მალე ერთ ერთ რესტორანში მიმტანად  დავიწყე მუშაობა  და დღეში 20 ლარად სიამოვნებით ვემსახურებოდი სტუმრებს. საარსებო მინიმუმისთვის ამ ეტაპზე სრულიად მყოფნიდა.  სამი კვირა გასულიყო, ინტერესით ვკვდებოდი ისე მაინტერესებდა მამაჩემის სახე ჩემი გაქცევის ამბავს რომ გაიგებდა. თუმცა ახალი ამბები ჩემთან არავის მოჰქონდა. თაიამ ერთი ის მომწერა დამსაჯეს და ტელეფონს და ლეპტოპს მართმევენ, არ მომწერო სანამ მე არ დაგიკავშირდებიო. და მეც მისი უსაფრთხოებისთვისვე გადავწყვიტე ნომერი გადამეგდო. აი ასე სულ ახალი ნომრით, ახალი სამსახურით და ახალი ცხოვრებით ვცხობრობდი ბათუმში.

 დღეს განსაკუთრებულად ხალხმრავლობა იყო რესტორანში და მეც გიჟივით დავრბოდი მაგიდიდან სამზარეულოში და ისევ უკან, სანამ მენეჯერმა თავისთან არ მიხმო და დაჯავშნული კუპის მომსახურეობა არ დამავალა.

 ერთი ამოვიხვნეშე მაგრამ ვიცოდი დაღლის ან წუწუნის უფლება არ მქონდა ამიტომ წინსაფარი გავისწორე, ხელში მენიუ მოვიმარჯვე და ყალბი ღიმილით გავემართე კუპისკენ.  კარი შევაღე და შევედი, მაგიდასთან ორი ახმახი კაცი დამხვდა, ორივემ ინტერესით ამათვალიერა. მენიუ დავუტოვე და უკან გამოტრიალებას ვაპირებდი ერთი ფორთოხლის წვენი და ერთი ჭიქა ვისკი შემიკვეთეს. სასმელები  პოდნოსზე დავახვავე, უკან შევბრუნდი და ადგილზე გავქვავდი როცა მაგიდასთან მხოლოდ ერთი კაცი დავინახე.

 სკამზე მშვიდად და თავდაჯერებულად იჯდა. გრძელი ფეხები განზე ელაგა, ხელები  გადაჯვარედინებული ქონდა, სახეზე კი პატარა ღიმილი აკვროდა.

ეს გაბრიელი იყო.

 შიშისგან  ხელიდან პოდნოსი დამივარდა. ჭიქების მსხვრევის ხმაში ჩემი კივილი აიხლართა და საზარლად გაიწელა. შემობრუნება ვცადე,  თუმცა უკან ის ორი ახმახი კაცი დამხვდა. კარი ცხვირწინ დამიკეტეს.

 უძრავად ვიდექი სახით კარისკენ და ვკანკალებდი.

"ვინმეს ხომ მაინც უნდა გაეგო ჩემი ყვირილის ხმა, ნეტავ პოლიცია გამოიძახონ."  მხოლოდ ეს ფიქრები მიტრიალებდა ჩახვეული კადრივით.

-ფორთოხლის წვენი შენთვის შევუკვეთე. დასანანია რომ გატეხე. -მომესმა ცივი ბოხი ხმა.

ამას მოჰყვა მისი ფეხის მძიმე ნაბიჯები, რომლებიც მიახლოვდებოდნენ და ჩემი გულის გახშირებული ფეთქვა. წნევა ყურებში მომაწვა, მეგონა ბარაბნები გამისკდებოდა, მგონი სუნთქვაც კი შევაჩერე სანამ მისმა ხელმა არ შემატრიალა და ყავისფერ ცივ თვალებში  უკვე გონებაც დავკარგე.

იღბალი, სიყვარული და სხვა.Where stories live. Discover now