😫🫶

206 22 7
                                    

როცა ვიღვიძებ ლუკასის მკლავებში აღარ ვარ.
დიდ საწოლში მარტო ვწევარ.
საათს  დავხედე.
- რვის რაღაც წუთები, აღარ მეძინება.

ქვევით ჩავდივარ.
- ჯერ კიდევ არ მჯერა რომ ლუკასის შეყვარებული ვარ.

სამზარეულოში შევდივარ იქ ლუკასი მხვდება რომელიც ჭურჭელს რეცხავს.

მას უკანს თავჩახრილი ვუდგები და ვეუბნები.
- ლუკას ჭურჭელს შენ რატომ რეცხავ შენ ხომ ბევრი მოსამსახურე გყავს.

ბიჭი ტრიალდება და გოგოს მკლავში ხელს ძლიერად ჰკიდებს.

გოგო ბიჭის სახეს სწრაფად აკვირდება.
- შ- შუნნ?!
- ხო საყვარელო მე ვარ!
- შენ აქ რა გინდა?!
- შენს წასაყვანად მოვედი!
- ა-არა!
-კი!!

                        ***
- არაააააა...
- სანდრა დამშვიდდი კარგად ხარ?
- ჯანდაბა ისევ სიზმარი იყო.
- რახდება?
- არაფერი დაივიწყე.

ლუკას ახლაღა შევხედე ტანზევით არაფერი ეცვა მეც ლუკასის მაისური მეცვა და ჩვენ ლოგინში...
- ლუკას შენი მაიკა რატო მაცვია?! ლოგინში ჩემთან ერთად რატომ წევხარ? ან ეს რა ოთახია!?
- მისმინე, ეს ჩემი ოთახია და ეს ყველაფერი შეყვარებულებში ნორმალურია.
- ჯანდაბა ლუკას! რა ნორმალური?! გუშინ რა მოხდა?!

- უბრალოდ დაგეძინა მერე მე ჩემს ოთახში მოგიყვანე ვერ გაგაღვიძე ამიტომ მე გამოგიცვალე და მერე...მერეეეე...
- ჩემთან ერთად დაწექი და დაიძინე?
- ხო.
რამოდენიმე წამი ხმას არცერთი ვიღებდით სანამ ისევ მე არ დავარღვიე სიჩუმე.
- ლუკას იმ 3 საათიან ფილმს მართლა უყურე?
- კი.
- მოგდწონა?
- რომანტიკოსი რომ იყო შენც მოგეწონებოდა.
- შენ რომანტიკოსის არაფერი გეტყობა.
- ჯერ ეხლა დავიწყეთ პატარავ...
- პატარავ!? სერიოზულად?რა ამაზრზენია.
ვთქვი და თან დავიჭყანე.
- მჰ.
- რომელი საათია?
- ათის ნახევარი.
- ვაიმე სკოლა!
- დღეს შაბათია. ისე ხომ დედაშენს უთხარი და დღესაც ჩემთან დარჩი.
- არა მადლობა არ მინდა კიდევ ერთი მოსაბეზრებელი რომანტიკული ფილმი.
- კარგი ამჯერად შენ აარჩიე.
- მმმ ეგრე მაწყობს, ჩემი ტელეფონი სადა?
   
                        ***

ლამაზმანი სცენაზე (დასრულებული)Where stories live. Discover now