ავდექი და სასწრაფო მზადებას შევუდექი. მას ჩემი ძველი სპორტული ტანსაცმელი მივეცი რომელსაც კოტეჯში ვინახავდი და იქაურობა ნახევარი საათის შემდეგ დავტოვეთ.

 მას ჩემი ძველი სპორტული ტანსაცმელი მივეცი რომელსაც კოტეჯში ვინახავდი და იქაურობა ნახევარი საათის შემდეგ დავტოვეთ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.




-მიზეზი რა არის ასე ადრე რომ წამომაგდე? - მკითხა უკვე მანქანაში მჯდომმა ელენამ. ჩემდა გასაკვირად არანაირი უხერხულობა არ იკითხებოდა არც  მის თვალებში და არც ქცევებში. ცოტა საეჭვოა... თითქოს მან ეს ყველაფერი მოცემულობად მიიღო უფრო სწორი სათქმელია ღირსეულად.

- ახსნა განმართებას ელოდები? -ვკითხე ისე რომ მისთვის არ შემიხედავს. მგონი მე უფრო დაძაბული ვიყავი ვიდრე ის. რა ჯანდაბა მჭირდა?

-უბრალოდ დამაინტერესა. შეგიძლია არ მიპასუხო. -ჩაილაპარაკა და სავარძელზე გადაწვა.

ძალიან კარგი, ლაპარაკი მაინც არ მინდოდა. მაქნანა დავძარი და სასტუმრომდე უხმოდ ვიმგზავრეთ.

-კარგი, რა ჯანდაბაა? -უკვე გადასვლისას მომიბრუნდა და თვალებში ჩამხედა- გაბრიელ შეგრძნება მაქვს რომ ჯერ კიდევ ბრაზობ ჩემზე და ვერ ვხვდები კიდევ რა უნდა გავაკეთო რომ დამშვიდდე. მინიმუმ ასეთი უხეში მაინც არ იყო ჩემთან.

-ამაზე ლაპარაკის არც დროა და არც ადგილი. გადადი.

-არა მითხარი რადგან ასეთ დამოკიდებულებაში და ამდენ აგრესიაში ვერ ვიცხოვრებ.

-გაინტერესებს? მე შენ არ გენდობი.

-ეს ახალი ამბავი არაა და მგონი შევეჩვიეთ ორივე ჩვენ ჩვენ უნდობლობას.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now