✨🖤✨

178 16 3
                                    

ჯიმინი და ჯონგუკი სახლში დაბრუნდნენ შუგა ჰოსოკთან წავიდა ყველა ბედნიერი იყო განსაკუთრებით ჯიმინი...

-მინ ასე ძალიან რა გიხარია?
თქვა ჯონგუკმა ღიმილით.

-ის რომ ჩემი ბიჭი ხარ როდესაც ვხედავდი თუ როგორ ეუბნებოდი იმ კაცს რომ მე მხოლოდ შენი ვიყავი შენი ანგელოზი ეს ძალიან ამაღელვებელი იყო და მიხარია რომ მხოლოდ შენი ვარ.

ჯონგუკმა გაიღიმა ჯიმინი კალთაში ჩაისვა ხელი ნიკაპზე მოკიდა თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩახედა.

-მინ... მე თავიდანვე გითხარი მინდა მხოლოდ ჩემი გერქვასთქო...
მინდა რომ მთლიანად ჩემი იყო მე მეკუთვნოდე ჩემს გარდა არავინ შეგეხოს თუნდაც მეგობარი...
მინი... პირველივე დღიდან მიყვარხარ და ამას ამდენ ხანს ვმალავდი გეუხეშებოდი რომ ჩემთან არ მოსულიყავი და ჩემი გრძნობები დამემალა მაგრამ რაც არ უნდა მექნა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მიყვარდებოდი...
ეხლა კი როდესაც ჩემი გქვია არ ვაპირებ შენს გაშვებას რაც არ უნდა მოხდეს არ დაგთმობ რადგან შენ მხოლოდ ჩემი ხარ პარკ ჯიმინ.

ჯიმინს თვალები აუცრემლიანდა ჯონგუკი ახლოს მიიზიდა და აკოცა ჯონგუკმა კოცნა გააღრმავა ჯიმინს პირში ენა შეუცურა.

-გუკ... აჰ... ახლა არა გთხოვ.

თქვა ჯიმინმა მაგრამ კოცნა არ გაუწყვიტავს.

-კარგი რა მინ... ამჯერად რა ხდება?... ოღონდ ისეთი მიზეზი მითხარი რომ ამ ხვთაებრივ ტუჩებს მოვწყდე.

-დაღლოლი ვარ ძალიან დაღლილი მართლა...

თქვა ჯიმინმა და კოცნა გაწყვიტა.

-კარგი პატარავ მაშინ დავიძინოთ წამოდი.

ჯონგუკმა ჯიმინი ხელში აიყვანა ჯიმინმა ჯონგუკს წელზე მოხვია ფეხები.

-გუკი დაიმახსოვრე... ეს სურნელი.

ჯიმინმა შეისუნთქა ჯონგუკის სურნელი.

-ეს ტუჩები.

მან მოწყვეტით აკოცა ჯონგუკს.

-ეს შავი თვალები.

მან თვალები დაუკოცნა ჯონს.

-ეს უსაყვარლესი ცხვირი.

მან ცხვირხე პატარა კოცნა დაუტოვა ჯონს.

ჯონგუკმა ამაზე თავისი ბაჭიის ღიმილით გაიღიმა.

-და ეს ღიმილი.

თქვა ჯიმინმა და მანაც გაიღიმა.

ჯონის ყურთან ახლოს მივიდა და ჩაჩურჩულა...

-მხოლოდ ჩემია...

ჯიმინმა მას მოწყვეტით აკოცა შემდეგ კი თავი მის კისერში ჩარგო და თვალები მინაბა.

ჯონგუკმა ჯიმინი საძინებელში წაიყვანა საწოლში ჩააწვინა თვითონაც გვერდით მიუწვა ჩაეხუტა და ცხვირი მის თმებში ჩარგო...

-ძილინებისა მინ...
______________________________________
ვიცი პატარა თავია მაგრამ სკოლისთვის ვემზადები არ იფიქროთ რომ სკოლის გამო ფიკებს შევეშვები უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება რთული პერიოდი მაქვს...🖤💞😘

მხოლოდ ჩემიWhere stories live. Discover now