-გიაკო ეს რატო მოიყვანე?

-ეს ვინაა?! - ჩემმა ძმამ ნაბიჯი დემესკენ გადადგა, მე კი როგორც ჩემი ტკბილი ბებია იტყოდა, წნევის საზომი და კაპლი მესაჭიროებოდა უკვე.

-ბარბარე დემეტრეს სანახავად იყავი გასული? - ანკომ მკითხა, მერე დემეს შეხედა.

-ამ შუა ღამეს ამის სანახავად იყავ გასული? - გიაკოს ხმაში ბრაზი შეეპარა.

-შენ გიაკო ხო? - დემეს ბოხი ხმის გაგონებაზე შევხტი, ახლაღა ვიაზრებდი რომ ოთახში ჩემს ძმასთან, მთე სურმანიძესთან და დემეტრე პირველთან ერთად ვიყავი.

-ეს ვინ არის ბარბარე? - მკითხა მათემ და ახლაღა შევხედე მას, თმა შეეჭრა, სახეზე გიჟის გამომეტყველება აღარ ჰქონდა იმ დღინდელივით, სამაგიეროდ აქეთ იქით აცეცებდა თვალებს ხან მე მიყურებდა, ხან დემეს ხან კიდე მის ძმობილ გიაკოს.

-შენ ხმას როგორ იღებ საერთოდ, აქ რა ჯანდაბას აკეთებ. - მისკენ ისე გავწიე მეგონა თმაში ვწვდებოდი როგორ ბედავდა და ხმას როგორ მცემდა ვერ ვიგებდი. ეს ის ბიჭი არ იყო დედამისის და მამამისის თვალწინ დამცირების და შეურაცყოფის გამო გამწარებული რომ მემუქრებოდა?

-სალაპარაკოდ მოვედი.

-ვისთან სალაპარაკოდ ჩემთან? - წარბები შუბლზე ამივიდა გაკვირვებისგან და გაღიზიანებისგან.

-გავიგე ცოლად მოგყავდა ბარბარე. - უთხრა დემეტრემ მათეს.

-მომყავდა კიარა მომყავს. - თქვა დამაჯრებლური ხმით.

-გიაკო ბერია შენ გამოდი აბა კუხნაში. - მათესთვის არც შემიხედავს, მასთან დიალოგი ყველანაირად უშედეგო რომ გახლდათ ყველამ იცოდა ალბათ.

-ბარბარე აბა მანანა დეიდამ დამირეკაო? - მკითხა მარიამმა ჩუმი ცმით, ის და ანიკო ჯერ ისევ დემეს მიშტერებოდნენ.

-დემეს სანახავად ვიყავი ჩასული.

-გოგო შენ გადაირიე სულ, მათეს რა უთხრა არ გახსოვს?! - მომვარდა ლანა და მხარზე ჩამავლო ხელი. გიორგი თავისი ძმაკაცისკენ შეტრიალდა გაშტერებული სახით, დებილი ძმა მყავდა, სამწუხაროდ.

შემიყვარეHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin