New biggining! New Life!

Start from the beginning
                                    

-წავედით? -ვკითხე ვითომც არაფერიო, გამოვცალე სასმელი და ავდექი.

-ვერ გიტან! -კბილებიდან გამოსცრა, ღრმად სუნთქავდა სახე სულ ასწითლებოდა.

მკლავში მოვკიდე ხელი და ლიფტამდე ისე წავიყვანე. წინააღმდეგობის გაწევაში უსუსურად ფართხალებდა. ლიფტში ხელი რომ გავუშვი და მისი უცებ მოქნეული ხელი ჰაერში დავიჭირე  თვითონვე გაუკვირდა თავისი საქციელის და შიშმა აიტანა. სუნთქვა შეაჩერა და განაბულმა ამომხედა. სახე გაფითრებოდა და ტუჩები უცახცახებდა.

მისკენ გადავდგი ნაბიჯი და კუთხეში მივიმწყვდიე.

პატარა შეშინებულ ჩიტს გავდა დიდი გულით..

-არ გაგაფრთხილე ჩემთვის სილის გაწვნა აღარ გაბედო მეთქი?-გავბრაზდი, ახლოს მივედი და პირდაპირ ყურთან ჩავჩურჩულე. მისი ხელი ძლიერად მეჭირა და ვუჭერდი, სახეზე ტკივილი ეტყობოდა თუმცა ბევრს ცდილობდა არ შეემჩნეოდა. მზად ვიყავი მეტად მეტკინა მისი ასეთი ურჩობისთვის  მაგრამ როდესაც მისი კანის სურნელი მეცა, რომელსაც ოდნავ ვანილის არომატი დაკრავდა, მოვდუნდი და ძლიერმა სურვილმა ამიტანა... მასთან თავს ვერ ვაკონტროლებდი.

-თორემ რას იზავ? ამაზე მეტ სისასტიკეს და დამცირებას რას გამიკეთებ გაბრიელ?

-დაგსჯი ელენა!

-როგორ? -იკითხა და დავიფიცებ ტუჩის კუთხეზე იკბინა

ის რა მეთამაშება? მასაც ვუნდივარ თუ თავ გზას მირევს? ერთხელაც მოთმინებას დავკარგავ და სულ არ გავითვალისწინებ მის ასაკს. დავაგდებ საწოლზე, ზევიდან მოვექცევი და სასტიკად გავჟიმავ!!! ჩემს სახელს იყვირებს და შემევედრება არ გავჩერდე! თვალები დავხუჭე, თვალწინ დამიდგა მისი შიშველი სხეული და ღრმად  ჩავისუნთქე. ახლა ამის დაწყებით სრულიად გავამართლებდი მის ფიქრებს რომ მხოლოდ სექსისთვის მინდოდა. რეალობა კი სხვა იყო. ამას მალე გაიგებდა.

ის ჩემი იყო და მაშინ დავეპატრონებდი მის სხეულს როცა მე გადავწყვეტდი, ამიტომ თავი შევიკავე და მისი მოქნეული ხელი რომელიც მეჭირა ძირს დავუშვი.

ამასობაში ლიფტიც გაჩერდა.

-მისმინე ეს ჩემი სასტუმროა, ხალხი კი ერთგულზე ერთგული. გაქცევით უბრალოდ თავს დაიღლი. არავინ დაგეხმარება. -ვუთხარი და მოვშორდი რომ გარეთ გამოვსულიყავით.

თავბრუდახვეულივით გამოვიდა ლიფტიდან

-აი ეს იქნება შენი ოთახი, აქ იცხოვრებ -კარი გავაღე და შიგნით ვუბიძგე

-აქ სტუმარი რომ არ ვიქნები ვიცი, რისი გაკეთება მომიწევს ? ჯობია ახლავე გავარკვიოთ.

-შენი აზრით? -კითხვა შევუბრუნე და მის თვალებში გამკრთალმა პატარა შიშმა ძალიან გამართო.

-მაინც არ გავაკეთებ იმას რაც არმინდა!

-ყველაფერს გაიგებ. ახლა კი დაისვენე. ივახშმე და როცა მოვიცლი ვილაპარაკოთ.-გამოვედი და ჩემი პენტჰაუსისკენ ავიღე გეზი რომელიც ამავე სართულზე მაგრამ საკმაოდ მოშორებით იყო.

ის უბრალოდ გოგოა, ერთი ჩვეულებრივი გოგო! უკვე რამდენიმე კვირაა ჩემს თავს ვუმეორებდი. მაგრამ ის ისეთი მებრძოლი და შეუვალია, სიცოცხლე სწყურია და გადარჩენის საოცარი ინსტინქტები აქვს.. ასეთს იშვიათად შევხვედრილვარ, უკვე რამდენი ხანია საინტერესო ურთიერთობა არ მქონია. ქალები უბრალოდ ჩნდებიან ჩემს ცხოვრებაში და მე ვიცი მათ რაუნდათ.

ჩემი გავლენა,ფული და სიმდიდრე.

ელენას კი პირველივე შეხვედრისთანავე მე ვუნდოდი,ხოლო როდესაც ჩემს შესახებ გაიგო ყველაფერს აკეთებდა ჩემგან თავის დასახსნელად და ვიცი ამის ცდას არ მოეშვება.

ის საინტერესოა. არაპროგნოზირებადი და ფეთქებადი.

მისთვის ჩემი ფული ან გავლენა არ არსებობს. უბრალოდ არ აინტერესებს,ის მონადირე არაა. და ეს უკვე გამოარცჩევს მას სხვა მასზე ლამაზ ან გამოცდილი ქალებისგან.

არვარ დარწმუნებული მან ჩემს გამო რა ცხოვრება დატოვა საქართველოში მაგრამ ვეცდები მომავალი უკეთესი იყოს ვიდრე მისი მშობლები შეუქმნიდნენ.


იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now