დაასათაურეთ

959 56 19
                                    

ერთი საათია ვუყურებ მათ კინკლაობას რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ ვისთან ერთად. უნდა დავიძინო.

ცალკე 3 წლის ბავშვი და ცალკე 24 წლის ვირი რომელიც არაფრით ჩამორჩება ბავშვს.

უკვე ყელში ამომივიდა და....

- გეყოფათ!...მე ვწვები იუჯინთან! - ახლა მე გადავაჯვარედინე ხელები და ტუჩები დავბზიკე.

- ჰაჰ რას ამბობ კი დაწვები ბუსანიდან რომ ჩამოვა.- სიცილი დაიწყო.

- იქ რა უნდა? - ბექიონი გვერდზე მოვისვი და მას გავხედე.

- გადაწყვიტა რომ მარტო უნდა დავეტოვებინეთ.- მისი ხელი ჩემსაში ახლართა უცებ კი ბექიონი წამოენთო.

- ხელი გაუსვი ცემია!- ჩვენს შუაში ჩახტა ხელები გავაშვებინა და მან ჩამკიდა თავისი პატარა ხელები.

- ვაიმე რა საყვარელი ხარ! - სახე დავუკოცნე ჯონგუქი კი პირღია მიყურებდა.

- შენ რა 3 წლის ასაკში უკვე გოგოს მართმევ შენ კიბორჩხალავ ჩემი გაზრდილი ხარ და მადლობას ასე მიხდი? - თითის ფრიალი დაუწყო ბავშვს.

- მსია!- იღრიალა ბექიონმა.

- ახლავე მოგიტან საჭმელს.- ავდექი და სამზარეულოში შევედი რძიანი ნესკვიკი გავუქეთე გამოვედი და რას ვხედავ? ჯონგუქს ბავშვი თავდაყირა ეჭირა და ისე უღუტუნებდა.

- ჰეი დებილი ხარ? ეგრე სისხლი ჩაექცევა! - ნესკვიკი მაგიდაზე დავდე
და ბექიონი გამოვართვი.

- მისმინე შვილი არ გვეყოლება! - გაბრაზებული დაჯდა სკამზე.

- მართალი ხარ არ გვეყოლება.- ბოლო სიტყვა გამოკვეთილად ვთქვი.

- მაგასაც ვნახავთ! - ბოროტულად ჩაიცინა.

ბექიონი მაგიდასთან დავსვი და ვუთხარი რომ ეჭამა მაგრამ დაიჟინა შენ მაჭამეო და მეც დავთანხმდი...ჯონგუქის გაბრაზებულ მზერას ვგრძნობდი მაგრამ ვაიგნორებდი როგორი სულელი უნდა იყო რომ 3 წლის ბავშვზე იეჭვიანო?... საყვარელი.

Will Be Back Again | J. JKWhere stories live. Discover now