12

109 15 4
                                    

ჯონგუკს არც შევუმჩნევივარ ისე ჩავუარე გვერდით,იმედი მქონდა რომ დამინახავდა და გამარჯობა ან რამეს მეტყოდა მაგრამ ამაოდ.შევედი მაღაზიაში და რამდენიმე თბილი ტანსაცმელი ვიყიდე,შემდეგ კაფეში წავედი ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე .
-ინებეთ!
-მადლობა!ვუთხარი გოგონას და ყავა მოვსვი.
უცებ კარები იღება და იქედან ჯენი და როზე შემოდიან.როდესაც დამინახეს იმწამსვე ჩემსკენ წამოვიდნენ.
-ლიზააა!რამდენი ხანია არ მინახიხარ!ხელები მომხვია როზემ
-მომენატრეთ!ვუთხარი მე.
-ჩვენც მოგვენატრე!რატომ არ მოხვედი ჩვენთან??
-იცით გოგონებო სამსახური ვიშოვე და ამიტომ ცოტა გადამღლელი გრაფიკი მაქვს და ვერ ვასწრებ!
-3 დღეში აგარაკზე მივდივართ და ხომ წამოხვალ?
-რა??
-1 კვირა მანდ ვიქნებით!
-არამგონია შევძლო!სამსახურს ასე ვერ მივატოვებ ჯენი!
-კარგი რაა!გამოხტა როზე
-გავერთობით!მე,შენ,როზე,თეჰიონი,ჯონგუკი და მინა.
-არა შანსი არ არის ვერ წამოვალ!
-დაფიქრდი ლიზი!თქვა როზემ და წამოდგა,ჯენიც ადგა და წავიდნენ.
მეც ავდექი და სახლში წავედი.გზად ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა.გადავწყვიტე რომ არ წავიდოდი,ჯონგუკის და მინას თავი არ მქონდა და თან მალე უნდა წავიდე აქედან ცოტა ფული ხომ უნდა ვიშოვო არა?
-რაზე ფიქრობ ლიზ!გავიგონე ხმა.შევტრიალდი და დავინახე ბატონი
-არაფერზე!ვუთხარი და ფეხის ნაბიჯებს ავუსწრაფე
-რანაირად!რამდენი ხანია გეძახდი და ხმას არ მცემდი!მანაც აუსწრაფა
-ბოდიში!
-რატომ ხარ მოწყენილი?
-იმიტომ რომ არ ვიცი!
-3 დღეში...?
-არა არ მოვდივარ!
-რატომ?
-არ მინდა და მაგიტომ!
-როგორც გინდა!თქვა და წავიდა.
6 საათი იყო,მე დივანზე ვიჯექი და რაღაც იდიოტურ ფილმს ვუყურებდი.
როცა ჩამობნელდა გარეთ გავედი საქანელაზე ჩამოვჯექი და ვარსკვლავების ყურება დავიწყე.
-ლამაზია არა?
-კი ძალიან!ვუთხარი.მაგრამ გამიკვირდა და უკან შევტრიალდი რომ გამეგო თუ ვინ იყო.
-ლიზი!რაღაც გაწუხებს ვგრძნობ იქნებ მომიყვე!
-გრძნობები გატყუებს!არაფერი არ მაწუხებს!
-აბა რა ხდება??
-აქედან მივდივარ და ეგ ხდება ჯონგუკ!
-რ..რა?
-რაც მოისმინე ეგ!ვთქვი და ისევ ვარსკვლავებს ავხედე რატომღაც ცრემლი ჩამომივარდა.არ ვიცი რა ხდება ჩემს თავს!პირველად ვარ შეყვარებული...ყოველთვის მიკვირდა რატომ ტიროდნენ გოგონები როდესაც ბიჭები სხვებთან იყვნენ მაგრამ ახლა ვხვდები რა რთულია!
-ჯონგუკ!
-გისმენ!
-დავუშვათ ვიღაც გიყვარს ის კი სულ სხვასთანაა,ამ შემთხვევაში რა უნდა ქნა?
-და შენ გიყვარს ვინმე?
-ყურადღება არ მომაქციო.ესე ვიცი ხოლმე.
-ლიზა!მითხარი.
-რა უნდა გითხრაა??
-ვინ გიყვარს??
-არავინ!!!
-მაშინ რატომ მკითხე??
-არ ვიცი!შემეშვი.ვთქვი და სახლში შევედი,სახე დავიბანე და საწოლში ჩავწექი,მალე დამეძინა.
დილით:
ავდექი,გადავივლე მაკიაჟი გავიკეთე ჩავიცვი და სამსახურში წავედი.დღეს რაღაც ხასიათზე არ ვიყავი.
-ლიზი!!!ჩამეხუტა ნამრა.
-რატომ ვართ უხასიათოდ??
-არ ვიცი!ვთქვი და ჩანთა საკიდზე დავკიდე,წინსაფარი გავიკეთე,ბლოკნოტი ავიღე და გავედი.
-რას ინებებთ?ვკითხე
-ლიზას!ამოვიხედე დღიურიდან და დავინახე ჯონგუკი.
-რა გინდა?
-შენთან ლაპარაკი მინდა.
-არ მცალია შენთვის!
-აბა ვისთვის გცალია?თეჰიონისთვის რა თქმა უნდა.
-მოკეტავ?
-ლიზი რა გჭირს??რაღაც რიგზე არ არის მითხარი!
-რატომ გითხრა?შენი აზრით გენდობი??ჯერ ეგ არის საკითხავი.ყველა გოგოსთან შენ ხარ საიდან დავრწმუნდე რომ მაგათაც ჩემნაირად არ ექცევი.დავუშვათ ერთმა გოგომ გითხრა რაც აწუხებდა,შენ კი მას გამოიყენებ და პრობლემებს შეუქმნი!ასეთი ხარ!მეტი არაფერი!ვიზუალურად ვითომ მაგარი ხარ!შინაგანად კი ჩემი ფეხები!
-ყოჩაღ!წამოდგა და ტაშის დაკვრა დაიწყო.ყოჩაღ!ტაშს გიკრავ!ყოჩაღ!ნუთუ ასე გძულვარ?შენს თავზე რას იტყვი?ჯერ დაფიქრდი და სხვაზე მერე ილაპარაკე.ხელი აწია,მე შემეშინდა და წავიქეცი.მან ხელი დაწია და გარეთ გაიქცა.
-ლიზა ვინ იყო ის?
-შეიძლება წავიდე?
-წადი მაგრამ თავს გაუფრთხილდი გთხოვ!თქვა ნამჯუნმა.
ჩანთა გადავიკიდე და სახლში წავედი.
-ამ ქვეყანაში ჩემი ფეხი აღარ იქნება!ჯანდაბაშიც წასულხართ ყველა.ჩემოდანი გადმოვიტანე და ტანსაცმელები ჩავყარე.არც წერილი დამიტივებია.დავავლე ჩემს ჩემოდანს ხელი და სახლი დავტოვე.აეროპორტში მივედი,ბილეთი ვიყიდე და თვითმფრინავში ავედი.15 წუთში კი თვითმფრინავი აფრინდა.
-დასრულდა!ყველაფერი დამთავრდა!
_____________
😭😭
Vote✅️
Com✅️🩷🩷🩷🩷

first love || პირველი სიყვარული (დასრულებული)Where stories live. Discover now