3

115 11 7
                                    

- ძაან შეგიყვარდა აქაურობა?

ისევ ის ნაცნობი ხმა, ცოტა არ იყოს უკვე გამაღიზიანებელია.

- აქაურობა ისედაც მიყვარდა ადრე

- ხო და მახსოვს რატომაც

ჯიმინი შეზლოგიდან წამოდგა და ეხლა უბრალოდ იჯდა, მარა ფეხები სახურავს არ ეხებოდა.

- ჩამოჯექი მოდი

ხელი შეზლონგზე დაარტყა ოდნავ.

- არა იყოს, მარტო მინდოდა ყოფნა და ეხა წავალ

- შეგიძლია იყო, ჩუმად ვიქნები და არც დაგაკვირდები.

ისევ დაწვა შეზლონგზე და პლედი მოიფარა

შემოდგომა სრულდებოდა, მარა ძაან სიცივე არ ყოფილა. ისეთი როგორიც შემოდგომას ახასიათებს ნამდვილად არის.

***
ჯიმინს შეზლონგზე ჩაეძინა, სოჰა კიდევ მოაჯირთან იჯდა და უაზრობებზე ფიქრობდა.

საკმაოდ აცივდა, ნუ იმასთან შედარებით როგორც იყო რამდენიმე საათის წინ.

სოჰა ადგა და ჯიმინს დაემშვიდობა, საპასუხო დამშვიდობება რო ვერ მიიღო გაუკვირდა უკან შებრუნდა და ჯიმინისკენ ნელი ნაბიჯებით წავიდა.

- ჯიმინ, გაიღვიძე სიცივია აქ და ეს თხელი რაღაც ვერ გაგათბობს

ჯიმინმა უბრალოდ ხელი აიქნია და პატარა ბავშვივით გადაყლაპა ნერწყვი.

სოჰამ იგივე წინადადება რამდენიმეჯერ გაიმეორა, მარა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უწევდა ხმას.

როცა უკვე ჯიმინის ტვინამდე მიაღწია მთლიანმა წინადადებამ თვალები გაახილა და თავზე მდგარი სოჰას სილუეტი დაინახა.

- ძლივს, როგორი ღრმა ძილი გაქვს

- მადლობა რომ გამაღვიძე

თავაზიანად დაუქნია თავი და პლედში უფრო მეტად გაეხვა.

- არაფრის, წავედი მე

- არ გინდა ცოტა ვილაპარაკოთ?

ჯიმინმა ინიციატივა გამოჩინა

ბოლო იმედი Where stories live. Discover now