თავი 3

86 9 8
                                    

-გაიღვიძე, მძინარე მზეთუნახავო.-ფარდები გადავწიე.
-მეორედ ამას იზამ და მოგკლავ!-დამემუქრა ნიკო. შემდეგ გადავრუნდა, რათა მზის სხვიბს არ გაეღვიძებინა.
-დღე დაიწყე პოზიტივი.-გავეხუმრე. იმ მდივანს გავხედე სადაც მკვდარივით ეძინა, ძაღლებს გაეღვიძა და ხელს ულოკავდნენ.
-ნანა!
-რა? რა გინდა?-გამოვძახე სამზარეულოდან.
-ესენი მომაშორეეეე! ნანაააა!
ძაღლების საჭმელი პედიგრიმი ძველ ჯამებში ჩავყარე, უფრო სწორად თეფშებში. იმედი მაქვს დედა მაპატიებს, ნუ დედა რა ბაბუაჩემი.
საჭმლის სუნი მალევე ეცათ და ჩემკენ გამოიქცნენ. რეზიც აქეთ გამოვიდა.
-დილა მშვიდობისა.-მომესალმა.-ვიფიქრე დილაობით ერთად ხომ არ გვესაუზმა.-რეზი თავიდან ფეხებამდე ავათვალიერე. გრძელი შავი კლასიკური შარვალი ეცვა, ზუსტად ისეთი ბაბუაჩემს რომ ეცვა და თეთრი უბრალო პერანგი.
-რა თქმა უნდა. მოდი
მაგიდასთან დაჯდა, შემდეგ კი მდივანში გაფარჩხულ ნიკოს გახედა, რომელიც მისი სიმაღლის გამო საკმაოდ არაკოფორტულად იწვა.
-ისიც შემოგვიერთდება-თითქოს მივხდით ერთდროულად რას ვფიქრობდით.
-მას ვეზიზღები...
-კანეშნა...-გავიგონეთ ნიკოს ხმა
-ჩემთვის საუკეთესო უნდა. შეიძლება ხანდახან ვამპირს ჰგავდეს, მაგრამ მასში პატარა ბიჭუნა იმალება, რომელსაც ყველა უყვარს.
-კარგი...რაღაცებს გამოვიტან.-ჩვენი შემოსასვლელი ისედაც საერთო იყო, ამიტომ კარები არ მოუკეტავს. მალე ნიკოც აისვეტა ჩემს წინ. ნახევრად შიშველი.
-ჩაიცვი...რას ჰგავხარ
-რა უნდოდა ამ თოვლს?
-ნიკო!-ჩაიდანი გასქურიდან ავიღე და ჭიქებში დავასხი.
-რატომ? ცვეტში თოვლს ჰგავს.-მაისური ჩემს წინ გადაიცვა და თმები შეიწორა.
-მოვედი.-რეზიმ სულგუნი და კარაქიანი პური გამოიტანა. შემდეგ ჩვენს მაგიდაზე დადო. ნიკო კი ასაღებად დაიხარა, პურს ხელი მოჰკიდა თუ არა, ლამის გული აერია.
-თაფლი!-გულზე შემოეყარა და ენა გადმოაგდო.
-რა სჭირს?-ჰკითხა რეზიმ.
-თაფლი არ უყვარს.-დავაზუსტზე.
-წავალ ხელებს დავიბან ან მოვიჭრი.-აბაზანაში გავიდა.
-ხის ჯოხის მაგივრად თაფლი.-ჩაილაპარაკა რეზიმ.
ამის შემდეგ ნიკო აბაზანიდან უფრო დამშვიდებული გამოვიდა.
-ეს კიდე არ მოგიშორებიათ?
-შენგან განსხვავებით, მე მიყვარს.-ავიღე ნაჭერი და გემრიელად შევექეცი. მართლა შეუძლებელია ადამიანს თაფლი არ უყვარდეს. მე პირადად ამით ვვარსებობ.
ბიჭებს ჩაი გავუტანე. ცოტა ხანს სიჩუმე იყო, თან მომაკვდინებელი და დაძაბულობა იგრძნობოდა.
-შეიძლება...რაღაც გკკთხო?-მკითხა რეზიმ.
-არა!-მკაცრად მიუგო ნიკომ.
-კი.
-თქვენ ორი საიდან იცნობთ ერთმანეთს?
-რა შეყვარებულები გეგონეთ?
-პირველად კი.
-კარგი.
-შენზე მომიყევი, აქ რატომ ხარ? ან ხართ? თქვენ ხომ ქუთაისლები ხართ. აქ უმიზეზოდ არ ჩამოდიხართ.
