14 ნაწილი

107 9 4
                                    

-კაი წავედი...
უთხრა გიომ ლუკას
-მიდი ლილესთან ერთად გაისეირნე...
უთხრა და დაეჭყანა გიომ კი თვალები აატრიალა
-შენ შენს გვანცას მიხედე რაა...
-ჩემი არ არი!
-მიდი მიხედე არ გაგიცივდეს თხლად აცვია...
გაუღიმა დამპლურად გიომ და წავიდა
-ისემართლა არ გაცივდეს...
თვალი იქაურობას მოავლო და გოგო ვერსად დაინახა მერე კი კაფეტერიიდან გავიდა და მალე შეეფეთა გვანცა
-გოგო შეგცივდება!
-შემცივდა უკვე სახლში წავიდეთ რაა...
უთხრა გოგომ საწყლად და ფეხები ააბაკუნა
-ღმერთო აბა რა გითხარი მე...წამოდი წავიდეთ!
ხელი მოკიდა თავისი და გვანცას ჩანთაც თვითონ აიღო და მალე მივიდნენ სახლშიც გვანცა ოთახში ავიდა გამოიცვალა და ქვემოთ ჩავიდა
-სად მიდიხარ?
კითხა ლუკას
-სამსახურში რამე გინდა?
-არა წადი...
უთხრა და სამზარეულოში შევიდა
-თუ გინდა არ წავალ დღეს...
შემოყვა სამზარეულოში ლუკაც გოგომ წყალი მოსვა და შეხედა
-არა წადი
გაუკვირდა ბიჭის ასეთი საქციელი
-მართლა თუ გინდა დავრჩები!
-შვილო შენ სამსახურში წასვლა თუ არ გინდა დარჩი!
გაეცინა გვანცას
-კაი წავალ თუ არ გინდა...
აქეთ ეწყინა ლუკას და თვალები აატრიალა მერე კი კარისკენ წავიდა და რომ გავიდა უხეშად დაკეტა კარი
-ეს სულ გაგიჟდა?!
გაოცდა გვანცა და მოწყენილობისგან გადაწყვიტა სახლი დაელაგებია დაალაგა სახლი და გადაწყვიტა ლუკას ოთახიც მოენახულებინა ეშმაკური ღიმილით შეაღო კარი მყუდრო ჩვეულებრივი ოთახი იყო ახლა ყველაზე საინტერესო უჯრები ხელები ერთმანეთს გაუსვა ინტერესით ჩაიცინა და პირველი უჯრა გააღო პირი ღია დარჩა და ამოიჩურჩულა
-ვაიმე ლუკა რა იდიოტი ხარ!
(წესით უნდა მიხვდეთ რაც იდო🤣)
ეგრევე მიკეტა ეს უჯდა და ახლა მეორე გამოაღო სახატავი ტილოები დაინახა აი ეს საინტერესოაო გაიფიქრა უფრო კარგად გამოაღო უჯდა და პატარა ჩანახატები ერთი ორი გოგო და ეწერა რომ შეკვეთა იყო თავი გააქნია გვანცამ
-სამსახურშიც გოგოები ყავს ღმერთო...
უჯრა გაბრაზებულმა მიაჯახუნა და უკან გაიხედა მაგიდის თავზე თარო იყო
-ეს უფრო საინტერესოა...
ამოიჩურჩულა და ფეხისწვერებზე აიწია დიახ ეს სწორედ ის თაროა ლუკა განსაკუთრებულად რომ ინახავდა გვანცას ნახატებს გოგომ გამოაღო თუარა კარის ხმა გაიგონა ეგრევე მიკეტა თაროს კარი და ოთახიდან გავარდა კარი ჩუმად მოკეტა
-გვანცა!
მოესმა ლუკას ხმა დაბლა ჩაირბინა
-ასე მალე მოხვედი?!
გაიკრიჭა გოგო ბიჭმა უცნაურად შეხედა და ხელები გადაიჯვარედინა
-მანქანა არ დაიქოქა!
თქვა გაბუტულმა გოგომ კი ვაზაში ჩადებულ მანქანის გასაღებს გახედა აიღო და ხელში აათამაშა
-ლუკა არ დაიქოქა ხოო?
გაიცინა გვანცამ ლუკამ გაიფიქრა
*გამომიჭირა...* და ისე დაიბნა ვეღარაფერი უთხრა
-ისა...
-ლუკა სამსახურში თუ არ გინდოდა წასვლა გეთქვა პირდაპირ!
დაცინა გოგომ მაგრამ რეალურ მიზეზზე არც უფიქრია...
-ისე არ გაინტერესებს იქ რას ვაკეთებ?!
-კი მაინტერესებს!
ჩამოუჯდა წინ და ინტერესით შეხედა
-მოდიან ხალხი და მაგათ პორტრეტწბს ვხატავ...ზოგჯერ მთლიანადაც...ერთხელ ქალი მოვიდა და მითხრა რომ უნდოდა შიშველი დამეხატა...
ამოიჩურჩულა ბიჭმა და ჩაიცინა გვანცამ კი ისე შეხედა ძლივს შეიკავა სიცილი
-არ მითხრა რომ დაეთანხმე!
ბიჭს ჩაეცინა
-რა იდიოტი ხარ ლუკა!
-ისე კაი ქალი იყო!
-ლუკა!
თავში ისე წამოარტყა სიბრაზით მართლა ეტკინა ბიჭს გვანცა კი უცებ ადგა და ოთახში აირბინა
-იეჭვიანე ხოოო!
ასძახა ხმამაღლა და ჩაიცინა მერე კი ადგა და თვითონაც ავიდა მაღლა გოგოს ოთახში შეყლატუნდა
-არ შემოხვიდე!
დაუკივლა მაგრამ რა აზრი ჰქონდა ბიჭი უკვე მის ოთახში იდგა გოგომ მკერდზე აიფარა ხელი
-კარგი რაა გვანცა!
უთხრა ბიჭმა და გაიხედა რადგან გოგომ ანიშნა გაიხედეო
-გამოვიხედო?!
-არა და საერთოდ გადი!
-ახლა გამოვიხედები იცოდე!
გოგოს ბევრი აღარ უფიქრია ისე შევარდა სააბაზანოში და კარი ჩაკეტა ბიჭმა კარის ხმაზე გამოიხედა და სააბაზანოს კართან მივიდა
-გვანცა კაი რააა იმ ღამეს როგორ დაგითანხმე ჩემიკაი...
კარი გაიღო და გვანცა უკვე ჩაცმული გამოვიდა
-დაუკაკუნებლად რატო შემოდიხარ ხოლმე?!
შეხედა მკაცრად
-ჩემი შვილის დედა ხარ როცა მინდა მაშინ შემოვალ და გნახავ! და ასეთ დრამებში არ უნდა იყო!
-შენ იმ შენს ქალებს უყურე მე ნუ მიყურებ!
ბიჭმა თვალები აატრიალა
-ნუ ეჭვიანობ!
-არ ვეჭვიანობ!

ცალმხრივი სიყვარული❤️Donde viven las historias. Descúbrelo ahora