10

24 4 0
                                    

ჯონგუკი ნელი ნაბიჯით მიუყვებოდა ქუჩას.

ოჯახის წევრების საფლავიდან ბრუნდებოდა.

ახალი გათენებული იყო.

როგორც ყოველთვის მთელი ღამე საფლავებს შორის მჯდარმა გაატარა, ტკივილის ჩასახშობათ ერთი ბოთლი კონიაკი გამოცალა, ისევ მოუყვა თავისი ამბები საფლავებს და განთენიისას უკან გამობრუნდა.

თავშესაფრამდე მცირე მანძილი რჩებოდა, როდესაც
გუკმა განსაკუთრებული სურნელი იგრძნო, მაშინვე მიხვდა რომ მისი ჭეშმარიტი სადღაც ახლოს უნდა ყოფილიყო.

ცოტა ხანს იდგა და გარშემო იყურებოდა თვალებით ეძებდა სურნელის პატრონს.

დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია გადამკვეთ ქუჩაზე ახალგაზრდა ომეგა გამოჩნდა, სწრაფად მოდიოდა, თითქოს მორბოდა.

გზაჯვარედინთან აქეთ იქით მიმოიხედა და უახლოესი ქუჩის მოსახვევში შეიმალა.
ჯონგუკმა ის იყო წასვალას აპირებდა ჭეშმარიტის მათრობელა სუნის
მიმართულებით რომ დაინახა ომეგის კვალზე ორი ალფა გამოჩნდა.

ისინიც მორბოდნენ, ქუჩა მოათვალიერეს და იმავე მოსახვევისკენ გაიქცნენ სადაც წუთების წინ ომეგამ შეუხვია.

დანახულმა ჯონგუკში ინტერესი გამოიწვია და მათ კვალს დაადგა.

ალფები ომეგას დასწეოდნენ, ერთ-ერთ ალფას ომეგასთვის თმაში ხელი ჩაეკიდა და მოატრევდა.

ომეგა მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდა მოძალადეებს, მაგრამ დასახმარებლად არავის უხმობდა.

ალფას მობეზრდა მისი ფართხალი და ომეგას სახეში მთელი ძალით ჩაარტყა, ომეგამ თავი ვერ შეიკავა და ასფალტზე დავარდა.

ჯონგუკმა თავი ვერ შეიკავა და მოძელადეებისკენ გაიქცა.

პირველ მათგანს სახეში ძლიერად დაარტყა მუშტი და ომეგის გვერდით ასფალტზე გააფინა, მეორე მოძალადემ გუკის დანახვისას ომეგას თავი დაანება და მისკენ გამოქანდა.

ფენიქსიWhere stories live. Discover now