17

88 14 3
                                    

დილით ადრე გამეღვიძა,ალბათ თავის ტკივილის გამო,არაფერი არ მახსოვდა,მხოლოდ ის მახსოვდა რომ  თეჰიონთან ერთად ვიყავი.
ავდექი,ამდენი წოლისგან უკვე წელი მტკიოდა. მოვწესრიგდი,მაკიაჟი გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი.
-უკაცრავად ქალბატონო რას მიირთმევთ?
-ფრანგულ ტოსტს შევჭამ!ვუთხარი მოსამსახურეს.
-უკაცრავად ჯონგუკი სად არის?ვკითხე სამზარეულოში მიმავალ ქალს.
-ჯონგუკი და სია 1 საათის წინ გავიდნენ!
-აჰამ!კარგით!მადლობა.
დივანზე ჩამოვჯექი და სოციალური ქსელების შემოწმება დავიწყე.
-ქალბატონო!მზადაა საჭმელი.
თქვა მოსამსახურემ და თეფში მაგიდაზე დადო,რამდენიმე სალფეთქიც მიაყოლა და სამზარეულოში გაბრუნდა.
-ქალბატონო!სულ დამავიწყდა!ჯონგუკმა ეს წერილი დაგიტოვათ!
-რა წერია?ვკითხე და ტოსტი ჩავკბიჩე.
-არ ვიცი!მითხრა რომ მარტო თქვენ წაგეკითხათ
-კარგი!მადლობა!ვუთხარი და წერილი გავხსენი
,,ლიზ!მე და სია კომპანიის შეხვედრაზე ვართ წასულები,რამე სხვა არ იფიქრო.სახლში 8 საათზე დავბრუნდები,თეჰიონთან წასვლა არც კი გაიფიქრო.
                         ჯონგუკი "
-ერთი ამას დამიხედეთ!წამებში გადამიწყვიტა რა უნდა ვქნა!ჩამეცინა.
ჭამას რომ მოვრჩი,ჩემს ოთახში ავედი.უცებ ტელეფონში შეტყობინების ხმა გაისმა.დავხედე და თეჰიონისგან იყო.
თეჰი❤️
"ლიზა,დღეს გცალია?"
"კი თეჰიონ მცალია,რა მოხდა?"
"კინოში წავიდეთ?დავიღალე სახლში ჯდომით"
"კი!წავიდეთ მე პრობლემა არ მაქვს"
"კარგი მაშინ ნახევარ საათში გამოგივლი🩷"
"გელოდები🩷"
ტელეფონი დავდევი და მზადება დავიწყე.გამოვაღე დროებით ჩემი გარდერობი და რაიმე ლამაზი კაბის ძებნა დავიწყე.ბევრი ძებნის შემდეგ როგორც იქნა ვიპოვე,წითელი მომდგარი კაბა.ჩავიცვი და სარკის წინ დავდექი "მემგონი ცუდი არაა".კაბას ძალიან მოუხდა შავი მაღალყელიანი ბათინკი და თეთრი ბეწვის მოსასხამი.თმა გავიშალე, მაკიაჟი თავიდან გავიკეთე ვარდის არომატის სუნამო გავისხი და ქვემოთ ჩავედი.
-უკაცრავად!ჯონგუკს გადაეცით რომ გასული ვიქნები!და გვიანობამდე ვერ მოვალ!
-კარგით!მითხრა და გამიღიმა.
ზუსტად ნახევარ საათში თეჰიონი ჩემთან იყო.
-ძალიან ლამაზი ხარ!
-შენც!ვუთხარი მას
-ეს ჩემგან!მითხრა და თეთრი ვარდები გამომიწოდა.
-ღმერთო თეჰიონ!ეს ძალიან ძვირი იქნებოდა!
-მნიშვნელობა არ აქვს!მთავარია შენ მოგეწონოს!
-რა საყვარელი ხარ!
-ლარნაკში ჩავდებ და დავბრუნდები!
-კარგი მე მანქანაში დაგელოდები!მითხრა და მანქანისკენ წავიდა.
ვარდებს პატარა ქაღალდი ედო ზემოდან,სადაც ეწერა ,,თეჰიონისგან❤️"გამეღიმა.ყვავილები ლარნაკში მოვათავსე და გარეთ გავედი.
-დავბრუნდი!ვუთხარი და დავჯექი.დაჯდომის დროს კაბა ზემოთ აიწია ცოტაც და საცვალი გამომიჩნდებოდა.ქვემოთ ვწევდი მაგრამ ამაოდ,მაინც ზემოთ იწეოდა.თეჰიონმა როცა შეამჩნია, თავისი კოსტუმი გამომიწოდა.
-აიღე!ჩაიცინა.
-მადლობა!ვუთხარი და ფეხებზე დავიფარე.
15 წუთში კინოში ვიყავით.თეჰიონი ბილეთებს ყიდულობდა მე კი უკან ვედექი და იქით-აქეთ ვიყურებოდი.
-ორი ბილეთი თუ შეიძლება!
-რომელი ჟანრის ფილმი?
-ლიზ!რომელი ჟანრის ფილმი გინდა?
-ამმ..არ ვიცი რომელიც შენ გინდა!
-რატომ ხარ დაბნეული?
-ააარა!მიდი იყიდე.
თეჰიონი როცა ყიდვას მორჩა მე მომიბრუნდა.
-რამე ხომ არ გტკივა?
-არა არაფერია!მოვრჩით?
-მოიცა პოპკორნს ვიყიდი!
-კარგი!ვუთხარი და მას გავყევი.
როდესაც იყიდა,ერთი მე მომცა ერთი კი თვითონ დაიტოვა.
-აქ დაჯექი!მითხრა და გვერდითა სკამზე დაჯდა.
-რატომ არ ჯდები?
-ამმ არაფერი!ვთქვი და დავჯექი.კაბა ისევ აიწია.მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია.ვხედავდი თეჰიონი როგორ აკვირდებოდა ხოლმე ჩემს ფეხებს,ეს კი დისკომფორტს მიქმნიდა.
-თეჰიონ!
-ჰმმ!
-შეგიძლია!შენი მოსასხამი მათხოვო?
-არა!მცივა!
მივხვდი რომ ეს ძალით თქვა რადგან გათბობა იყო ჩართული.
მომიწია რომ ჩემი მოსასხამი გამეხადა მაგრამ უარესი, კაბა ძალიან ამოღებული იყო და მკერდი კარგად ჩანდა."არაუშავს!უბრალოდ მეგობარია".
ფილმი 1 საათში დასრულდა ახლა გადავწყვიტეთ რომ პარკში გავსულიყავით.
-მოგეწონა ფილმი?მკითხა მან ისე რომ არც კი შემოუხედია ჩემთვის.
-ჰმ კი ნორმალური იყო?შენ?
-მეც.
პარკშიც მოვედით.მანქანა გააჩერა და გადმოვიდა.
-ცხელა!ვთქვი და მოსაცმელის გახდა დავიწყე.
-არა!არა!გეცვას!მითხრა მან
-კი მაგრამ...
-გაცივდები!ასეთმა ამინდა მოტყუება იცის!არ გაგიგია?
-კარგი!დაგიჯერებ!ვუთხარი და გავუღიმე.
ვსეირნობდით,თან სკამებზეც ჩამოვჯდებოდით ხოლმე.
-ორ წამს ტუალეტში გავალ!
-კარგად ხარ?სულ ოფლიანი ხარ!ვკითხე
-კი მოვალ!
10 წუთი გავიდა მაგრამ თეჰიონი არ ჩანს."რა მოუვიდა?"გავიფიქრე.გადავწყვიტე რომ ტუალეტში წავსულიყავი.
-თეჰ...
ტუალეტიდან კი საშინელი ხმები გამოდიოდა.ვიცანი ეს თეჰიონის ხმა იყო.
-ჯანდაბა!ის..ის. ღმერთო წარმოდგენაც კი არ მინდა.პირზე ხელი ავიფარე და სკამისკენ გავიქეცი.
5 წუთშიც თეჰიონი აქ იყო.
-სად იყავი ამდენ ხანს?შემაშინე.
-წავიდეთ!
-კი მაგრამ ახლახანს არ მოვედით?
-ხვალაც მოგიყვან!
-კარგი!
იმ წამსვე წამოვედით პარკიდან,გზაზე არცერთს არაფერი არ გვითქვამს უბრალოდ წინ ვიყურებოდით.სახლში მალე მივედი.
-ხვალ გნახავ!ეცადე უფრო თბილად ჩაიცვა!
-ღმერთო!ჩემი მოსასხამი!პარკში დამრჩა!
-არაუშავს!მოგიტან!მაქამდე ჩემი ჩაიცვი!მითხრა და თავის პიჯაკი მომცა.
-მადლობა თეჰიონ!ვუთხარი და ჩავეხუტე.სახლში ვიქნები!არ შეწუხდე ხვალ მომეცი ჩემი მოსასხამი!მეც ხვალ დაგიბრუნებ!
-გქონდეს თუ გინდა!თქვა და გამიღიმა.
-არა იყოს!ხვალ მოგცემ!
-კარგი!მე მექნება შენი მოსასხამი არ ინერვიულო!თქვა და გამიღიმა.
-შეხვედრამდე!
-შეხვედრამდე!ვუთხარი და სახლისკენ წავედი.
ზარი დავრეკე კარი კი ჯონგუკმა გამიღო.
-სად იყავი?
ისეთი გაბრაზებული იყო ხმა ძლივს ამოვიღე.
-მე...მე..მეე სია სად არის?
-ლიზა!სად იყავი?
-მე?
-ხო შენ მეტი ვინ?
-აჰ!მე თეჰიონთან ერთად ვიყავი!ვუთხარი და ჩემი ოთახისკენ წავედი მაგრამ ხელი დამიჭირა და ადგილზე დამაბრუნა.
-ხომ გითხარი რომ მასთან არ წასულიყავი?
-შენს ჭკუაზე უნდა ვიარო?
-დიახ!
-გამეცალე!ვთქვი და ოთახისკენ წავედი.
-ან ეს ყვავილები რა არის?ლარნაკი აიღო და ძირს მთელი ძალით დააგდო.ყვავილებს კი ფეხი დააბიჯა.
-სულ გაგიჟდი?რას აკეთებ?მივვარდი და ყვავილების აკრეფვა დავიწყე.
-ისეთი მნიშვნელოვანია რომ ხელებსაც კი ისერ ამათ გამო?
-ჯონგუკ რა გჭირს?ცრემლები წამომივიდა.
-დღეიდან ვერსად ვერ გახვალ!სპეციალურად შენთვის დაცვა დავაყენე რომ გარეთ არ გახვიდე.
-რა?ამას რატომ აკეთებ?
-იმიტომ რომ დილით ადრე გადიხარ და ღამით გვიან მოდიხარ!რატომ?ვისთან ხარ ამდენ ხანს?ან რას აკეთებ?
-და შენ?საერთოდ არ უნდა ჩამოვსულიყავი აქ!დიდი შეცდომა დავუშვი!ყოველთვის სიასთან ხარ,ზედაც კი არ მიყურებ!მე რა უნდა გავაკეთო?
უცებ ხელი აწია მაგრამ შუა გზაზე გააჩერა.
-მიდი!მიდი!დამარტყი!რატომ არ მარტყამ?
-ჯონგუკ რას აკეთებ?გამოვიდა ნახევრად შიშველი სია.
-სულ გაგიჟდი?თქვა მან.
მეტი არაფერი არ მომისმენია მხოლოდ გავიგე სიას ნათქვამი. ,,დაისვენე ქორწილისთვის უნდა მოვემზადოთ"
საწოლზე დავწექი და ტირილი დავიწყე.
-მეტის ღირსიც ვარ!არ უნდა წამოვსულიყავი!იდიოტი!მასთან რა მინდა?მე ვარ დებილი ამას რომ გამოვყევი!
_____________________
საწყალი გოგო!მართლა შემეცოდა😭
ახალი თავი არ ვიცი როდის იქნება🩷
კომენტარები არ დაგენანოთ😆✨️

first love || პირველი სიყვარული (დასრულებული)Where stories live. Discover now