🎸🎵🎤

477 22 9
                                    

მე სანდრა ვარ სიმღერით გატაცებული გოგონა რომელსაც ოცნებები აქვს. მამამ მიგვატოვა ამის გამო დედამ დალევა და ნარკოტიკების მიღება დაიწყო მგონი სიმსივნეც აქვს მაგრამ არ მეუბნება რომ არ ვინერვიულო, მუდმივად სისხლს ახველებს და ცუდათაა ამისდამიუხედავად დალევას მაინც არ წყვეტს...
ბევრჯერ მითქვამს რომ საკმარისია უნდა შეწყვიტოს და ცოტა დამეხმაროს რაც დანაზოგი ფული გვქონდა ის თითქმის დავხარჯეთ ძალიან მცირედი დაგვრჩა, მე ჯერ 15 წლის ვარ, მინდა ვიმუშაო მაგრამ ჩემი ასაკის გამო ყველა უარს მეუბნება დღეს კი კედელზე გაკრული განცხადება ვნახე კლუბში მომღერალი სჭირდებათ მე კი სიმღერა გამომდის ვფიქრობ უნდა ვცადო, არ
ვიცი რამდენად კარგი გადაწყვეტილება იქნება მაგრამ ფული ძალინ მჭირდება წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილით მოვკვდებით.

***
განცხადება კედლიდან ჩამოვხიე და სახლისკენ გავიქეცი მალევე მივედი გიჟივით შევარდი და ცალკე ოთახში განმარტოვდი ბედნიერი ვიყავი იქვე მითითებული ნომერი ავკრიფე და დავრეკე.

- გისმენთ.
- გამარჯობათ, განცხადება ვნახე კლუბში მოღერალი კიდევ გჭირდებათ?
- რათქმაუნდა, დღეს შეხვედრაზე მობრძანდით და შევთანხმნდეთ.
- კარგით რომელ საათზე?
- 9ზე.
- ღამის 9ზე?
- დიახ.

საათს გავხედე უკვე 7 იყო.

- კარით 9ზე მანდ ვიქნები ნახვამდის.
- ნახვამდის.

ტელეფონი გავთიშე ცოტა გამიკვირდა მეგონა ხვალ დილით დამიბარებდნენ.
ღამის 9 საათზე რატო დამიბარეს?
უცნაურია.

მზადება დავიწყე 8ის ნახევრისთვის მზად ვიყავი.

მოტკეცილი ტოპი მაიკა და ჯინსი ჩავიცვი.

მოკლედ ავტობუსით წავედი. სხვათაშორის ეს კლუბი ჩემს სახლთან ახლოსა. უკვე შიგნით უნდა შევსულიყავი როდესაც დაცვამ გამაჩერა.

- რამდენი წლის ხართ გოგონა?
- 18. მოვიტყუე.
- დამადასტურებელი საბუთი მანახე.
- არ მაქვს სახლში დამრჩა. ისევ მოვიტყუე.
- მაშინ ვერ შეხვალთ.
- შიგნით მეგობარი მელოდება. და ისევ ტყუილი.
ტყუილს ვერ ვიტან.
- დაურეკეთ.
და აი ტყუილმა სადამდე მიმიყვანა მე ხომ არავინ მელოდება იქ და არც მეგობარი მყავს...

ლამაზმანი სცენაზე (დასრულებული)Where stories live. Discover now