15

723 44 13
                                    

-ანი?
გაკვირვებულმა შემომხედა, და ხელი გამიშვა

-ხო ანი, ანი რა იყო? მოჩვენება დაინახე?

-მე.....მე მაპატიე

-ანუ პატიებას მთხოვ?

-კი

-კარგი, არ გპატიობ ახლა კი დაიკარგე აქედან!

გაბრაზებული მივვარდი სუჰოსთან, ისიც უკან გამომყვა,

-მაგრამ გინდა რომ ბავშვი უმამოდ გაიზარდოს?

-არა, მაგრამ რაში გადარდებს ის ხომ შენი შვილი არ არის

ვუთხარი და თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა, პარკები სუჰოს დავაჭერინე და მარკეტიდან გამოვვარდი, სუჰოს მანქანაში ვჯდებოდი როცა ჯიმინმა ხელი დამტაცა და თავისი მანქანისკენ გამაქანა.

-ეეე იდიოტო რას შვრები?! ბავშვს რამე არ მოუვიდეს გაჩერდი

მანქანაში შემაგდო თვითონაც უცებ ჩაჯდა და კარებები დაკეტა,

-რა აკეთებ გამიშვი იდიოტო!

-ეს ბავშვი მამის გარეშე არ გაიზრდება

-მართლა ამაზე მაშინ არ ფიქრობდი როდესაც მოღალატე მიწოდე? მაშინ არ ფიქრობდი კარები რომ გააღე და გარეთ გამომაგდე, ან როცა მოღალატე მიწოდე?

-მე...მე ხომ მოგიხადე ბოდიში

-ბოდიში რომ წამალი იყოს აფთიაქში გაიყიდებოდა
ახლა კი გამიღე კარები!

-არაა! არაა შეიგნე არ გაგიშვებ არააა და მოკეტე, ვეღარ წახვალ ვერსად და შეეეგუე ამას!

ყვიროდა და თან საჭეს ურტყავდა ხელებს, შეშინებული და გაკვირვებული ვუყურებდი, თან თვალებიდან ცრემლები ჩამომდიოდა. ყვირილი დაამთავრა და საჭეზე თავი ჩამოდო.

-ცხოველი ხარ!

ვუთხარი ფეხები მაღლა ავწიე და თავი მუხლებში ჩავდე, ტირილი დავიწყე , მანაც მანქანა დაქოქა და სადღაც წავედით, მანქანა გაჩერდა მეც თავი ავწიე და ისევ იმ სახში ვიყავით საიდანაც გამომაგდო,
ისევ ის მოგონებები ამომიტივტივდა.

-მე ამ სახლში არ შემოვალ!

-რატომ ვითომ?

-იმიტომ რომ ისევ ის მახსენდება თუ როგორ გამომაგდე სახლიდან

ერთი ამოიხვნეშა და მანქანა დაქოქა

-კარგი,

სხვა სახლთან მივედით ტყის შუაგულში იყო, და გარშემო ხეების გარდა არაფერი იყო.

-გადმოდი!

ბრძანებლური ტონით მითხრა,
და მანქანიდან გადავიდა. მე არ ვაპირებდი გადასვლას და კარებსაც არ ვაღებდი, ჩემთან მოვიდა და კარები გააღო

-გადმოდი!

-არა!

-რატომ?!

-იმიტომ

-ანი არ გამაბრაზო!

-გაბრაზდი მერე მე რა?!

-ანი გადმოდი მანქანიდან თორემ გადმოგათრევ არ მინდა ბავშვს რამე დაემართოს

-ცხოველი ხარ!

ვუთხარი და მანქანიდან გადმოვედი, სახში შემიყვანა.
___________________________
სკოლის გამო ვერაფრის დაწერას ვერ ვახერხებ ამიტომ ესეც ძლივს გამოვნახე დრო და ძლივს დავწერე🙂❤️

•Please Love Me•/•გთხოვ შემიყვარე•Where stories live. Discover now