part 10

115 13 23
                                    


1 თვის შემდეგ:

ფელიქსმა ჰიუნჯინი სახლში გადაიყვანა. ახლა კი ჰიუნჯინს მსოფლიოში საუკეთესო ექიმები უვლიან.

თითქმის მოურჩინეს კიდევაც გულის დაავადება.

-ჰიუნჯინ როგორ ხარ? - ღიმილით შევიდა ფელიქსი ჰიუნჯინის ოთახში.

-კარგად, მადლობა - ღიმილით უპასუხა ჰიუნჯინმა.

-დედას და მამას ველაპარაკე. იქედან პირდაპირ სხვა ქვეყანაში მიდიან მთელი 2 თვით. - უთხრა ლიქსმა.

-კიდევ? მარტო 1 თვით არ მიდიოდნენ? - გაუკვირდა ჰიუნჯინს.

-ხო მარა ასეა საჭირო. ჩვენთვის უკეთესი - ეშმაკურად ჩაიცინა ფელიქსმა.

-გამეცალე აქედან. გარყვნილი ეს - გაეცინა ჰიუნჯინს. ფელიქსსაც გაეცინა.

-წვნიანი მოგიტანე - უთხრა ფელიქსმა და ჰიუნჯინს წვნიანის თეფში მოიმარჯვა ხელში.

-მომეცი ვჭამო - თქვა და ხელი გაიწვდინა თეფშზე.

-მე გაჭმევ - უთხრა ფელიქსმა.

-ოოო პატარა ბავშვი ხოარ ვარ. მეთვითონაც შემიძლია. - გაჯიუტდა ჰიუნჯინი.

-გითხარი მე გაჭმევთქო - უთხრა მკაცრი ტონით ფელიქსმა. ჰიუნჯინი გაჩუმდა.

-კარგი, მაპატიე. არ მინდოდა ასე მკაცრად. და კიდევ, ჩემი ნუ გეშინია ხომ იცი რომ არაფერს დაგიშავებ - უთხრა ფელიქსმა და ჰიუნჯინს ლოყაზე მოეფერა.

-არ მეშინია... - ამოიბუტბუტა ჰიუნჯინმა.

-ხო აბა რა... აბა გააღე პირი - უთხრა ფელიქსმა და კოვზი ჰიუნჯინს პირთან მიუტანა.

ფელიქსმა ბოლომდე დაამთავრებინა წვნიანი იმის მიუხედავად რომ ჰიუნჯინი უარზე იყო. მაგის გამო ორი კოვზი ზედ გადაასხა.

ახლა კი იმაზე დაობენ ფელიქსთან ერთ ოთახში გამოიცვალოს მაისური თუ აბაზანაში მარტომ.

-აუუუუუ აქ გამოიცვალე ხოარ შეგჭამ - ამოიწუწუნა ფელიქსმა.

-არ გამიკვირდება რომ შემჭამო. გამიშვი ახლა - ცდილობდა ფელიქსისგან თავი დაეღწია რაც არ გამოსდიოდა. მაისურზე იყო ჩაბღაუჭებული.

-გთხოვვვვ - საწყალი თვალებით შეხედა ფელიქსმა.

-ფელიქსსს ეგ ჩემთან არ ჭრის. გამიშვითქო - ცდილობდა რომ ფელიქსის ხელი რამენაირად თავისი მაისურიდან მოეშორებინა.

ფელიქსმა ხელი მკლავში ჩაავლო და საწოლზე დააგდო. თვითონ კი ზემოდან მოექცა.

-აუუუ ფელიქსსს გეყოფაა - ამოიწუწუნა ჰიუნჯინმა.

-მოისვენე ორი წუთი. ნუ ხვანცალებ.

-გამიშვიიიი.

ფელიქსმა არაფერი უთხრა ისე დაეწაფა ჰიუნჯინის ტუჩებს. ჰიუნჯინი გაშეშდა. არ ელოდებოდა.

ფელიქსმა ტუჩზე მწარედ უკბინა. რის გამოც ჰიუნჯინმა ოდნავ წამოიკვნესა და ფელიქსმაც მაშინვე ენა შეუცურა.

მალევე მოშორდა რადგან ჰიუნჯინი არ ჰყვებოდა.

-რა გჭირს? - ჰკითხა ფელიქსმა.

-... - არაფერი უპასუხა ჰიუნჯინმა. მხოლოდ თვალებში აშტერდებოდა.

-ვაიმეე ჰიუნჯინ მასე ნუ მიყურებ - გულზე ხელი დაიდო ფელიქსმა.

-რატო? - ვერ მიხვდა ჰიუნჯინი.

-ზედმეტად საყვარელი ხარ - უთხრა ფელიქსმა.

ჰიუნჯინს არაფერი უპასუხია. დრო იხელთა, ფეხზე წამოდგა და აბაზანაში შევარდა.

-ოხხხ ეს... ჯიუტი, მაგრამ საყვარელი პრინცესა. აუუუუუუ ასე ძალიან ჯერ ადამიანი არ მყვარებია - თქვა ფელიქსმა და თავი ბალიშში ჩარგო შეყვარებული გოგო თინეიჯერივით.

მალევე ჰიუნჯინიც გამოვიდა ახალი მაისურით აბაზანიდან.

-ჰიუნჯინ არ გინდა ფილმს ვუყუროთ? - შესთავაზა ფელიქსმა.

-კარგი. ჩავალ ქვემოთ პოპკორნს ამოვიტან. - უთხრა ჰიუნჯინმა და ოთახიდან გავიდა.

მესამე სართულზე ჩავიდა. პოპკორნი უნდა აეღო როცა წელზე ვიღაცის ხელები იგრძნო...

___________________________

Davbrundi xalxo💋💋

Ravi es fikiii ukve dasasruls uaxlovdeba. MUZA trakshia da mito😃💋

407 SITYVA🔪

☆hyunlix☆ Where stories live. Discover now