2 - სიმშვიდის სხივი.

134 23 93
                                    


-გთხოვთ.- ჯიმინი ჩუმად ლუღლუღებს. ძალაგამოცლილს ერთი სიტყვის თქმაც არ შეუძლია რომ საშინელი ხველა არ აუტყდეს. ხველებისგან გონია რომ უკვე დაიხრჩობა. სიტყვას სიტყვაზე ძლივს აბამს. -მე მჭირდება... წყალი... წყალი მწყურია... გთხოვთ... წყალი."

-კიდევ ერთხელ გატოკდები და შუბლს გაგიხვრეტავ ნაბიჭვარო არ გაინძრე!- გულის შემძვრელი ხმა ესმის. ძალებს იკრებს და როგორღაც მაღლა იხედება, შორს მამაკაცი მოსჩანს, იარაღი პირდაპირ მისკენ აქვს სასროლად გამზადებული. მთელი სხეული უბჟუის, კუნთები უკანკალებს. საშინლად გადაღლილა ემოციურადაც და ფიზიკურადაც, ვერც კი იაზრებს რა ხდება, შეშინებაც კი აღარ შეუძლია. უბრალოდ იცის რომ უნდა გადარჩეს და საშინლად წყურია, იცის რომ სანამ ეს ჯადოსნური სითხე მის ხორცსა და ძვალში არ გაივლის ვერ გადარჩება.

-კიდევ ერთხელ გიმეორებ რა ჯანდაბა გინდა ჩემს ტერიტორიაზე?! აღარ გამამეორებინო ბოზიშვილო თორემ უკან დამხევი არ ვარ!-კიდევ ერთხელ ჩაესმის ალფის გამწარებული ღრიალი.

-წყალი.-ხველებისგან დაჭიმული იოგებით ძლივს ამბობს -გთხოვთ.

-ცოტა ხმამაღლა იდიოტო. ხმა ამოიღე!-და იარაღს ჰაერში ისვრის. ეს გამაფრთხილებელი გასროლაა. ბოლო შანსი.

გასროლის ხმამ ჯიმინი შეაცბუნა, ცოტა არ იყოს გამოაფხიზლა. რაც ძალი და ღონე ქონდა ბოლო ხმაზე დაიყვირა

-წყალი. წყალი მინდა გთხოვთ, გემუდარებით.

ალფა ნელ-ნელა უახლოვდება, თუმცა მაინც დისტანციას ინარჩუნებს და შორიდან უყვირის.

-აქ იმიტომ მოხვედი რომ წყალი გინდა? სულ ეს არის?- უკვე ისეთ დისტანციაზეა რომ ჯიმინის მოძრაობების ნათლად დანახვა შეუძლია. ამას უკვე თვითონაც ხვდება. ხმის ამოღების ეშინია, ამიტომ სუსტად უქნევს თავს. -ამ ადგილს როგორ მოაგენი? იცოდი რომ აქ ვიყავი? მარტო ხარ?-ალფა უცებ კითხვების კორიანტელს აყრის. ცოტა გააზრება უჭირს რას ეკითხება თუმცა ვარაუდის დონეზე პასუხობს.

APOCROMANCEWhere stories live. Discover now