-რა ჯანდაბაზე ფიქრობდი? სად გარბოდი?

უხმოდ მიყურებდა და ხმას ვერ იღებდა.

- გეკითხები რა ჯანდაბაზე ფიქრობდი?! რომელიმე ცხოველს რო შეხვედროდი რას იზავდი? - გავუმეორე ისევ.

- შენ ნებისმიერ ცხოველზე საშიში ხარ. ამიტომ არაფრის შემშინებია.

- შენ მე დამპირდი! -ვუთხარი და მისკენ ნაბიჯი გადავდგი.

- შენ მე დამპირდი! დამპირდი გესმიის? რომ აღარ გაიქცეოდი. -გავუმეორე. უკან უკან წასულ ელენას კისერში ხელი მოვუჭირე და ხეს ავაკარი. ვერ მოვითმინე რადგან მისი სიჩუმე უარესად მაბრაზებდა.

  ჩვენს შორის მხოლოდ უსასრულო სიბნელე, მისი ნახევრად შიშველი სხეული და ჩემი გამწყდარი მოთმინების ძაფიღა დარჩენილიყო...

-მითხარი რა მოგიხერხო? რა გიყო ელენა, რა? -ამაზე ფიქრში უცებ საშინელი ხმაურით გაიელვა და ცა განათდა. სადღაც მეხი ჩამოვარდა, ჩვენს ცაზე კი წვიმის ღრუბლები შეიყარა. ნელ ნელ წვიმის წვეთებმა სვლა დაიწყეს. 

  ამ საზარელ ჭექა-ქუხილზე ელენა შეხტა და უფრო მომეკრო. მისი სურნელის შეგრძნებისგან გონება დამებინდა, სუნთქვა გამიხშირდა და თვალები დავხუჭე. ღრმად ჩავისუნთქე. თავისუფალი ხელის თითები მკერდზე ჩამოვატარე, შერჩენილი კაბის ნაგლეჯი უხეშად ჩამოვახიე და მისი მკერდი ხელში მოვიქციე. სრულად დაბინდული გონებით რას ვაკეთებდი არ ვიცოდი. ის ჰაერს ძლივს ყლაპავდა მე კი მის ყოვლად უსუსურ სხეულზე ხელებს დავასრიალებდი.

-გამიშვი შენი ბინძური ხელები. - მუქარად ამოთქვა მან ეს სიტყვები და მეც გონზე მოსულმა კისრიდან ხელი მოვაშორე. თავისუფლად ამოსუნთქვასთან ერთად უცებ ძალაგამოცლილი ჩაიკეცა. მაშინვე წელზე ხელები მოვხვიე და დავიჭირე. თავი ავაწევინე, თვალებში ჩავხედე და ვკითხე.

-რატომ მხოლოდ ეს მითხარი და მეტს აღარ გკითხავ.

-გინდა გაიგო?

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now