Chapter 5

16 4 0
                                    

    დილით, გაღვიძებისას ჰარი მიხვდა, რომ გვერდით ვიღაც იწვა. თავიდან ვერ გააანალიზა ვინ შეიძლება ყოფილიყო, მერე კი გვერდით მწოლოს სწორ ცხვირს მოკრა თვალი და გაახსენდა, რომ გვერდით ლუი იწვა.
    გაიხსენა, რომ ტყეში, მიტოვებულ ქოხში გაათეს ღამე და ერთად დაიძინეს.
    ირგვლივ ძალიან ციოდა, ჯერ კიდევ ადრე იყო და გუშინ ცეცხლი არ დაუნთიათ.
    ჰარის სურდა წამომდგარიყო, მაგრამ, როგორც კი წამოიწია ლუის მკლავებმა კვლავ უკან დააბრუნეს. ჰარიმ კვლავ გაიბრძოლა, მაგრამ ლუის წუწუნი მოესმა.
   - არ შეგვიძლია დამაძინო?! მოისვენე რა- წუწუნებდა მძინარე ბიჭი და ჰარის ხელს ისე უჭერსა, თითქოს ვინმე მის წაყვანას აპირებდა.
  - ლუ, უნდა ავდგეთ და სასახლეში დავბრუნდეთ. გთხოვ გაიღვიძე!!- ეჩურჩულებოდა ჰარი და ლუის გაღვიძებას ცდილობდა.
 
    მაგეამ, პატივცემულ მეფეს, თვალიც კი არ გაუხელია. უცებ ლუის უცნაური ხმები მოესმა, თითქოს ვიღაც იხრჩობოდა, თავიდან ეგონა სიზმარიაო, მაგრამ ხმები არადა არ წყდებოდა.
   უეცრად წამოენთო და ჰარის გახედა, რომელიც ძლივს სუნთქავდა და თან ახველებდა. ლუი სწრაფად გადაიწია მისკენ და ჰარის სახე ხელებში მოიქცია. - ჰაზ, რა გჭირს?? ჰაზ, გთხოვ ამოისუნთქე! მიდი ჰაზ. გემუდარები - ევედრებოდა ლუი ჰარის და უკვე ტირილის პირას იყო, ჰარის სიცილი რომ მოესმა.
   - ჰა, ჰა, ჰა ... მაინც ხომ გაგაღვიძე - იცინოდა ჰარი და მხოლოდ მერე შეამჩნია, როგორი გაფითრებული სახე ჰქონდა ლუის. ლუი კანკალს აეტანა და მარტო ჰარის სახელს იმეორებდა.
  
    - ლუ, კარგად ხარ? ლუ?? - ჰარი ლუის ანჯღრევდა. მაგრამ, პირველი რამდენიმე წუთი ლუის რეაქცია არ ჰქონია. ცოტა ხანში მოფხიზლდა, ამოისუნთქა და ჰარი რომ კარგად დაინახა გაეღიმა, მერე კი რაც ძალი და ღონე ჰქონდა სილა გააწნა სახეში.

   ჰარის ლოყა აეწვა. თვალიდან კი ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა.
  - კინაღამ გული გამისკდა იდიოტო!! - შეუღრინა ლუიმ და ისე დააცქერდა ჰარის ცოტა არ იყოს და შეეშინდა.
- ასე, როგორ მოიქეცი?! გინდოდა მოვმკვდარიყავი?!!- ლუი სიბრაზეს ვერ აღშობდა ჰარი კი ხმას არ იღებდა. მხოლოდ ახლა მიხვდა, სინამდვილეში როგორ შეაშინა ლუი.
 
  ლუის წამით თვალები გაუფართოვდა, მერე კი ჰარისკენ გადაიწია და მოეხვია. - მაპატიე ჰაზ!! არ მინდოდა დამერტყა, უბრალოდ ძალიან შემაშინე - ლუი სიტყვებს ძლივს პოულობდა. - ბოდიში ძვირფასო, ძალიან ვწუხვარ. ეს შემთხვევით მომივიდა.- იძახდა ლუი და ჰარის წამითაც არ იშორებდა მკერდიდან.
  - არაფერია ლუ, ჩემი ბრალი იყო, ასე არ უნდა შენეშინებინე. ყველაფერი რიგზეა - ამშვიდებდა ჰარი ლუის .

_______________________________________________________________
ჰაით!
ბოდიში დაკარგვისთვის და პატარა თავისთვის.
Vote and comment!
Love you all!❤️

Forever My King👑Where stories live. Discover now