დავიღალე 😕

Start from the beginning
                                    

- ოოო ახალი ბიჭი ითრიე? - ამაზრზენად ამბობს ჯივუ.

- შენ გირჩევ შვილები გააჩინო თორე უკვე ასაკში მიდიხარ და მერე მოხუცი ვინმეს არ ჭირდები.- ცინიკურად ჩაიცინა გოგომ და შემდეგ ევას გახედა საყვარლად დაბაჯბაჯებდა.

- ვინ არის ეგ ბიჭი? - მკაცრი ტონით თქვა ჯიამ.

- ჩემი შეყვარებულია ლუკასი! - ამაყად თქვა გოგომ გულში კი მხოლოდ „ მაპატიე ლუკასს “ ამბობდა.

- ფოტო არ გაქვს რომ მაჩვენო?- ამბობს ჯია.

დგება ლიზა და თავის მოკლე ცისფერ კაბას ისწორებს შემდეგ პატარა ჯიბიდან ტელეფონს იღებს და ფოტოს აჩვენებს.

{ ფოტო }

- ოჰო...რა ლამაზია! - იღიმის ქალი.

უცებ ევას ტირილი ისმის ჯონგუქს როგორც კი ეს ხმა ესმის ეგრევე ბავშვისკენ გარბის და წაქცეულ ბავშვს აყენებს შემდეგ კი გულში იკრავს.

ჯონგუქის POV:

მე შვილი მყავს....ეს ჩემი შვილია....ვიმეორებ გულში და ევას გულში ვიკრავ ის კი თავის პატარა ხელებს კისერზე მხვევს და სლუკუნებს ისეთივე სუნი ასდის როგორც ლიზას თურმე როგორ მომნატრებია ეს სურნელი პატარა ტუჩები საყვარლად დაბზიკა ისე როგორც ამას ლიზა აკეთებდა როცა ბრაზდებოდა.

- ხელი გაუშვი! - მესმის და ვიღაც ევას ხელებიდან მგლეჯს მე კი გაკვირვული ვუყურებ მაგრამ მალე ვიაზრებ რომ ეს ლიზა იყო ისე მიყურებდა თითქოს ყველაზე საშინელი არსებას უყურებდა ამან გული დამწყვიტა მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ რაც მე გავუკეთე და ვუთხარი ნამდვილად არ არის ვალდებული ისე მიყურებდეს თითქოს არაფერი მომხდარა.

- აბა რა ატირებს ჩემს დისშვილს? - იუჯინი სადღაციდან გამოფათურდა და ლიზას ევა გამოართვა.- აბა ვინ გაწყენინა მითხარი და გავლახავ! - ბავშვს ლოყაზე კოცნის და ეფერება ევა კი ხელს ძირისკენ იშვერს იუჯინი კი ადგილზე ხტუნვას იწყებს თითქოს სამაგიეროს უხდიდა მას.

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now