7

298 27 15
                                    

სუბინი საათნახევარში მოვიდა. ავტო სტოპზე იმ ერთ მანქანას მიუყენა უკან, რომელშიც თეჰიონი და ჯონგუკი იჯდნენ.
ჯონგუკს თავი თეჰიონის მხარზე დაედო და მშვიდად ფშვინავდა, ხოლო თეჰიონი ტელეფონში ნამჯუნს სწერდა. ფანჯარასთან სხეულის მოახლოების შემდეგ, თავი ტელეფონიდან ამოყო და ჯონგუკის გაღვიძებას უთბილესი ხერხებით შეეცადა და გამოუვიდა კიდევაც.

-შენ ალბათ სუბინი ხარ, ხომ?

-კი, მაგრამ მე ვერ გცნობ, მაგრამ თან გცნობ.

-მე კიმ თეჰიონი ვარ, ჯონგუკის მეწყვილე. სასიამოვნოა- თქვა და ხელი გაუწოდა გაკვირვებულ ალფას.

-მოიცადე.- ხელი ნახევარ გზაზე აიღო და გადაიჯვარედინა.- ჯონგუკ როგორც ვიცი ჯერ 17 წლის ხარ, ეს მანიაკი გაშინებს?-თქვა სუბინმა და წარბების შეკვრის შემდეგ წელში გასწორდა.

-სუფთა სისხლია ჩოი.

-ხო, თან ომეგებზე ძალას არ ვიყენებ. მათ პატივს ვცემ.

-ეს გამომართვი- თქვა და ხელში საწვავის სამ ლიტრიანი ბოთლა მიაწოდა.

-ნამჯუნის ძმაა. -თქვა ჯონგუკმა

-ჩვენი ჯუნის?

-ხო.

-ანუ უფრო თბილად უნდა მოვექცე.

-თავს უხერხულად ვგრძნობ.- თქვა თეჰიონმა თავისთვის,მაგრამ აშკარად ყველამ გაიგო.

-მოდით ნამჯუნთან სახლში წავიდეთ. მე იუნჯუნს წამოვიყვან და იუნგისაც მივწერ რომ ჯიმინი წამოიყვანოს და სუყველამ გავიცნოთ ერთმანეთი. რას იტყვი?

-კარგი აზრია. ჩვენ სნექებს ვიყიდით.

|_

უკვე სახლში იყვნენ და სუბინს და იონჯუნს ელოდებოდნენ.

-კარზე ზარია.-თქვა ჯინმა და გასაღებად წავიდა.

-გამარჯობა.

-როგორც იქნა მოხვედით.

-ბოდიშით.- თქვეს ერთდროულად.

-შემოდით.

თქვა ჯინმა და ჯერ დაქორწინებული წყვილი შეუშვა და შემდეგ თვითონ შევიდა.

Coward OmegaWhere stories live. Discover now