16

418 26 5
                                    

სახლში შევედით, სახლში შიგნიდან ყველაფერი შავი იყო.
ორ სართულიანი სახლი, ჭერში დიდი და ლამაზი ჭაღი ეკიდა, და მეორე სართულზე ასასვლელი კიბეები ხის იყო მოაჯირები კი მინის.

მისაღებ ოთახში შემიყვანა და მდივანზე დამსვა, თვითონ კი ჩემს მოპირდაპირედ დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ერთი ხელი მდივნის თავზე დადო. თვალებში დაჟინებით მაკვირდებოდა,

-ახლა რას ვაპირებთ?

ვიკითხე გაუაზრებლად და მეც დაჟინებით თვალებში შევხედე

-ახლა მარტო ბავშვზე უნდა ვიფიქროთ და რაც მას გაუხარდება ის უნდა გავაკეთოთ

-და შენი აზრით რა სურს ბავშვს?

-თბილი ოჯახი!

-ჰაჰაჰაჰა, ხო რაც ჩვენ არ გაგვაჩნია

მწარედ ჩავიცინე

-მაგრამ ახლო მომავალში გვექნება

-არ გვექნება!

-ამას მარტო შენ ვერ გადაწყვეტ

-ის ჩემი შვილია ამიტომ გადავწყვეტ

-ანი დაიმახსოვრე ის ჩემი შვილიც არის

-არ არის!

-რაა?

-ის შენი შვილი არ არის, ის შენ უარყავი, და სახლიდან გარეთ გააგდე

-მე მეგონა რომ ჩემი შვილი არ იყო

-შენ ჩემში ეჭვი შეგეპარა, შენ მე არ მენდობი!

დავუყვირე და როგორც ყოველთვის, უძლური აღმოვჩნდი ცრემლები წამომივიდა.

-მე ხომ ბოდიში მოგიხადე, რა ვქნა მეტი შეცდომა დავუშვი და მზად ვარ გამოვისყიდო, მაგრამ არ მაცდი, მე რაღა ვქნა?!

-უბრალოდ წადი თავი დამანებე, წადი ჩემი ცხოვრებიდან!

-ვერ შევძლებ!

-რატომ?

-იმიტომ რომ მიყვარხარ! რატომ ვერ იგებ?!

-კარგი რაა ორივემ ვიცით რომ იტყუები

-ჩემი რატომ არ გჯერა?

•Please Love Me•/•გთხოვ შემიყვარე•Where stories live. Discover now