უხერხული სიჩუმე პირველმა მან დაარღვია.

-მოკლედ, ბოდიში თუ ხელი შეგიშალე იმაში რასაც აკეთებდი.

-რატომ მოხვედი წვეულებაზე?! -შევაწყვეტინე რადგან მეტი აღარ შემეძლო. თუმცა ტონი ვერ გავაკონტროლე რაზეც მისმა გაბრაზებულმა პასუხმაც არ დააყოვნა.

-იცი რას გეტყვი? შენ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ წამომიყვანე საქართველოდან. აქ გაურკვეველი მომავლის იმედით გავიჭედე და წარმოდგენაც არ მაქვს რა მელის.  -უკვე ყვირილს უმატებდა და ჩემსკენ გაბრაზებულ ნაბიჯებს დგამდა. უკან უკან დავიხიე მივუშვი სადამდე გამოაჩენდა თავის პატარა ბრჭყალებს. კედელთან მიმიმწყვდია.

-შენ იმასაც არ მეუბნები აქ რა ჯანდაბა მინდა. ამის მაგივრად ერთობი რაღაც ზღვარგადასულ წვეულებაზე და არც სიამოვნებას იკლებ! მე კი აქ მშიერი უნდა გამეთია ღამე? ეს სამართლიანია?! ბევრს ვითხოვ?!

   თვალები სიბრაზისგან უელავდა.მის ასეთი გაბრაზებულ და აღზნებულ მდგომარეობაში ნახვა  ძალიან  მსიამოვნებდა.

-შენს ოთახში ვახშამი დაახლოებით 10 სთვის გამოვგზავნე მაგრამ კარი არ გაუღე. რაექნათ შემოენგრიათ ?

- ფაქტია რომ მშიოდა და ამიტომ გეძებდი.

-დადაიკმაყოფილე შიმშილის გრძნობა? - ჩემმა ორაზროვანმა ნათქვამმა თვალები დაუწვრილა და ღრმად ამოისუნთქა.

-კი ნაწილობრივ..- ტონი შეურბილდა და მივხვდი ისიც ორაზროვანი იყო.

იქ ზევით ჩემთვის დივანზე ვიყავი გადაწოლილი როდესაც მისი მზერა დავიჭირე, მხოლოდ ისღა შემეძლო ელენა წარმომედგინა ჩემს წინ იმ ქალის მაგივრად ვისაც არც კი ვიცნობდი. თვალი არ მომიშორებია ისე გავათავე. ამის შემდეგ აქ ჩემს წინ დგას და ვიცი ხალათის გარდა არაფერი აცვია..

-არ გინდა გაბრიელ - მგონი ჩემს აზრებს კითხულობს.

-და იქნებ მინდა ელენა -ახლა მე ვდგავ წინ ნაბიჯს, ის კი უკან იხევს, ტრიალდება რომ გამექცეს  მაგრამ ხელს მაჯაში ვავლებ,  ვიჭერ და ჩემსკენ ვიზიდავ.  თვალებში მიყურებს, მზერა ურბილდება მაგრამ მებრძვის მანამ სანამ ქამარი არ ეხსნება და ხალათი მის ნახევარ სხეულსაც ვერ ფარავს.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now