1

273 20 5
                                    

-დედა ხომ გითხარი რომ მალე დავბრუნდები?ვუთხარი აღელვებულ დედაჩემს
-კი,ლიზა მაგრამ მე ხომ დედა ვარ?როგორ არ ვიღელვო?
-მესმის შენი,მაგრამ გთხოვ ნუ ინერვიულებ,უკვე 24 წლის ვარ და შემიძლია რომ ჩემს თავს მივხედო.
-კარგი,კარგი მიდი წადი არ დაგაგვიანდეს!მითხრა და ჩამეხუტა.მეც მოვხვიე ხელები და თავზე ვაკოცე.
-ყოველდღე დაგირეკავ!ვუთხარი და სახლიდან გავედი,ტაქსი გამოვიძახე,ცოტა ხანს ველოდე შემდეგ კი აეროპორტისკენ წავედი.
-აჰჰ დავიღალე!ვთქვი და საათს დავხედე.
-ღმერთო ჩემო!უკვე 2 საათია აქ ვზივარ.ვთქვი და გავხედე ხალხს რომლებიც ჩემსავით დაღლილები და დაღონებულები იჯდნენ სკამებზე.
კიდევ ნახევარი საათი ვიჯექი ასე და როგორც იქნა მოვიდა ჩემი აფრენის ჯერიც.თვითმფრინავში ავედი,სამგზავრო ბალიში მოვირგე და ყურსასმენები გავიკეთე.მუსიკების მოსმენაში ჩამძინებია...
-აჰ,რომელი საათია?თვალები მოვისრისე და საათს დავხედე.უკვე 2 საათი იყო რაც ავფრინდით.1 საათი კიდევ დავიძინე და შემდეგ კი ჩავედი სამხერთ კორეაში.თვითმფრინავი დაეშვა,ხალხი ირეოდა და მეც ძლივს ჩავედი თვითმფრინავიდან.
გადმოვედი და კორეის ჰაერი ჩავყლაპე.
-ძალიან ლამაზია აქაურობა გავიფიქრე და ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან.
-ახლა სახლის პოვნის დროა!ვთქვი და ტაქსი გამოვიძახე,ტაქსიც მალევე მოვიდა,ის ქუჩა ვანახე სადაც ჩემი სახლი მდებარეობდა და თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა.
-კორეული იცით?როგორც ჩანს აქ ჩამოსული ხართ!მითხრა ინგლისურად მეც შესაბამისად ინგლისურად ვუპასუხე.
-არა ლაპარაკი არ ჩემიძლია მაგრამ მესმის რასაც ამბობენ.დიახ ჩამოსულო ვარ.
-ძალიან კარგი მითხრა და მანქანა გააჩერა.
-მოვედით!ვუთხარი მე და ფულიც გავუწოდე.
-არა არა ვერ გამოგართმევთ!მითხრა და გამიღიმა
-კი მაგრამ....
-არა ქალბატონო გქონდეთ!
-გმადლობთ!ვუთხარი და სახლის კარი გავაღე.სახლი პატარა მაგრამ ჩემთვის ძალიან კოფორტული იყო.ჩემოდანს ხელი დავავლე და ჩემს ოთახში შევიტანე.ძალიან მშიოდა ამიტომ გზად ნაყიდი ფუნთუშები მივირთვი,შემდეგ სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე.ახლა კი ტანსაცმელებს კარადაში ვალაგებ.
-ეს კაბა რატომ წამოვიღე?ძალიან მოკლეა!ვთქვი და ჩემოდანში ჩავაგდე.30 წუთში ყველაფერი დავალაგე და დივანზე ჩამოვჯექი.
-ნეტავ მუშაობა სად დავიწყო?რამე მაღალანაზღაურებადი სამსახური მინდა მქონდეს!ვთქვი და თვალები მოვისრისე.ასე ვფიქრობდი,მაგრამ შემდეგ მომბეზრდა ფიქრი და პროდუქტების საყიდლად გავედი.ჩემს სახლთან დიდი პროდუქტების მაღაზია იყო ამიტომ იქ გადავწყვიტე რომ წავსულიყავი თან ცოტას გავისეირნებდი.შევედი მაღაზიაში ძალიან გრილოდა და ცოტა მესიამოვნა კიდეც ახლა ივლისია ძალიან ცხელა აქ.მალევე ვიყიდე პროდუქტები და გასეირნება გადავწყვიტე.
