Everything Goes Wrong

Start from the beginning
                                    

გასასვლელში სად იყო და სად არა იტალიელი მაჩოც გამოჩნდა და ჩვენსკენ დაიძრა.

-უკვე მიდიხართ?-იკითხა დამწუხრებულმა.

-ელენა თავს შეუძლოდ გრძნობს- იცრუა გაბრიელმა - ჩემთან სასტუმროში მოდი თითო ჭიქა დავლიოთ და გავაგრძელოთ საუბარი.

-იმედია სერიოზული არაფერია - არა და არ ეშვებოდა ჩემზე კითხვებს ენცო.

-მადლობა სერიოზული არაფერია უბრალოდ თავი ამტკივდა. -ვუპასუხე და გაბრიელს უფრო მაგრად მივეკარი.

-რას ველოდოთ ახლავე შემიძლია წამოსვლა. ამ მოსაწყენ წვეულებაზე დარჩენას ყველაფერი მირჩევნია. -მხიარულად აიჩეჩა მხრები ენცომ და მზაკვრულად გაიღიმა.

ჯანდაბააა.. ესღა მაკლდა!

მივხვდი, ეს ღიმილი მხოლოდ მე მეკუთვნოდა.. ტანში ჟრუანტელმა ჭიანჭველებივით დამიარა. რა მემართებოდა ამ ორი კაცის დანახვაზე? ისინი ორივე ერთდროულად აღმაგზნებდა? თავი გავაქნიე ამ ბინძური ფიქრების გასაფანტად რადგან ვიცოდი არც ერთზე არ უნდა მეფიქრა!

-ძალიან კარგი, ჩვენ მძღოლს დაველოდოთ. ამ მანქანით ელენას გავუშვებ- უპასუხა გაბრიელმა.

-ჩაჯექი- მან ძალით შემაგდო უკანა სავარძელზე. - ჭკვიანად იყავი და მოემზადე, მოგვიანებით მოგხედავ! - ჩამჩურჩულა და კარი უხეშად მომიჯახუნა.

სანამ ფანჯარას ავწევდი ენცოს იმედგაცრუებული მზერა ვიგრძენი რაზეც მხოლოდ ჩამეღიმა. ფეხსაცმელები გავიხადე, სავარძელში გადავწექი და იმაზე ფიქრმა წამიღო თუ როგორ დამეძვრინა თავი გაბრიელის რისხვისგან.

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ რყევა ვიგრძენი და დავინახე მანქანა როგორ გადავიდა ტყის პირა ხრეშიან გზაზე. მძღოლი მაშინვე სიტუაციის სანახავად გადახტა.

-რა მოხდა? -ვიკითხე ინტერესით.

-რაღაცას გადავუარეთ. ბორბალი გასკდა.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now