- მართლა არაფერი მახსენდება ,იმ დღეს მართლა ძალიან დავთვერი და ბევრი არაფერი მახსოვს , გამორიცხული არ არის რომ იქ შეგხვედროდი , მაგრამ უსამართლობას აქვს ადგილი

-ვერ გავიგე

-შენ ჩემზე ყველაფერი გახსოვს , ჩემი ნომერიც კი გაქვს მე კი არაფერი ვიცი შენს შესახებ გარდა იმისა რომ პაკ ჯიმინი ხარ და მშობლები ადრეულ ასაკში გარდაგეცვალა

-ხო მამაჩემი მატარებელმა გაიტანა , დედაჩემმა კი სტრესს ვერ გაუძლო და გული გაუსკდა

-მშობლების სიკვდილი შენ თვითონ იხილე ? ალბათ რა მარტოსული ხარ მათ გარეშე .... ძალიან გენატრება ისინი ? - პაკმა კი სიცილი დაიწყო , გოგონას გაუკვირდა მისი ასეთი საქციელი მშობლების ხსენებისას, მას ეგონა რომ ბიჭი დაღონდებოდა მაგრამ , მან სიცილი დაიწყო

-რა გაცინებს , მეგონა შენთვის მტკივნეულ თემას შევეხე , თავს ცუდად ვგრძნობდი უკვე

-არაუშავს ,შევეჩვიე მათ გარეშე ცხოვრებას , რათქმაუნდა მენატრება, ორივე მენატრება- ისევ აგრძელებდა ცრუ ისტორიების გამოგონებას , არ ჩერდებოდა... ტყუილს კი საზღვარი არ ჰქონდა

-აი მოვედით - ნახევარსაათიანი სეირნობის შემდეგ ძველ შენობასთან მივიდნენ

-ეს რა ადგილია , აქაურობა ძალიან ლამაზია ჯიმინ მაგრამ, როგორც ჩანს აქ უკვე აღარავინ ცხოვრობს , ნეტა ვისი იყო ეს სახლი აქამდე - გოგონა აგრძელებდა სახლის დათვალიერებას, ჯიმინი კი უბრალოდ მას დაყვება და უსმენდა, იქაურობა ისეთი ლამაზია ... შეუძლებელია თვალი მოწყვიტო ხავსებითა და სხვადასხვა მცენარეებით დამშვენებულ სახლის კედლებს , ეს სახლზე მეტია , შეიძლება ითქვას რომ სასახლეა , ულამაზესი სასახლე სადაც დიდი ხანია ბედნიერება აღარ არის , თითქოს სიბნელე დაისადგურა , სიჩუმე კი ჯიმინმა დაარღვია

- აქაურობა მართლაც ძალიან ლამაზია , მოდი მეორე სართულზე ავიდეთ და დავათვალიეროთ

🔞Girl From Nowhere||გოგონა არსაიდან🔞 Where stories live. Discover now