-ხო და, ხვალ პაემანზე მომყვები. ვერ შემეწინააღმდეგენი.
სად გირჩევნია? სანაპირო, რესტორანი თუ კაფე?

-უბრალოდ ქუჩაში გავისეირნოთ.

-ამ ბალმებიდან, ერთს მე მაჩუქებ. ალუბლის ყველაფერი მიყვარს.

-ამდენი საჭირო მართლა არ არის.

-შეგიძლია შენს მეგობრებს გაუყო.

-ჯინი და ჯიმინი არ ხმარობენ.

-მაშინ უცნობებს აჩუქე.

-არა! ჩემმა ალფამ მიყიდა!

-შეგჭამ. შენმა "ჩემმა ალფამ" მუცელში პეპლები გამიჩინა.
ძალიან საყვარელი ხარ, პატარავ.

-კანიბალი ხარ?
ჯერ ერთმანეთი კარგად გავიცნოთ. პატარები და რამეები მერე.

ჯანდაბა ძალაინ საყვარელია. მითუმეტეს, რომ ჩემზე სამი თავით პატარაა, საშინელი გამბედაობა აქვს. ამის სიყავრულში დავიხრჩობი.

ფიქრობდა ალფა თავისთვის.

ბევრი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ჯონგუკმა მაინც თავისი გაიტანა და თავი ჰიონებთან დაატოვებინა.

თეჰიონს სურდა, რომ თავის სახლში წაეყვანა და უფრო კარგად გაეცნო, მაგრამ იმასაც დაუფიქრდა, რომ ისიც დომინანტი ალფა იყო და ომეგას ორგანიზმში ბლოკარდოლებს დოზას ვადა გასდიოდა, იგი თავს ვერ შეიკავებდა, ამიტომ ომეგას სოკჯინთან დატოვება ამჯობინა.
ყოველი შემთხვევისთვის, საკუთარი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა.

-იცოდე, რამე თუ მოხდება იმწამსვე დამირეკე.

-არაფერი მოხდება. გარდა ამისა თუ მოხდება ჯინ-ჰიონი მომხედავს.

-არ იცელქო.

ალფამ, ჯონს თვალი ჩაუკრა და სმირქი აიკრა.

-გარყვნილი ხარ. მსგავს რამეს არასდროს ვიზავ.

-კარგი, აბა შენ იცი. ხვალ, საღამოს ექვსი საათისთვის მოემზადე, სადღაც მინდა წაგიყვანო.

-თუ პაემანს გულისხმობ, გვიან უკეთესი იქნება. აკვა პარკის ქუჩაზე, ღამით განათებები ლამაზად ანთია ხოლმე.

Coward OmegaWhere stories live. Discover now