-აჰჰ!რა ლამაზია აქაურობა!ვთქვი ირგვლივ მიმოვიხედე."არა სამსახური უნდა ვიშოვო თორემ დამერხევა,სახლის ქირა პროდუქტები და უამრავი რამ"გავიფიქრე და ტელეფონი ამოვიღე ჩანთიდან გადავწყვიტე რომ ცოტა ხანი სოცილაური ქსელები შემემოწმებინა.ძალიან ბევრი მესიჯები,გამოტოვებული ზარები მქონდა ჩემი ოჯახისგან და მეგობრებისგან.ამაზე ჩამეღიმა მაგრამ უეცრად ტელეფონი ხელიდან გამივარდა რადგან ვიღაცას შევეჯახე.
-უკაცრავად,ბოდიშს გიხდით ვუთხარი მე.
-არაუშავს!არაფერია.მითხრა მაღალმა შავთმიანმა ბიჭმა.
-ალბათ ჩამოსული ხარ ხომ?მითხრა და ჩემი გამტყდარ ტელეფონს დახედა.
-კი,კი ჩამოსული ვარ.
-ჩემი ბრალია,ახალ ტელეფონს გიყიდი.მიბრძანდი და მიყიდე უნდა მეთქვა მაგრა რატომღაც...
-არაუშავს!არ არის საჭირო.
-კი მაგრამ
-არა არ არის საჭირო!
-კარგი!მითხრა მან.შენი სახელი?
-ლიზა ან ლიზი.როგორც გინდა ისე დამიძახე.შენ რა გქვია?
-მე იუნგი ვარ!მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-სასიამოვნოა!ვუთხარი მე და თბილლად გავუღიმე.მანაც გამიღიმა
-გინდა გავისეირნოთ?მითხრა მან
-კი კი გავისეირნოთ ვუთხარი მე და ჩემი საწყალი ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე.
-რამდენი ხანია რაც აქ ხარ?მკითხა იუნგიმ
-დღეს ჩამოვფრინდი
-და საიდან ხარ?
-მე..მე საქართველოდან ვარ!იცი ამ ქვვეყნის შესახებ?ვკითხე და გაღიმებულმა გავხედე.
-კი,მსმენია!
-კარგია!ვუთხარი მე და თმა გადავიწიე.
-სამსახური გაქვს?
-არა ჯერ არ მაქვს!ვუთხარი მე
-მე ვმუშაობ ერთ კომპანიაში და იქ მდივანი სჭირდებთ და...იმუშავებ?
-ამმ!
-ხელფასიც მაღალი არის!უბრალოდ უცხო ენები გესაჭიროება.
-მე ვიცი რამდენიმე უცხო ენა.მაგალითან:ინგლისური,იაპონური და ფრანგული
-ძალიან კარგია მაგრამ კორეულიც უნდა იცოდე!
-კორეული მესმის მაგრამ კარგად ლაპარაკი არ შემიძლია!ვთქვი და თავი დავხარე.
-კარგი მაგას არაუშავს!შენი ნომერი მითხარი და ამსაღამოს დაგირეკავ!
-კი მაგრამ ტელეფონი...
-უი ეგ სულ დამავიწყდა!კარგი მაშინ ამსაღამოს 7 საათზე აქ შევხვდეთ.კარგი?
-არა არა ტელეფონს შევაკეთებ!უბრალოდ ეკრანი აქვს გაფუჭებული ამას არაუშავს გამოვცვლი!აი აიღე ჩემი ნომერი!ვუთხარი მე და ჩემი ნომერი მივეცი.
-კარგი ლიზა!ჩემს ზარს ელოდე!და მითხარი რას გადაწყვეტ კარგი?
-კი, კი აუცილებლად იუნგი!ვუთხარი და ხელი დავუქნიე.
როდესაც ტელეფონს ეკრანი გამოვუცვალე იმწამსვე სახლისკენ გავიქეცი.სახლში გახარებული შევვარდი და სიხარულისგან ვკიოდი.
გამოვიცვალე,და ფილმების ყურებას შევუდექი რა დროსაც ზარის ხმა გაისმა.
______________
ესეც ასე!იმედია მოგეწონებათ მთელი გულით ვწერ და გთხოვთ რომ წაიკითხოთ🫶🏻🤍
Vote✅️
Com✅️

first love || პირველი სიყვარული (დასრულებული)Where stories live. Discover now