13

622 41 3
                                    

დილით ადრე გამეღვიძა, ტანიც აღარ მეწვოდა. საწოლის წინ კედლის მაგივრად სულ შუშა იყო და ბუნება მოჩანდა ძალიან კარგი ამინდი იყო, და დღეს ხასიათიც შესაფერისი მაქვს.

ავდექი, სააბაზანოში შევედი და თავი მოვიწესრიგე, საღამურები გამოვიცვალე და შორტი და ტოპი ჩავიცვი. მომშივდა და სამზარეულოში ჩავედი.

სამზარეულოში მოსამსახურეები ფუსფუსებდნენ, როცა შევედი თავი დამიკრეს და ისევ რაღაცის მზადება დაიწყეს.

-დილა მშვიდობისა ქალბატონო პარკ!

-დილა მშვიდობისა სენა! ჯიმინი წავიდა უკვე?

-დიახ! და დამაბარა რომ თქვენთვის გადმომეცა რომ, საღამოს სტუმრები გვეყოლება და მოემზადოსო

-კარგი!

უცებ გულის რევის შეგრძნება დამეუფლა მაგრამ დავაიგნორე, კიბეებზე ავდიოდი როდესაც ძალიან მომაწვა, უცებ შევირბინე სააბაზანოში და გული ავირიე.

კარებზე კაკუნის ხმა გავიგე,

-ქალბატონო პარკ კარგად ხართ?

-კი...კი კარგად ვარ!

-თუ რამე პრობლემა გექნებათ შემატყობინეთ

-კარგი

სააბაზანოდან გამოვედი, და სამზარეულოში ჩავედი

-სენა!

-გისმენთ ქალბატონო პარკ!

-იოგურტი გვაქვს?

-არა, მაგრამ თუ გნებავთ დაცვას მოვატანინებ!

-კარგი, მაგრამ კიდევ რაღაცეები მინდა

-მითხარით და ახლავე მოგიტანთ

-იოგურტი მინდა საზამთრო,ვაშლი, ბანანი,ბლინები,ანანასი და მსხალი

-კარგით! და ორსულობის ტესტიც ხომ არ მოგიყოლოთ?

-რააა?!

თვალები დავაჭყიტე, ამაზე საერთოდ არ დავფიქრებულვარ,

-ამ....კ....კარგით!

-კარგით ახლავე მოგიტანთ!

*ნახევარი საათის შემდეგ*

•Please Love Me•/•გთხოვ შემიყვარე•Where stories live. Discover now