სავადმყოფოს პალატაში სიცივეა, გარეთ ყველაფერი იყინება.

უმოძრაოდ მწოლი გოგონას სხეული ოდნავ ინძრევა, გულის ცემა ჩქარდება. პალატაში ორი ქალი არის ბებია და დეიდა.

სოჰა თვალებს ახელს და ჭერს შეჰყურებს, აპარატის წრიპინის ხმა იმატებს. ბებიას ეღვიძება და ხედავს გოგონას, რომელსაც ხმოლოდ თვალები აქვს გახელილი და არ ინძრევა.

- სოჰა

სიხარულის, მაგრამ თან ანერვიულებული ხმა გაისმა პალატაში

- ჩემო ლამაზო, როგორ ხარ?

მიუხედავად იმისა რო ქალი უკვე ასაკში იყო, ჩქარა დგება სავარძლიდან და გოგონასკენ მიდის. რაღაც ღილაკზე აჭერს და ზარის ხმა ისმის.

სოჰა სხეულს არ ამოძრავებს, მაგრამ ძალიან კარგად ხედავს ქალს რომელიც თავზე ადგას და ცოტაც და ატირდება.

სახედან ჟანგბადს იძრობს და სამი დღის შემდეგ პირველ სიტყვებს ამბობს

- დედა და მამა ხომ კარგად არიან ბებია

ქალის სხეული იყინება, იმაზე მეტად ვიდრე იყო.

- ბებია

ხმას ვერ იღებს, ტუჩები ნელ-ნელა ფორმას იცვლის და ცოტათი კანკალის ნიშნები ეტყობა.

პალატაში ორი ადამიანი შემოდის, ორივეს თეთრი ხალათი აცვია და სოჰას სიხარულით შესცქერიან.

- ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით ქალბატონო სოჰა

- დედაჩემი და მამაჩემი სად არიან? ისინიც კარგად არიან არა?

ხელიდან გადასხმის აპარატს "იგლიჯავს"

- ყველაფერი ვცადეთ მაგრამ...

ექიმი თავს ხრის და სახეზე აშკარად ეტყობა თუ როგორ განიცდის.

სოჰა ბებიამის უყურებს სავარძელზე უკვე გაღვიძებულ დეიდასაც გახედა. დეიდა შეუმჩნევლად ტირის, იგივე მდგომარეობაშია საწოლთან მოხრილი ქალი.

ბოლო იმედი Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz