18

478 23 23
                                    

დემეტრე

***
ვუყურებდი გიაკო ბერიას გაბრაზებულ სახეს და ნელ-ნელა უფრო და უფრო ვკარგავდი მოთმინების უნარს.

-მოდი აბა გამარკვიე რატო უყვირიხარ შენ დას. - სკამზე ჩამოვჯექი და სიგარეტს მოვუკიდე, ისედაც ძლივს ვიკავებდი თავს მისაღებში მდგომი მათე და ჩემს წინ მჯდარი გიაკო ერთმანეთის მიყოლებით არ ამეკუწა მწვანილის საჭრელი დანით მაგიდაზე რომ იდო.

-ბარბარეს შეყვარებული ხარ?

-ხო მერე?

-რა ხო მერე, ვინ ხარ ვაფშე სად გაიცანი ჩემი და.

-მოდი ღრიალს შეეშვი და დაჯექი, წესიერად დავილაპარაკოთ.

-დავაი ვილაპარაკოთ.

-ის ტიპი აქ რატო მოათრიე.

-მათე? ბოდიში აქ მოსახდელი ბარბარესთვის. უეჭველი უნდა ილაპარაკონ მაგათმა.

-ვა და ბარბარემ გითხრა უეჭველი უნდა ველაპარაკოო?

-არა მარა დაველაპარაკებიო მითხრა წეღან. კითხვაზე მიპასუხე.

-ჩემი ბიძაშვილი და ლანა კურსელები არიან, ჩერეზ მაგათგან გავიცანი.

-გიყვარს ბარბარე?

-ერთი დღის გაცნობილზე მოიტაცა შენი და იმან და მაგარი ძმაკაცები კი ხართ, მე რო არ მიყვარდეს რავი რა პრობლემა გაქ შენ? - ბარბარე კი მიყვარდა მაგრამ გიაკოს ყველა საოცრებასთან ერთად ამის ცოდნა ნამდვილად არ სჭირებოდა. ისედაც ბარბარეს გამო ვიკავებდი თავს.

-შენ შიგ ხო არ გაქ რეებს ბოდავ.

-წესიერად ილაპარაკე და კარგად დაფიქრდი აბა მე რეებს მეკითხები მაშინ როცა შენი დის გამტაცებელი მეორე ოთახში გყავს, თან ისევ ცოლად მომყავსო, უყვარს ალბად იმასაც.

-შენც მაგაზე ნუ მიჭედავ, ვიცი რო არ მოვიქეცი კარგად.

-კარგად კი არა მაგარი ყლეურად მოიქეცი შენ.- გიაკოს სახე დაეძაბა და ხელები მომუშტა, ერთი სული მქონდა დაერტყა, თუ აპირებდა საერთოდ.

შემიყვარეWhere stories live. Discover now