✨🖤✨

153 12 17
                                    

-ჯიმინ აქ რა გვინდა?

-ხომ გითხარი მხოლოდ ერთი რამ.

ჯიმინმა ჯონგუკს ხელი დაავლო და დათუნიების სექციისკენ გააქანა.

-აი ეს.

ჯიმინი დაიხარა და სადღაც შეძვრა ჯონგუკიც თან გაიყოლა.

საბოლოოდ პატარა ოთახს მიადგნენ სადაც ჯონგუკის და ჯიმინის ფოტოები იყო დაკიდებული, ან მარტო ჯონგუკის.

-აქ მაშინ მოვდიოდი როცა ცუდად ვგრძნობდი თავს ერთი მეგობარი მყავს ძალიან კარგი გოგოა.
მე მას დავეხმარე რომ ბიჭს სიყვარულში გამოტყდომოდა, მან კი სანაცვლოდ ეს ოთახი მომიწყო იცოდა როგორც მიყვარდი, ადრე აქ ის იყო რჩებოდა ხოლმე როცა მორიგე იყო. მერე მე დავიწყე მოსვლა აქ ბევრი კურდღელია. რაც ყოველთვის შენს თავს მახსენებდა.
ჯონგუკ 9 წელი მიყვარდი და დღემდე მიყვარხარ...

ჯიმინს ცრემლები წამოუვიდა ჯონგუკი კი აცრემლიანებული თვალებით უყურებდა მის პატარა მოჩის თუ როგორ იტანჯებოდა ამ დროის განმავლობაში.

-მეშინოდა ჯონგუკ მეშინოდა რომ არმი არ მიგვიღებდა ისეთს როგორიც ვართ. მაგრამ აღარ მეშინია რადგან შენ ჩემს გვერდით ხარ ქუქი მიყვარხარ და მინდა ეს ყველამ იცოდეს
მინდა ყველამ იცოდეს რომ შენ მხოლოდ ჩემი ხარ.

ჯონგუკმა ჯიმინს ცრემლები მოწმინდა და მთელი სახე დაუკოცნა.

-მეც მიყვარხარ ჯიმინ ძალიან მიყვარხარ და თუ ჩემს გვერდით იქნები შენთან ერთად ყველაფერს გავუძლებ.

თქვა და ჯიმინი ვნებიან კოცნაში ჩაითრია კალთაში ჩაისვა და ძლიერ მოეხვია საყვარელ სხეულს.

***

ჯიმინმა და ჯონგუკმა კიდევ ცოტახანი გაატარეს პატარა ოთახში რომელიც მათი მოგონებებით იყო სავსე.

იხსენებდნენ დროს როდესაც ჯონგუკი უხეში იყო...

ჯიმინს ძალიან აწუხებდა ოთახს მოდებული სიჩუმე, რაღაც გაახსენდა და საბოლოოდ ეს სიჩუმე დაარღვია.

-ჯონგუკ ადექი.

-ეხლა სადღა მივდივართ?

-წამოდი.

ჯიმინმა ჯონგუკი პატარა სუვენირების სექციაში წაიყვანა.

-აქ რა გვინდა?

-შეტრიალდი.

ჯონგუკიც შეტრიალდა და მალევე მის ყელზე პატარა ყვითელი წიწილა გაჩნდა (🐥)

-მე ბაჭია მაქვს.

თქვა ჯიმინმა და ჯონგუკს მისი ყელსაბამი აჩვენა (🐰)

-პატარავ ამის ყიდვა როდის მოასწარი?

-მაშინ როცა აქ მოვდიოდი. დავინახე თუ არა შენ გამახსენდი.

-მადლობა პატარავ...

თქვა და პატარა სხეულს მოეხვია რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა.

-გუკ... ძალიან მიყვარხარ მართლა.

-მეც ძალიან მიყვარხარ პატარავ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, ვერც კი წარმოიდგენ ისე მიყვარხარ.

-წარმოდგენა არ მჭირდება მაჩვენე.

თქვა ჯიმინმა ეშმაკური სახით და საყვარელ ტუჩებს დაეწაფა.

______________________________________
და და და დამ....
მოკლედ ამ დღეებში ახალი თავი იქნება უკვე მიხვდებოდით რომ შემდეგი თავი სმათი იქნება.🌝🖤

მხოლოდ ჩემიWhere stories live. Discover now