2

55 6 0
                                    

თვალები შეშინებულმა გავახილე, გული საშინლად აჩქარებული მაქვს, ვგრძნობ მთელი სხეული როგორ მიკანკალებს და ჭირის ოფლი მასხავს.

ისევ ის სმენის წამღები ხმაური მესმის, მაგრამ უკვე გარკვევით აღვიქვავ ამ ხმას, აპარატების წრიპინია, თითქოს ძალიან ნაცნობია ეს ხმა ჩემთვის, ნაცნობი და სევდიანი.

თავის ოდნავ მარცხნივ გადაბრუნება მოვახერხე და დავინახე ბუნდოვანი თეთრი ჩრდილები, რომლებმაც ნელ-ნელა ადამიანების ფორმა მიიღეს, ოთხნი იყვნენ და ღომილიანი სახეებით მიყურებდნენ.

გასაგებია საავადმყოფოში ვარ და ესენი ჩემი ექიმები არიან.

ერთერთი მათგანი ორმოცდაათ წელს მიტანებული სათვალიანი ალფა ჩემსკენ დაიხარა და გამიღიმა


კეთილი იყოს შენი დედამიწაზე დაბრუნება ფენიქსო, მე შენი დიდი გულშემატკივარი და პირადი ექიმი კიმ ნამჯუნი ვარ!

გაოცებულმა შევხედე...

[რა ფენიქსი ბიძაჩემო სახელი-გვარით მომმართე იქნებ ჩემი ვინაობის გახსენებაში დამეხმაროს]
ვეცადე მელაპარაკა, მაგრამ მხოლოდ ხავილის მაგვარი ხმა აღმომხდა და თვალები მრავლიმთქმელი ტანჯვით ავატრიალე.

-ჯერ ვერ შეძლებთ ლაპარაკს რადგან გადაუდებელი სამედიცინო დახმარებების გამო იოგები დაგიზიანდათ.

[ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის]
ექიმი ალბათ მიხვდა ჩემს ფიქრებს რადგან გადმოიხარა და მხარზე ხელი ნაზად დამარტყა

-სანერვიულო არაფერია, ეს მხოლოდ დროებითია და მალე ისევ შეძლებთ საუბარს.
ბოლოს დაბოლოს გაგვიმხელთ თქვენს ვინაობას, რადგან ყველა ინტერესით კვდება ვინ ხართ და როგორ მოახერხეთ გადარჩენა იმ ხანძარში სადაც თვით სატანაც კი ფერფლად იქცეოდა.

-ახლა კი დაგტოვებთ დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდებათ,

ფენიქსიWhere stories live. Discover now