თავი 1

57 4 7
                                        

     ფეხის გულების საშინელი წვა მაღვიძებს. იმ მომენტში , რომ შემძლებოდა ალბათ საკუთარი ხელით მოვიჭრიდი ფეხებს. ფეხების წვას თავის გამაბრუებელი ტკივილი და გულის რევა ემატება . ფანჯრებიდან შემომავალი შუქი კი ამ ყველაფერს უფრო და უფრო ამწვავებდა . ღმერთო როგორ მინდოდა იმ მომენტში ვინმე შემოსულიყო , ფარდები გადმოეწია , თავზე ეკოცნა და ეთქვა - ნირუ , ცხელი წვნიანი მზადაა . თუმცა არც ფარდის გადამწევი მყავდა , არც თავზე მკოცნელი და არც წვნიანის მომმზადებელი. ხანდახან საკუთარი თავის თრევა საშინლად მღლიდა ხოლმე , თუმცა რას ვიზამთ , როცა იბადები ან უნდა იცხოვრო და ან თავი მოიკლა , მაგრამ თავის მოკვლის გამბედაობა არასდროს მქონია . არამარტო გამბედაობა , სურვილიც , რადგან ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად იყო მაშინ , როცა გვერდით ჩემი ადამიანი მყავდა . 21-ე წელს ვუკაკუნებ და ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მიყვარდა . მიყვარდა და ისევ მიყვარს , მაგრამ ზოგჯერ სიყვარული საკმარისი არაა . სიყვარული ეს უბრალოდ მიზეზია , მიზეზი და საწყისი ურთიერთობის , მაგრამ ეს უკანასკნელი ურთიერთგაგებასა და სხვა მრავალზეა აგებული. სამწუხაროდ მე ეს ბედნიერება წილად არ მხვდა . ჩვენთან , მურაკამების ოჯახში , ურთიერთგაუგებრობას მიჩვეული ვიყავი , თუმცა არასდროს მინდოდა ეს საკუთარ თავზე გამომეცადა . იაპონიიდან სწორედ ჩემს ოჯახს გამოვექეცი და კორეაში ჩამოვედი. ბუსანში , იონჯეში ვიყიდე ჩემივე დანაზოგით პატარა სახლი , სამსახურიც ვიშოვე , სწავლაც დავიწყე და მას შემდეგ იაპონიაში არასდროს ჩავსულვარ . ჩემი ბუსანში გადმოსვლა საბედისწერო იყო . კი , ნამდვილად ასე ვფიქრობ. ერთის მხრივ კარგია , რადგან თავი დავაღწიე მამაჩემს - ჰარუკის , დედაჩემს - იოშიკოს , ჩემს ძმას - იუტას და მეორე ძმას - კაკაშის , თუმცა ბედისწერამ ლამაზ , მაგრამ მტკივნეულ რეალობას - ჯეონ ჯონგუკს შემაჩეხა . მასთან შეხვედრის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა . ბედნიერი ვიყავი , თუმცა ვიცვლებოდი . ცვლილება ცუდი არაა , როცა ის კარგია , მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს სილამაზეც ალუზიური აღმოჩნდა და ეს ცვლილებაც არ იყო კარგი. ვშორდებოდი სწავლას , ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი სამსახურს , ცხოვრებას , ჩემს მომავალს . თუმცა მიყვარდა. მიყვარდა უკიდეგანოდ და ვიცი , რომ მასაც ვუყვარდი .
   
