თავი 4

472 33 1
                                    

კარი გავაღე იქ კი ნიკი დამხვდა
- აქ რას აკეთებ?
-დაიცა ათის ნახევარი ჯერ არა?-ღმერთო სულ დამავიწყდა წვეულებაზე ნიკთან ერთად უნდა წავსულიყავი...
ძლივს წვეულებაზე მივედით, იმასთან შედარებით რაც წარმომიდგენია, უკეთესობაა, ბართან მივედი და სასმელი შევუკვეთე
-ძაანაც ნუ გათამამდები
-შენ არავინ გეკითხება
-მეკითხება შენი მეწყვილე ვარ და მამაშენმა მე ჩამაბარა შენი თავი რომ არ დაგელია,შენ კი მოსვლისთანავე სვავ
-აბა წვეულებაზე რა ვაკეთო სხვა ბო*ებივით ვიცეკვო?
-არა მაგას არავინ გეუბნება, პროსტა ცოტა დალიე
-შემეშვი რა-ვუთხარი და გამოვეცალე, ხალხი ცეკვავდა ამიტომ მეც მათ შევუერთდი...
ძალინ ბევრი ვიცეკვე და დავლიე,
მართალი იყო ნიკი ამდენი არ უნდა დამელია ფეხზე ძლივს ვდგავარ!

Niki's pov

ბევრი არ დამილევია რადგან ყურადღებას ვაქცევდი ქეითს, ძაან ბევრი დალია, ფეხზე ძლივს იდგა უცებ თვალი მოვკარი რომ ქეთისთან ვიღაც ბიჭი მისულიყო და მას ეცეკვებოდა და თან ქეითის სხეულზე ხელებს დაასრიალებდა.
ფუუ ნაბიჭვარი როგორ ბედავს და მას ეხება, უკვე აღარ შემიძლია მაგიდიდან ავდექი და მათკენ წავედი
-ქეით მივდივართ
-ეიეი ვერ ხედავ რო ვცეკვავთ?
-ბრმა გგონივარ, ძაან კარგად ვხედავ და არ მსიამოვნებს რო მას ეცეკვები და მითუმეტეს ეხები
-შენ ვინ გეკითხება ჰა წადი გაიარე რა-ვეღარ მოვითმინე და სახეში დავარტყი, ძირს დაეცა ზედ დავაჯექი და კიდევ რამოდენიმეჯერ დავარტყი, კიდევ მაგრად მცემდი მაგრამ დავინახე რომ ქეით სადაც იყო დაეცემოდა ამიტომ გავიქეცი და მივუსწარი, ხელში ავიყვანე და საპირფარეშოში შევიყვანე, იქვე ონკანთან დავაყენე
-მიდი წყალი შეისხი გამოფხიზდები
-არ შემიძლია, ეხლა მარტო ღებინევის შეგრძნება მაქვს და სუფთა ჰაერზე გასვლა მინდა,უცებ გაიქცა და კაბინაში აღებინა, გამოვიდა ხელ-პირი დაიბანა
-უკეთ ხარ?
-კი და გთხოვ წამიყვანე რა
-კაი წამო სიარულს შეძლებ?
-არამგონია
მივედი და ხელში ავიყვანე, წვეულებიდან გამოვედი და იქვე მინდორზე დავსვი
-კარგია?
-კი ძალიან მსიამოვნებს
-კარგი ცოტახანი ვიყოთ და მერე წაგიყვან
-აუუ სახლში ესეთი რო მივალ მამაჩემი ამის მერე არსად გამიშვებს
-ხოდა ჩემთან წამო
-არა ვინმეს დავურეკავ და იმასთან დავრჩები
-ღამის ორ საათზე ვის უნდა დაურეკო წამო ჩემთან
-არ მაქვს წუწინის თავი ამიტომ წამოგვყები
ისევ ხელში ავიყვანე და მანქნაში ჩავსვი ღვედი გავუკეთე და მეც საჭეს მივუჯექი

Ket's pov

ძალინ საყვარლად მექცევა ესე თუ გააგრძელებს თავს შემაყვარებს, ღმერთო რეებს ვბოდავ არასდროს აღარ დავლევ ამდენს, მას ვუყურებდი და მის ნაკვეთებს ვსწავლობდი, მის ყურებაში კი ჩამეძინა.

Niki's pov

საჭეს ფრთხილად ვმართავდი რადგან მძინარე ქეითი არ გამეღვიძებინა...

როგორც იქნა მივაღწიეთ ჩემს სახლამდე, ფრთხილად გავუხსენი ღვედი გადმოვიყვანე და ოთახში ავიყვანე, ვფიქრობ ამ ტანსაცმლით მოუხერხებლად იქნება, ამიტომ გავხადე და ჩემი გრძელი მაიკა გადავაცვი,მართალია ხვალ რომ გაიგებს მომკლავს მაგრამ სხვა გზა არ იყო თან დასვრილიც იყო, მეც მეძინებოდა დივანზე დაწოლა კი არ მინდოდა ამიტომ რატომაც არა მას მივუწვები, გამოვიცვალე სპორტული შარვალი ჩავიცვი ზემოდან კი არაფერი გადამიცვია, მივუწექი მან კი ეგრევე ხელი წელზე შემომხვია და თავი კისერში ჩამიყო, მეც შემოვხვიე ჩემი გრძელი ხელები და ტკბილად დავიძინე.

ჩემი სიძულვილი შენდამი (დასრულებული)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora