმოვჩნდებით ზომბები:დდდ}

ჯიმინს გარედან შემომავალი ხმამაღალი გასროლის ხმა აღვიძებს რომელიც დილის მშვიდ ცაზე მეხის გავარდნასავით ისმის და ერთიმეორეს საშინელი გრუხუნით ეხმიანება. ცუდი შეგრძნებებისგან გული რამის მკერდიდან ამოუვარდეს, ფილტვები ჟანგბადს ითხოვენ. გონებაში კი სრული ქაოსია კატასტროფის მოლოდინში უამრავი საშინელი აზრი უტრიალებს.

რამოდენიმე წუთით გაუნძრევლად ზის არეულ საწოლზე ხელს კისერზე იკიდებს და იზილავს. იძაბება და ცდილობს გარედან შემოსული ხმაური გაარჩიოს. ელოდება კიდევ როდის იხუვლებს ახალი ტყვიების ტალღა, იცდის იქამდე სანამ წყეული ტოქსიკოზი გაახსენებდეს თავს. ღმერთმა იცის წინ კიდევ რა ელოდება ერთი წუთი გადის, ორი, სამი კიდევ და კიდევ. დრო მტანჯველად ნელა გადის რასაც საკუთარი რიტმული გულის ფეთქვით შეიგრძნობს. მონოტორული დუგ დუგ დუგ. გარშემო ზედმეტად ავისმომასწავებელი სიჩუმე ისადგურებს. მხოლოდ მზის შუქის მცირე სინათლე იჭრება ფარდაგაწეულ ფანჯრებში.

სიჩუმე, ზედმეტად საეჭვო სიჩუმე.

მალე ეს სიჩუმე საზარელი მიწის შემძვრელი ხმაურით ირღვევა. ყურეში
გაუჩერებელი წუილი ისმის, გულმკერდზე შემაწუხებელი სიმძიმე აწვება, ხელები ბრმად, ფაცხაფუცხით ეძებს ბიტას. რაც შეიძლება ჩუმად მიცოცავს კარისკენ, ერთი ხელი პირზე იფარებს რომ რამენაირად ღრიალნარევი ტირილი ჩაიკლას. წუილი სულ უფრო და უფრო მძაფრდება სანამ ეს ექო ტკივილს არ წარმოშობს. ისევ მიწის შემძვრელი ხმაური. მეტალის და აგურის გაპობის ხმები ფანჯრის გარეთ.

კარებს მთელი სხეულით ეჯახება და ისე ხსნის, სადარბაზომდე თითქმის სირბილით მიდის. ვერ სუნთქავს, ისევ ეს სიმძიმე მკერდის არეში. ვერაფერზე ვერ ფიქრობს, ვერაფერზე ვერ ფოკუსირდება გარდა ერთი რამისა, ეს გადარჩენისთვის ბრძოლაა.

APOCROMANCEWhere stories live. Discover now