🌙☀️

244 18 3
                                    

ლუკასს მანქანა უნდა დაეძრა როდესაც შევაჩერე.
- მოიცადე!
- რა მოხდა?
- გთხოვ სახლში შევალ და ჩემს ჩანთას გამოვიტან.
- არა.
- ძაან გთხოვვ.
- კარგი ხო...მალე ოღონდ.
- ხო ხო.

მანქანიდან გადავხტი ჩემს ოთახში ავვარდი და ჩანთა ჩამოვარბენინე.
- წავედით.

გზაში ჩემი კურდღელი ჩუსტები გავიხადე და ბოტასები ჩავიცვი რომლებიც ჩანთაში მეწყო.

- ისენი უფრო მომწონდა.
- რო მივალთ მაგას ჩავიცვამ
- მიყვარხარ.
- მე არა.

გზა გრძელი იყო ამიტომ ჩემი დღიური ამოვიღე მაგრამ მე წლიურს ვეძახი რადგან ხშირად არ ვავსებ.

შეიძლება ხშირად არ ვავსებ მაგრამ აქ ჩემი ყველაზე დიდი საიდუმლო წერია რაც არავინ არ იცის...

-მოვედით.
მანქანიდან გადმოვედით და სახლში შევედით.
ჩემი წლიური მაგიდაზე დავდე და ჩანთაც გვერდზე მივუდე.
- ლუკას.
- გისმენ.
- საჭირო ოთახი სადაა?

ლუკასმა საჭირო ოთახი მიმასწავლა და მეც იქ წავედი.

                       ***
სანდრა მთელი გზა რაღაც დღიურს წერდა ძალიან დამაინტერესდა.

როგორც კი სახლში შევედით ის საჭირო ოთახში წავიდა ხოლო დღიური მაგიდაზე დარჩა.
- რატომაც არა ვნახავ რა არი...
მაგრამ მის პირად სივრცეში არ მინდა შევიჭრა... ეგ უკვე მოხდა.

დღიურთან მივედი და ხელში ავიღე.
გადავშალე და სადაც გადაიშალა იმ გვერდის კითხვა დავიწყე.

" გამარჯობა ღმერთო ერთი სათხოვარი მაქვს.. შეყვარებული მინდა..
მაგრამ არა ისეთი ძალიან რომ შემიყვარდეს მისი ფოტოებით რო მქონდეს სავსე გალერია ჩვენს ფოტოებს რომ ვაქვეყნებდე და ვაწერდე " მხოლოდ ჩემი" ან " უსაზღვროდ მიყვარხარ"  ასევე არ ვუღებდე ფოტოს ჩვენს ხელებს არ მეყენოს მისი ფოტო ჩემს ტელეფონის ფონზე,  არ ვკოცნიდეთ ყველგან და არ შემაყვარო ჩემს თავზე  მეტად..."

მის ასეთ ნაწერზე მეღიმებიდა და გაჩერება არ მინდოდა სანამ ხელიდან არ გამომტაცა.

- რა წაიკითხე?!
- ისეთი არაფაერი.
- მაინც რა?
- რომ შეყვარებული გინდა მაგრამ ისეთი შენს თავზე მეტად რომ  გიყვარდეს...
- ჯანდაბა!

სანდრა მდივანზე ჩამოჯდა და ხელები სახეზე აიფარა.
- კარგად ხარ?
- არა არ ვარ!

სანდრამ ბრაზით და ცრემლით სავსე თვალებით შემომხედა.
- რატომ ტირი?
სანდრა ჩავეხუტე.
- გამიშვი..სახლში მინდა..
- რა მოხდა? არ უნდა მენახა?
-  არაფერია უბრალოდ სახლში წამიყვანე..
- გთხოვ მითხარი..
- ჩემს მიმართ ასეთი თბილი რატომ ხარ? ასე კარგად რატომ მექცევი? რატომ გინდა რომ შენი შეყვარებული ვიყო?..
- იცი...შენ ერთ გოგოს მახსენებ რომელიც ძალიან მიყვარდა მაგრამ ის ახლა აღარაა
- მოიცადე ანუ მხოლოდ იმიტომ გინდა შენი შეყვარებული ვიყო რომ შენს მკვდარ შეყვარებულს ვგავარ შენ კი ჯერაც ვერ გადაგიტანია მისი სიკვდილი და მე მიყენებ რომ დაივიწყო?
-...
                    ***
- იცი გენდობოდი, მომწონდა შენს გვერდით ყოფნა მაგრამ ახლა როდესაც პირად სივრცეში მეჭრები ჩემს დღიურებს კითხულობ, სახლში მოგყავარ, ტანსაცმელს მიცვლი, ვარდებს მჩუქნი, სახლიდან მომათრევ ეს უკვე ზედმეტია და რაც შენ გააკეთე ეს ძაან ზედმეტი  იყო ჩემს დღიურს არ უნდა შეხებოდი... ახლა ეს რაც შენ წაიკითხე ყველაზე უმნიშვნელოა მაგრამ შეიძლებოდა ის წაგეკითხა რაც მართლა არავინ უნდა იცოდეს და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იცი როგორ შემეშინდა რომ იმას წაიკითხავდი და მერე გაავრცელებდი? ახლა ვხვდები რომ არავის ნდობა არ შეიძლება შენი ჩათვლით...

ყველა სიტვა სწრაფად მივაყარე და იქიდან წამოვედი.
ტაქსი იქვე დავიჭირე.

-  "***" წამიყვანეთ.
- არ გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე სანდრა?
- რა? ვი...
სანდრას პირზე ნაჭერი ააფარეს და დააძინეს.

                      ***
- ჯანდაბა ეს არ უნდა მექნა.. ახხ სანდრა მაინც ჩემს გაგდი...ადრიან!
- გისმენთ.
- დასალევი მალე.
- ახლავე.

                      ***
მომხდარის მერე 1 კვირა გავიდა სანდრა აღარ ჩანს არც სკოლაში, არც სახლში, სამუშაოზე, გარეთ..
ტელეფონის ზარებსაც არ პასუხობს არავისგან ის გაქრა ვეღარაფრით ვუკავშირდები ყველაფერი ვცადე...

დროა ჩემი ჰაკერებით მოვძებნო ის...

______________

პატარა თავი გამოვიდა ბოლოში ინტრიგა მინდოდა და მიტოო.

დაავოიტეთ🖤🫶

ლამაზმანი სცენაზე (დასრულებული)Where stories live. Discover now