-არ გახსოვს?

-არა.. იმედია ჩვენ ის არ გაგვიკეთებია..-ვკითხე მორიდებით და თავი მოვიფხანე იმაზე ფიქრით თუ რა მოხდა გუშინ.

-რა ? სექსი? -ჩაიცინა, ახლოს მიმწია და შუბლზე მაკოცა. მაშინვე ხელი ვკარი და წარბი ავუწიე.

-რა საყვარელი ხარ ზოგჯერ. არა არაფერი გვქონია შენ უბრალოდ ტკივილისგან გაითიშე და აქვე ჩაგეძინა.

-ხვდები რომ საშინლად მომექეცი?

-არა პრინცესა შენ იმის ნახევარიც ვერ მიიღე რასაც იმსახურებდი.

იმის გაფიქრებამ რომ უარესიც შეიძლებოდა მომსვლოდა უცებ მომაკეტინა.

- რაც შეეხება ამას, შეგახსენებ მე პირობას ყოველთვის ვასრულებ. სანამ შენ არ მოგინდება ხელს არ დაგაკარებ. და შენ ასრულებ იმ პირობას რომელიც გუშინ მომეცი?

-რას გულისხმობ? - ფიქრი დავიწყე მაგრამ გუშინდელი საღამოდან  როგორც კი მან მუხლებზე გადამაწვინა და ჩემს უკანალს შეეხო აღარაფერი მახსოვდა.

-იმ პირობით შევწყვიტე შენი გატყიპვა რომ შენ აღარასდროს ეცდებოდი გაქცევას. შენ ასრულებ შენს მიერ დადებულ პირობებს თუ გავაგრძელო გუშინდელი დაწყებული საქმე? - გამომცდელად შემხედა. მზერა ჩემს სხეულზე გადმოიტანა და ხელები მოიფშვნიტა.

-ო ღმერთო არა! არ მომეკარო...

ამის გაგონებაზე გვერძე გავხტი. ჯერ ისევ მტკიოდა ტანის ქვედა ნაწილი და შემდეგ დავფიქრდი, ის ჩემგან  ერთგულების პირობის დადებას ელოდა.  იქნებ ეს არც ისე ცუდი იყო?  სტრატეგია სრულიად ამოვაყირავე და მისი ნდობით ჯონგლიორობა გადავწყვიტე.  ეს რათქმაუნდა დროში გაწელილი პროცესი იქნებოდა მაგრამ დიდი მოთმინებით მე ამას შევძლებდი! მის ნდობას მოვიპოვებდი და ისეთ დროს დავარტყავდი როცა არ ელოდა. საბოლოოდ პირობა დავუდასტურე და ეშმაკური გეგმების ჩახლართვა დავიწყე.

-ერთ კვირაში წვეულებაზე მივდივარ და შენც ჩემთან მოდიხარ როგორც მეწყვილე. -ჩემი თანხმობით მორჩილებაზე ნასიამოვნებმა მხოლოდ ეს მითხრა და სააბაზანოში შევიდა.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now