your smell just like vanilla

76 10 2
                                    

- ღმერთო, მაგიჟებს.. - კვალვ დაუფრთხეს ძილი ფიქრებმა შავგვრემანს.

დღე არ გავიდოდა მასზე ფიქრით რომ არ დაეძინა. მუზა მოვიდოდა, ღამის ორ საათზე კი ჯონის ოთახში შუქი კვლავ ენთო. მისი ოთახის მეზობელი ზედმეტად შეწუხებული იყო შავგრემანის მსგავსი საქციელების შემხედვარე.

ჯონგუკის ოთახში კვალვ იდგა ვანილის მძაფრი სურნელი. თავბრუს დამხვევი, თავის ამატკიებელი მაგრამ ჯონისთვის საშინლად სასიამოვნო. 

ყოველ საღამოთი ის ვანილის სურნელს საწოლზე მიაპკურებდა, ძილის წინ მას არ ასვენებდა ვანილის სურენლიან ბიჭზე გარყვნილი ფიქრები.

დაიღალა, მართლა დაიღალა მისი ძებნით. იმის მიუხედავად როცა ხვდებოდა რომ ის მხოლოდ მისი ფანტაზიის და წარმოსახვის ერთ ერთი ნაწილი იყო. 

Flash back

- შეიგნე, რომ ის არ არსებობს! ის შენი წარმოსახვაა შენ კი მისით შეპყრობილი ხარ! - გოგონამ კვლავ წამოიწყო ჩხუბი სამსახურიდან დაბრუნებისთანავე. 

- გთხოვ, აზა! არ ქნა ეს, ნუ იძახი რაღაც სისულელეებს რა !

- შენ ფსიქოპატი ხარ, ჯონგუკ..
დღეს დალიე? - იმედ გაცრუებულმა გოგონამ ცრემლი მოიწმინდა.

- ბიჭები იყვნენ მოსული, და ფეხბურთის მატჩიც ახალი დაწყებული იყო.. მათთვის უარის თქმა სირცხვილი იქნებოდა აზა.

- ჯონგუკ, ხომ გააფრთხილეს არა? ვერ ხვდები რა ჯანდაბას გამართებს სასმელი?! - ხელში ლარნაკი აიღო და ბიჭის მიმართულებით ისროლა.

- გაგიჟდი?! რომ მომხვედროდა სად ჯანდაბაში მიდიოდი?

- გთხოვ.. წადი აქედან ჯეონ. წადი!

- დამშვიდდი, აზა. ადი ოთახში..

- მოკვდი, ჯონგუკ! მოკვდი..!

- ვანილის სურნელიანი ბიჭი.. - და იქვე მდივანზე ჩამოეძინა.

გადაღლილმა აზამ მძიმე სხეული მხარზე დაიყრნო და კიბეებზე ავიდა.
სულ ასე იყო, სულ.. და ისიც კარგად იცოდა რომ სულ ასე იქნებოდა.

წლები გადიოდა, მაგრამ მათი ცხოვრება არაფრით არ აპირებდა შეცვლას. ბიჭი კვლავ განაგრძობდა ღამით, აზას უჩუმრად ალკოჰოლის მიღებას. მას კვლავ უნდოდა ენახა ვანილის სურნელიანი ბიჭი.. ძალიან ლამაზი იყო.. ძალიან. ვანილის სურნელიან ბიჭს აღუწერელი სილამაზე ჰქონდა, ჯონი ამით შეპყრობილი იყო.. მხრებამდე ქერა თმები ჰაერში ისე რბილად მოძრაობდნენ შეხებას ნატრობდნენ . ბიჭს სუსტი სხეული ჰქონდა, ძალზედ სუსტი.. გრძელი ფეხების და გამოკვეთილი საჯდომის პატრონი გახლდათ.

ბიჭი ჯონგუკის ყოველ სიზმარში
( ალკოჰოლის მიღების შემდეგ ) ჩნდებოდა და მასთან ხელში ლამაზი, ვარდისფერი ტიტებით მირბოდა, გაუღიმებდა და შემედგ უკუსვლით მწვანე მინდორზე ზურგით გადაეშვებოდა. ულამაზესი ღიმილი ჰქონდა.. ულამაზესი.

როცა, ჯონგუკმა გადაწყვეტილება მიიღო რომ 13 ოქტომბერს აზა უნდა წამოიყვანა სამსახურიდან რადგან აღენიშნათ ქორწინების წლის თავი, გზაში ბიჭს მხრებით შეეჯახა. დაიფიცებოდა რომ ის, ქერა, ლამაზი ღიმილის პატრონი იყო! მაშინ მან ვერ მოასწრო მისი გაჩერება რადგან ხალხის ბრბომ ქერა გადამალა მაგრამ მან ქერასგან დავარდნილი კაშნე დაინახა, ვანილის სურნელიანი. ამ დღის შემდეგ მან ვანილის სურნელმა შეიპყრო.

აზას ეშინოდა მისი ქმრის მსგავს მდგომარეობაში დანახვის, ის ახალგაზრდა იყო მაგრამ ნარკომანს ძალზედ გავდა. მოუვლელი სხეული და სახე, ტანსაცმელი რომელსაც ისე იცმევდა თითქოს მისთვის სულ ერთი იყო.

ასეთი არ იყო დიადი ჯეონ ჯონგუკი, ასეთი არ იყო.. ასეთი არ შეიყვარა აზამ. მას შეუყვარდა ძლიერი, სიმპატიური, და ჭკვიანი კაცი ! და არა კაცი რომელიც 29 წლის ასაკში 42 წლის კაცს ჰგავდა. მისი სხეული ჩამოდნა , ჩამოჭკნა მაგრამ მისი ღიმილი კვალვ ნათელი რჩებოდა.

საბოლოოდ აზამ გადაწყვიტა რომ მის დარჩენილი ცხოვრებას ასეთ ადამიანთან ვერ გააგრძელებდა და მას გაშორდა.

Now

- დაიძინე ჯონგუკ, დაიძინე - და კვლავ მოუწია ნამჯუნს ჯონგუკისთვის მიეკითხა და დასაძინებლად თავზე ხელს უთათუნებდა.

გული ავად გაუხდა ჯონგუკის შემხედვარე ნამჯუნს, ნემსი ვენაში შეურჭო და დამაძინებელი გაუკეთა.

ასე გაგრძელდება და ასე იქნება..

ის უბრალოდ ფანტაზიაა, ის უბრალოდ წარმოსახვაა, ის უბრალოდ სიზმარია..

□□□

ვაუუუ !

Smell Just Like Vanilla Kde žijí příběhy. Začni objevovat