უნივერსიტეტამდე ისე მივედი გარშემო თვალი არაფრისთვის მომიკრავს სულ იმ მკვლელობას ვიხსენებდი და ჯერ კიდევ კოშმარული  სიზმარი მეგონა.

როდესაც დარბაზში შევედი და ლიზას გვერდით გაფითრებული მივუჯექი ლიზამ ეს შეამჩნია და მკითხა:
- მია? როგორ ხარ?
- არც ისე კარგად
- რამე ცუდი მოხდა?
- კი
- რა? რა მოხდა?
- მერე მოგიყვები მაგრამ დამპირდი......
- მორჩით საუბარს ლექცია იწყება
თქვა ლექტორმა და ლაპარაკი შეგვაწყვეტინა მაგრამ ჩუმად გადავუჩურჩულე ლიზას:
- მერე მოგიყვები

ლეექციის დასრულებისთანავე ლიზამ ხელი ჩამჭიდა და გოგოების საპირფარეშოში შემიყვანა.
- რა ხდება მია?
- დამპირდი რომ არავის ეტყვი
- რა თქმა უნდა არავის ვეტყვი ნუ ნერვიულობ. რამე ცუდი მოხდა? ნუ მაშინებ?




      * * *

ლიზას ყველაფერი მოვუყევი ახლა მთავარი იყო ეს საქმე სუფთად და სამართლიანად მომეგვარებინა.

- მია რას აპირებ?
მკითხა ანრევიულებულმა ლიზამ
- არ ვიცი ვფიქრობ პოლიციას ვაცნობო
- მეც იგივეს გირჩევ თუმცა ფრთხილად იყავი გესმის? ძალიან საშიშია
- კარგი წამოდი გავიდეთ

საპირფარეშოდან გამოვედით თუ არა თორნიკე შეგვეჩეხა

- მია? აქ ხარ? გეძებდი რაშვებით?
ახლა ნამდვილად არ მქონდა თორნიკეს თავი და არც მისი აფერისტობების ნერვები.
- ახლა არა თორნიკე
მოკლედ მოუჭრა ლიზამ და თორნიკეს გავეცალეთ.

რამდენიმე ლექციაღა მქონდა  დარჩენილი და მართლა წავიდოდი პოლიციაში მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ ამ საქმისთვის ფარდა ამეხადა.

ლექციები დამთავრდა. ჯერ საჭმელად პატარა კაფეში შევიარეთ თორემ დღეს არაფერი მქონდა ნაჭამი მთლიანად გამოფიტული ვიყავი.
კაფეში კიდევ ბევჯერ დავფიქრდი ჩემს გადაწყვეტილებაზე მაგრამ არ შემიცვლია.

        * * *

კაფიდან გამოსვლისას ლიზამ ნუგეში მომცა, არ ინერვიულო და რაც სწორია ის გააკეთეო, მეც მადლობის ნიშნად გადავეხვიე და დავიშალეთ.

იქიდან გეზი პირადაპირ განყოფილებისკენ ავიღე და გზას გავუყევი.
ჩემთვის ვფიქრობ როგორ ჩამომეყალიბა აზრი და როგორ გადამეცა ინფორმაცია სულ რამდენიმე კილომეტრიც და ყველაფერი ნათელი გახდებოდა. უცებ  დიდმა შავმა მანქანამ  გზა გადამიკეტა მანქანიდან გადმოცვივდნენ შავებში ჩაცმული ადამიანები და ჩემს ძალით ჩატენვას აპირებდნენ  ისე სწაფად მოხდა ყველაფერი ვერც გავანაალიზე რა ჯანდაბა ხდებოდა. მე კი ფართხალი დავიწყე, ვკიოდი ბოლო ხმაზე ,,მიშველეთ!!!,,
მაგრამ როცა ცხვირზე  დამაძინებელი წამლით გაჟღენთილი ნაჭერი ამაკრეს იმ წამსვე გავითიშე.

მაფიის ბოსი გაბრიელ მახარაძე🔥❤🖤🔞Where stories live. Discover now