1

102 6 2
                                    

აწმყო:

არ ვიცი ვინ ვარ, არ ვიცი სად ვარ,
ისიც არ ვიცი ალფა ვარ თუ ომეგა? ან იქნებ ბავშვი ან მოხუცი? - თვალებს ვახელ თუმცა ვერაფერს ვხედავ გარშემო მხოლოდ აუტანელი სითეთრეა,ისევ ვხუჭავ და წამწამებს ძლიერდ ვაჭერ ერთმანეთს, იქნებ მკვდარი ვარ და სამოთხეში ვომყოფები?

არა! მკვდრები ტკივილს ვერ გრძნობენ მე კი თავი საშინლად მტკივა, რაღაცის ხმა ძალიან მაღიზიანებს თუმცა ვერ ვხვდები რისი ხმაა.

უნდა ავდგე მაგრამ ვერ ვინძრევი.
თვალებს ვახელ და ისევ ძლიერად ვხუჭავ, ვცდილობ სინათლეს შევეჩვიო.

თავს ძალა უნდა დავატანო და წამოვდგე, არ მახსოვს ვინ ვარ მაგრამ ვიცი, არა დარწმუნებული ვარ რომ თუ მოვინდომებ აუცილებლად გამომივა.

მხედველობა ნელ-ნელა მიბრუნდება.

ბუნდოვნად მაგრამ მაინც ვამჩნევ, ვხედავ თეთრ ჭერს და კედლებს. თუმცა დიდხანს ყურება არ შემიძლია, თვალების წვის შეგრძნება საშუალებას არ მაძლევს რამეს დიდიხანს დავაკვირდე.

ისევ გაურკვეველი ხმაური მესმის, არ მომწონს ხმაური,ალბათ წყნარი და მშვიდი ადამიანი ვიყავი.

უცებ თავში იდია მომდის იქნებ დავიძინო და გამოძინებულზე უფრო ადვილად გავიხსენო რაიმე.

თვალები დავხუჭე და გავირინდე, თუმცა ვერაფრით მოვახერხე დაძინება, ნეტავ ადამიანები როგორ იძინებენ?!
იფიქრე ტვინო, იფიქრე!

ცხვრები!

ესეც ასე ცხვრებს დავითვლი.

წარმოვიდგინე ცხვრების ფარა და წინაღობა რომელზეც ცხვრები უნდა გადავახტუნო.

ერთი ცხვარი, ორი ცხვარი, სამი ცხვარი, სამი ცხვარი!

ცხვარი გაჯიუტდა და ღობეზე გადახტომაზე უარი გამნიცხადა.

ცხვარო! თუ არ გადახტები იცოდე შენგან ჩაქაფულს მოვამზადებ!

ჩაქაფული?!

მგონი საჭმელების გაკეთება მომწონს, ალბათ კარგი მზარეული ვარ.

ალფა ვარ თუ ომეგა, იქნებ ბავშვიც ან მოხუცი?

ბავშვი გამოირიცხა.

ბავშვს საჭმლის გაკეთებაზე ამდენი არ ეცოდინება, ალბათ ომეგა ვარ, თუმცა საჭმლის გაკეთება ალფებსაც შეუძლიათ, თითქმის ყველა ცნობილი რესტორნის შეფ მზარეული ხომ ალფაა?!

ფიქრი თავს მატკიებს, უნდა დავიძინო.

ერთი ცხვარი, ორი ცხვარი, სამი ცხვარი, ოთხი ცხვა..........
          
                      **********

თვალებს ნელა ვახელ, ულამაზესი ცაა წითელი და ყვითელი აქა იქ ვარდისფერი, ფერები ისეა ერთმანეთში არეული გეგონება მხატვარმა ახლახანს აურია ტილიზე გადასატანათ.

მხოლოდ აქა იქ ჩანს თეთრი ქულა ღრუბლები რომლებიც სადღაც გარბია ალბათ სახლში ეჩქარებათ.

მზე ჩრდილოეთით გადაწეულა მალე დაღამედება მაგრამ მე არსად მეჩქარება, მხოლოდ აქ ვგრძნობ თავს ადამიანად, მხოლოდ აქ შემიძლია თავისუფლად სუნთქვა.

მიყვარს ბუნებაში ყოფნა, ეს სიყვარულზე მეტია, ესაა სიცოცხლის საწყისი.

მიწაზე ვწევარ მაგრამ ვერ ვგრძნობ მიწის სიმაგრეს, აქ საუკუნოდ შემიძლია წოლა და ცის თვალთვალი, აქაა ჩემი სამოთხე.

როცა პრობლემებდან თავის დაღწევას ვერ ვახერხებ აქ მოვდივარ და საათობით ვფიქრობ.

აღარ შემიძლია ამდენის ატანა, მინდა წავიდე ყველასგან და ყველაფრისგან, მინდა როგორც გაზაფხულის თოვლი. მინდა მაგრამ არ შემიძლია, ოდესმე ალბათ წავალ და უკან აღარასდროს დავბრუნდები, მაგრამ ჯერ ადრეა, ჯერ ის საქმე უნდა დავამთავრო რაც დავიწყე. პირობა დავდე და რაც არ უნდა მოხდეს მე ამ პირობას დავიცავ და შევასრულებ.

ფიქრს მანქანის გადაბმული სიგნალი მაწყვეტინებს, თავი
ოდნავ წამოვწიე და დავინახე ჩემი სიმყუდროვის დამრღვევი, მანქანის ფანჯრიდან წელს ზემოთ გადმოწეულა, გაბადრული სახით მიყურებს და მიცინის მისი ღომილი ყველაფერს მავიწყებს, ჩემი სიცოცხლის წყარო, ჩემი ბედნიერების საწყისი, ისაა ყველაფერი რაც მჭირდება, ყველაფერს დავთმობ ამ ცას ღრუბლებს, მზეს, ყველაფერს ოღონდ მას არა.

ჩემი, მხოლოდ ჩემი ომეგა.
რომ დამინახა ვუყურებდი ხელი დამიქნია და მომაძახა:

-მოდი ძვირფასო, მანქანაში ჩაჯექი ჯოჯოხეთში დაბრუნების დროა!

ფენიქსიWhere stories live. Discover now