21 ნაწილი

100 9 9
                                    

სახლში რომ მივიდნენ გვანცა ეგრევე თავის ოთახში შედიოდა ლუკამ ხელი რომ ჩაავლო
-სად მიდიხარ?!
-ჩემს ოთახში რამე ხდება?
-ეგ არაა შენი ოთახი! შენი ოთახი ესააა!
მიუთითა თავი ოთახზე გოგომ ჩაიცინა
-ასეთი მაიმუნი როგორ ხარ ლუკა?!
-ლუკა არა სხვა რამე დამიძახე!
-რა?
-გუშინ რასაც მეძახდი!
უთხრა ლუკამ და თვალი ჩაუკრა
-მოგხვდება!
უთხრა მკაცრად გვანცამ მაგრამ მაინც გაეცინა ბიჭს ხელი გააშვებინა და თავის ოთახში შეძვრა საბანაოდ შევიდა რა დროსაც ლუკამ დრო იხელთა გვანცას კარადის კარი სადაც ყველა ტანსაცმელი ეწყო ჩაკეტა ჩაიცინა და საწოლზე ერთი ულამაზესი კაბა დაუდო რომელიც ახლახან იყიდა გვანცასთვის მაგრამ ეგრე პირდაპირ რომ მიეცა გოგოსთვის არ ჩაიცვამდა რადგან ძალიან გამომწვევი კაბაა ჩაიცინა და მშვიდად დატოვა ოთახი ქვემოთ ჩავიდა მდივანზე დაჯდა გვანცამ რომ იბანავა ოთახში დაბრუნდა და კარადა ჩაკეტილი რომ დახვდა ლამის იკივლა ლუკაო მაგრამ გაახსენდა არაფერი რომ ეცვა პირსახოცი რომ ქონდა მხოლოდ შემოხვეული ამიტომ ტანსაცმელს დაუწყო ძებნა
-ლუკა რა იდიოტი ხარ!
ამოიჩურჩულა საწოლზე უმოკლესი გამომწვევი კაბა რომ დაინახა სხვა რა გზა ჰქონდა ჩაიცვა და ისე ჩაირბინა კიბე ბიჭმა რომ გამოხედა ჯერ ჩაეღიმა გოგო მკაცრად უყურებდა
-ასეთსაც არ ველოდი...
ამოალუღლუღა ბიჭმა და ფეხზე ადგა
-ლუკა ასეთ რაღაცეეებს საიდან იგონებ?!
-გიხდება პატარავ...
-ღმერთო ეს იდიოტი მომაშორეთ!
-იმაზე სე*სუალურია ვიდრე მე მეგონა...
-ლუკააა ნერვებს მიშლი! ახლა ავალ და გამოვიცვლი იცოდე!
-საიდან გამოიცვლი კარადის გასაღები მე მაქვს...
ჩაიღიმა ლუკამ გოგომ კი ფეხები ააბაკუნა და უცებ ავიდა მეორე სართულზე ამჯერად ლუკას ოთახში შეირბინა და კარადა გამოაღო მის ყველაზე გრძელი საროჩკა მოძებნა სხეული რომ დაეფარა ეგრევე შეიკრა ღილები კაბა იქვე მიაგდო და ქვემოთ ჩავიდა ლუკამ რომ დაინახა წყალს სვამდა და გადაცდა ხველა აუტყდა გოგო კი დაეჭყანა
-აბა რა გეგონა ლუკ გამოსავალს ვერ ვიპოვიდი?!
-გვანც...გვანცა საროჩკა ლანდავს...
ამოაჩირჩულა ბიჭმა და თავის დამშვიდება ცადა
-რააააა?!
წამოიკივლა გოგომ და იქვე დიდ სარკეში ჩაიხედა შუბლში ხელი წამოირტყა
-ასეთი საროჩკები რა ჯანდაბად გინდა მარტივად რომ დაკერო გოგოები?!
-ეგ უფრო გიხდება...
თქვა ლუკამ და გოგოს წელზე მოხვია ხელი
-გამიშვი! ჩვენ ფილმი უნდა გვეყურებია! მალე გასაღები მომეცი გამოვიცვლი და ვუყუროთ...
-ჩვენი ცხოვრებაც ფილმს გავს...უფრო სერიალს...გინდა კიდევ ერთი სერია გადავიღოთ...
-ლუკა მოგხვდება!
-გვანცა აბა რას ელი ჩემგან ასე ჩაცმული რომ ჩამოდიხარ?! და თან იცი თავს ვერ ვაკონტროლებ შენთან...
-გააკონტროლე გასაღები მომეცი ფილმს ვუყუროთ მერე...
-ოხ გვანცა...
ამოალუღლუღა და გასაღები მისცა გოგო ავიდა მაღლა ნორმალურად ჩაიცვა გაშვებული ზედა და მოტკეცილი შარვალი დივანზე ლუკას გვერდით დაჯდა და ფილმი ჩართო "ჩემი ფანჯრიდან"(თუ მგონი შენი ფანჯრიდან ქვია ზუსტად არ მახსოვს) მალევე დაიწყო ისეთი სცენები გოგოს ლამის თვალები გადმოუვარდა
-ესენი არ არიან კარგად! გამოვრთავ!
-მოიცა გვანცა გამომადგება!
-რა გამოგადგება ბიჭო?! ხოარ გაგიჟდი?!
-მე რომ გიჟი ვარ ახლა გაიგე?!
-დღეს რაღაც ძააან ატეხილი ხარ!
-ეგ შენ თავს დააბრალე!
-მე რა ვქენი ისეთი?!
-გაგახსენო კაბის ამბავი?!
-თავი დამანებე!
-გვანცა გაგხსენო ერთიც არ გიკოცნია შენს შეყვარებულს ერთი მაინც არ უნდა აკოცო?!
-შეყვარებულს?
-აბა ვინ ვართ ჩვენ ერთმანეთის?!
დაასერიოზულა ხმა ლუკამ გოგოს კითხვისნიშნებით სავსე თვალები რომ დაინახა
-...
-გვანცა მაბრაზებ!
-ლუკა ისე ჩქარა მოხდა ყველაფერი არ ვიცი...
-რა არ იცი გვანცა ჭკუიდან არ გადამიყვანო?! გითხარი მიყვარხართქო! შენც მითხარი! ესეც რომ არ იყოს ჯერ გოგოსთვის სიმღერა არ მიმიძღვნია და მითუმეტეს თეთრი ვარდები შენს გარდა არავისთვის მიმიტანია!-გამწარდა ლუკაც უკვე ხმის ტონსაც ვეღარ აკონტროლებდა კონტროლებდა-და ახლა რა გვქვია უბრალო ნაცნობები ჩემი გაგიჟება გინდ...
არ დაასრულებინა გოგომ ისე ეცა ტუჩებზე და კალთაში ჩაუჯდა
-ახლა ჩემს დამშვიდებას თუ ცდილობ არ გამოგივ...
-უკვე გამომივიდა...
უთხრა და ისევ ეძგერა ტუჩებზე ორივე ხელი სახეზე შეახო ბიჭმა კი წელზე მოკიდა ხელები
-მესამედაც უშვებ იმ შეცდომას...
გაეცინა მაგრმა გოგომ გააჩუმა და ისევ ტუჩებზე ეცა

ცალმხრივი სიყვარული❤️حيث تعيش القصص. اكتشف الآن