    ჯეონი... როცა მახსენდება ტანში ახლაც ჟრუანტელი მივლის . მას ერთ-ერთი უნივერსიტეტის კონფერენციაზე შევხვდი . დიდი შავი ფეხსაცმელები , ოდნავ მოშვებული ჯინსი და ოვერსაიზ ჰუდი ეცვა . ვერ ვიტყოდი , რომ კონფერენციის შესაფერისი ლუქი ჰქონდა შერჩეული , თუმცა მისი ვიზუალით თვალში მაინც მოგხვდებოდა ადამიანს. მეც ასე ვიყავი. თვალს ვერ ვაშორებდი მის ირემივით დიდ და ღრმა თვალებს , მის პატარა , მაგრამ ულამაზეს ტუჩებს და პირსინგს ამ ტუჩზე , მის ხალებს ლოყაზე , რომელიც რთული , თუმცა მაინც შესამჩნევი იყო. ბოლოს მანაც შემამჩნია . მკრთალად გაეღიმა ჩემს მიშტერებაზე და ხელით მანიშნა , რომ ჩემი "სფიჩის" დრო იყო. მახსოვს , როგორ დავიბენი , როცა ეს გააკეთა და როცა თავი დავიწვი , რომ მას ვაშტერდებოდი. ამ დღის შემდეგ დავახლოვდით . დღითიდღე უფრო და უფრო ახლოდან ვიცნობდი მის პიროვნებას , ისიც უფრო და უფრო მიახლოვდებოდა . ხშირად მისი "ჰარლით" დავდიოდით ხოლმე სასეირნოდ . ურთიერთობის 2 თვის თავზე ერთმანეთს სიყვარულში გამოვუტყდით ოღონდ სიტყვებით არა , ქმედებით. ახლაც ზუსტად მახსოვს მისი თითოეული შეხება ჩემი სხეულის თითოეულ წერტილზე . მისი სიტყვები - "მე და შენ ერთი სული ვართ , ორ სხეულში" - ახლაც ჩამესმის ყურში. ყოველივე ამის მიუხედავად ურთიერთობა დაგვეძაბა . 2 წლიანი პრაქტიკულად თანაცხოვრების ნახევარზე მეტი ყოველდღიურ კამათში გავატარეთ. ვკამათობდით მცირე , სრულიად უმნიშვნელო დეტალებზე და ეს კამათი სერიოზულ ჩხუბში გადაგვდიოდა ხოლმე , თუმცა ყოველივე ეს ან სექსით სრულდებოდა ან თბილი ჩახუტებით და სიტყვებით , რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ამასაც გადავლახავდით. ხშირად დავდიოდით კლუბებში , ვეწეოდოთ მარიხუანას , ვიღებდით კლუბურ ნარკოტიკებს , ვცხოვრობდით სრულიად უნორმო და არაადამიანური ცხოვრებით , მანამ სანამ ნარკოტიკების ოვერდოზით ლამის ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული დავკარგე. არც კი მახსოვს ის დღე , როგორ მივედით საავადმყოფოში , მხოლოდ ჯონგუკის გაყინული სხეულის გრძნობა დამყვება ხელის გულებზე . იმ დღეს პირველად ვიგრძენი შიში , მისი დაკარგვის . ეს უნდა დასრულებულიყო . საკუთარ თავსაც ვაბრალებდი , რომ არ უნდა მიმეცა ამდენის უფლება . არ უნდა მიმეშვა არც საკუთარი და არც მისი თავი ამ დონემდე , მაგრამ დავბრმავდი . სიყვარულმა თვალები ამიხვია . იმ სიამოვნებამ და ბედნიერებამ , რომელსაც მასთან ყოფნისას განვიცდიდი რეალობის აღქმის უნარი წამართვა და არა მხოლოდ მე , მასაც , ამიტომ დავშორდით. უკვე 6 თვე შესრულდება , რაც ერთად აღარ ვართ. არ მინახავს , არსად შემხვედრია . არც უნივერსიტეტში , არც ქუჩაში , არც მოლში . ბევრჯერ ჩამივლია მის სახლთან და არც შუქი ენთო ხოლმე და აღარც ჩვენი ჰარლი ეყენა სახლის კართან . გავუშვი , მანაც გამიშვა , მაგრამ ვერ გავუშვი გულითა და გონებით. თუმცა ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა . საკუთარი თავი დამებრუნებინა და მეცხოვრა ისე , როგორც სწორი იქნებოდა . ასეც მოვიქეცი . თავი დავანებე ნარკოტიკებს , მოწევას , კლუბებს , თუმცა სახლში ღამით , როცა მისი მონატრება სულს მიწვავდა , წითელ ღვინოს ჭიქას ჭიქაზე ვსვამდი , მუსიკას ხმამაღლა ვუწევდი და მთელი ღამე ვცეკვავდი ხოლმე . ახლაც ასე იყო . ფეხის გულებიც ზუსტად მაგიტომ მტკიოდა , თუმცა ეს არაფერი იყო იმ ტკივილთან , რასაც შინაგანად ვგრძნობდი. ჰარუკი ხშირად მეუბნებოდა , რომ არ ვიყავი სიყვარულისთვის გაჩენილი , რომ მე უბრალოდ არსება ვიყავი , რომელსაც არ ჰქონდა უფლება ეცხოვრა თავისუფლად , ეკეთებინა ის რაც უნდოდა , ეგრძნო თავი ლაღად , თუმცა ჯონგუკმა საპირისპირო დამიმტკიცა . ზუსტად მაგიტომ შემიყვარდა ასე უაზროდ , ასე უზომოდ . მასთან შეხვედრის მოლოდინი კი არადა არ მასვენებდა , რადგან მინდოდა კიდევ ერთხელ ჩამეხედა მისთვის თვალებში , მინდოდა გამეგო ისიც იგივეს გრძნობდა თუ არა... ვუყვარდი ისევ?




საუკუნეა მგონი ვათპადი არ გამომიყენებია . მქონდა ადრე ექაუნთი , მაგრამ სამწუხაროდ ეგ ექაუნთი დავკარგე :)) მკითხველებიც მყავდა ბევრი და რავიცი .. იმედია ამოვიქაჩებით ❤️

DECALCOMANIA Where stories live. Discover now