8

79 4 0
                                    

გაღებულ კარში ომეგა გამოჩნდა.

აქეთ იქიდან ხელებზე ორი პატარა არსება ჩამოკიდებოდა და მხიარული კისკისით მიიწევდნენ მისაღებისკენ.

ჯონგუკს მათ დანახვაზე თვალები აუცრემლიანდა და მუხლებზე დავარდა

-მოდით მამასთან ჩემო ანგელოზებო!

ხელები წინ გაიწვდინა და ორივე პატარა გულში ჩაიკრა.

ჯიმინმა მისი ნათქვამის გაპროტესტება დააპირა მაგრამ ნამჯუნმა თვალებით ანიშნა ყველაფერი კარგადააო.

დიდხანს იყო დაჩოქილი და პატარები გულში ყავდა ჩახუტებული, ვეღარ გაეგო რა გაეკეთებინა ერთს ეფერებოდა ხან მეორეს, ტიროდა, მერე იცინოდა, მერე ისევ ტიროდა.

ბავშვები გაკვირვებული თვალებით აკვირდებოდნენ ხან მამიკოს და ხან მათ წინ ჩამუხლულ ალფას.

გზაში მამიკო მათ ესაუბრა და აუხსნა რომ შეიძლება მათ მალე მამა ჰყოლოდათ, თუმცა მათი პატარა გონება ჯერ ვარ აცნობიერებდა მამიკოს სიტყვების მნიშვნელობას.

-გამარჯობათ პატარებო მე ნამჯუნი მქვია, შეგიძლიათ პაპა დამიძახოთ!
მათი იდილია დაარღვია ჯუნმა და პატარებს ჩამოსართმევად ხელი
გაუწოდა.

პატარა ალფამ ჯონგუკის მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა და ნამჯუნის ხელს თავისი ხელი შეაგება.

-მე გუკი ვარ, ის კი ჩემი ძმაა ქუქი, ის ცოტათი მორცხვია და მე ყოველთვის ვიცავ მას.
განაცხადა პატარა ალფამ და მკერდინ წინ ამაყად გამობერა.

ნამჯუნს გინებაში აზრმა გაურბიანა: ზუსტად ასე ბერავს ნასვამი ჯონგუკი მკერდს როცა რაიმე საამაყოს ჰყვება საკუთარ თავზე!

პატარა ალფას ბოლო სიტყვებმა ჯონგუკისთვის დენის დარტყმასავით იმოქმედა.

მის სახეზე გაურკვევლობა გამეფებულიყო, რაც არც ისე დადებითად მოქმედებდა მის შემხედვარე პატარებზე.

ფენიქსიWhere stories live. Discover now