ნიკომ ხმა არ გასცა, ამიტომ ჯობდა მე მეპასუხა.
-მე და ნიკო 1 წელზე მეტია ერთმანეთს ვიცნობთ, პირველად ბარში შევხვდით, იქ ვმუშაობდი  ის ნასვამი იყო, ამიტომ...მის ხმაკაცს დავურეკე...ამიკოს...-მისი სახელის წარმოთქვა შემეშინდა.-ამიკოს ბავშვობიდან ვუყვარდი, შემდეგ ჩემი გული მოიგო. მე და ნიკოც დავახლოვდით, ინგლისურზე ერთადაც დავდიოდით. ნიკოს თან ჩემი დაქალი ლიკა უყვარდა...ყველაფერი ზღაპრულად იყო,  თუმცა მხოლოდ იყო.
-ანუ...ერთი დიდი სასტავი?
-კი ბევრი ვიყავით, მანამ სანამ...
-სანამ შენჯ ძმის შეშლი ძმაკაცი გამოჩნდებოდა.
-ავთო?
-ჰა? ცოდნია კიდევაც!-ნიკო თვალებში შეაშტერდა, თითქოს სურდა თვალებიდან ინფორმაცია ამოეკითხა.
-რა თქმა უნდა, ვიცნობ. თქვენს გამოა ციხეში?
-მან ეგ დაიმსახურა!-მაგიდაზე ხელი დაარტყა.-ჩვენი ძმაკაცი მოკლა. სათუთი, ყველაზე კეთილი დედამიწის ზურგზე, ობოლი. ისე...შენ მას მაგინებ...შენსავით საუბრობდა, შენსავით გაწონასწორებული, სტილი და დიდი სიტყვები უყვარდა. ხანდახან, მაგიტომაც მძულხარ მას რომ ჰგავხარ.
მე ცრემლები მომადგა, არც ნიკო გრძნობდა ნაკლებად თავს.
-შემდეგ კი ყველა ერთმანეთს ჩამოვშორდით.-განაგრძო ნიკომ.-ამიკომ მას მოატყუა. მე, ნანამ და ლიკამ ჩავაბარეთ და თბილისში გადმოვედით. დანარჩენები იქ დარჩნენ, რადგან ამ წელს აბარებენ. ამიკო კი გერმანიაში წავიდა და არც მგონია, დაბრუნდეს. იქ ყველაფერია რაც მოსწონს. ლუდი, ნარკოტიკი, მანქანები...ფული.
-თქვენ რაზე ჩააბარეთ?
-მე ინგლისურის ფილოლოგიაზე.-ვუპასუხე.-ნიკონ კი არქიტექტურაზე.
-მესამემ?
-ფრენბურთის ჩემპიონია, ამიტომ საქართველოს ნაკრებში აიყვანეს.
-შენ რაზე ჩააბარე?-ვკითხე.
-სამართალზე.
-ჩემი მტერი ჩავარდა შენს ხახაში. რატომ სხვა რამეს ვერ ქაჩავ?
-ხომ ცოტა განსხვავებული ვარ. არ ვსვამ, არ ვეწევი, ტატუები არ მაქვს, მათემატიკის მასწავლებელი საშინელი ქალი მყავდა და შემაზიზღა. მანქანები და მოტოები მეზიზღება. ვარჯიში კი მიყვარს.
-სად ვარჯიშობ? ბევრს იხდი?
-არა, საერთოდ არაფერს.
-აბა?
-ჩემი ძმის გუგასია, ასევე ჩოგბურთიდ სტადიონები.
-ანუ მდიდარი ხარ?
-არა, ჩემი ძმა და მშობლები.
-აჰა...ვხდები.
-არ უნდოდათ სამართალზე ჩამებარებინა. გუგას კი არ შეუზღუდეს.
-გუგა არ გეხმარება?-ვკითხე.
-მშობლებთან უკვე აზრი არ აქვს, წლებია არ მინახავს. კი. გუგა მეხმარება, ბარათზე მირიცხავს ფულს...იმ ბარათს არ ვიყენებ, სტიპენდია მყოფნის.
-გრანტი რამდენი აიღე?
-100
-შე ამას, ნანამ და მე 70%. მეც მშობლებლები გამიბრაზრდნენ, ნუ მამა. კაი შემოსავლიანი კაცია, ნუ პედოფილიც...კანეშნა. ჩემი წაყვანა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
-როგორც ჩანს, საერთო გვქონია.-უთხრა რეზიმ

უცებ გამოჩნდა სხვა Where stories live. Discover now