ოთახში ვარ და იმაზე ვფიქრობ რა მოხდება თუ მართლა ორსულად ვიქნები, ჯიმინს რომ არ გაუხარდეს, ღმერთო რამდენი ფიქრები მიტრიალებს თავში. კარებზე კაკუნი გავიგე, სენა იყო

-შემოდი სენა!

-ქალბატონო მოგიტანეთ

-კარგი მომეცი

გამოვართვი, ღრმად ჩავისუნთქე და აბაზანაში შევედი, ტესტი გავიკეთე და ღმერთოოოოო........დადებითია!

გამოვვარდი და სენას ჩავეხუტე

-დადებითია სენა დადებითია!

-გილოცავთ ქალბატონო პარკ

-მადლობაა!

-და დანარჩენი რაღაცეები რაც დაგვაბარეთ დაბლა არის

-მადლობა ახლავე ჩამოვალ!

*საღამოს*

ყველაფერი შევჭამე და უკვე მოსაღამოვდა, მოსამსახურეებმა სუფრა უკვე გააწყვეს. ავედი ოთახში და მოვემზადე

მანქანის ხმა გავიგე, ეზოში გავიხედე და ჯიმინი დავინახე რომელიც მანქანიდან გადმოდიოდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

მანქანის ხმა გავიგე, ეზოში გავიხედე და ჯიმინი დავინახე რომელიც მანქანიდან გადმოდიოდა.

კიბეებზე ჩავირბინე და კარებში შემოსულ ჯიმინს ზედ შევახტი

-პატარა?! რა ხდება?!

-ჯიმინ არც კი იცი როგორი ბედნიერი ვარ!

-რა ხდება?!

-წამოდი ოთახში გეტყვი!

ხელი ჩავკიდე და ოთახში ავარბენინე, ოთახში შევვარდი და გახარებულმა ვახარე

-ორსულად ვარ!

გაოგნებული მიყურებდა, არც იღიმოდა მის სახეზე ემოციას ვერ ამოვიკითხე, მეც ღიმილი სახეზე შემახმა როცა მისი ასეთი სახე დავინახე.

-ვისთან იწექი?

ამ კითხვამ ჩემი ცხოვრება მთლიანად დაანგრია და შეცვალა. თვალებიდან ცრემლები გადმომივიდა, ვეღარ ვჩერდებოდი,
ახლოს მივედი და სილა გავარტყი

-როგორ ბედავ?! რას ქვია ვისთან ვიწექი?!

-ხოო ვისთან იწექი?! ვისთან?! ვისთან მიღალატე? ეს როგორ გაბედე?! მაშინ გააკეთე ეს არა როცა გამექეცი?! დრო იხელთე და ეგრევე სხვას ჩაუგორდი საწოლში,

ყვიროდა და თან ოთახში ყველაფერს ამტვრევდა, ხელი ჩამავლო და გარეთ გამაგდო, ცივ ბეტონზე დავვარდი და ტირილი დავიწყე.

-წაეთრიე აქედან და აქ აღარ დაბრუნდე!

დამიყვირა და კარები მიიხურა, ხელი მუცელზე მივიჭირე და ყვირილი დავიწყე,

-ამას არასდროს არ გაპატიებ ჯიმინ! ამას არ დავივიწყებ! დადგება დრო და ჩემთან დაჩოქილი მოხვალ და პატიებას მთხოვ იმის გამო რომ ჩემში ეჭვი შეიტანე! ამას ინანებ!

ძლივს წამოვდექი, მაღლიდან კი ჩემი ჩანთა ჩამოვარდა. მაღლა რომ ავიხედე აივანზე არავინ აღარ იდგა,
ჩანთა გავხსენი და ჩემი ტელეფონი იდო, გადარჩა არ გამტყდარა. ჩემს ძმას დავურეკე და იმ დღის შემდეგ ჯიმინი აღარ მინახია.

_______________________________
შემდეგ თავს 15 ვოუთზე დავდებბ
🌟

•Please Love Me•/•გთხოვ შემიყვარე•Where stories live. Discover now