(9)

437 28 4
                                    

ჯიმინი pov:

იუნას და თეჰიონს დავურეკე ვიპოვეთქო და უკვე მოდიან მე კი არ ვიცი რა ვუთხრა...

-ექიმო...

-დიახ ბატონო პარკ?

-შეგიძლიათ მშობლებს არ უთხრათ?

- ... ხომ ხვდებით რომ ეს შეუძლებელია

-მესმის... მაგრამ არ მინდა ინერვიულონ. ამას ჩემით მოვაგვარებ.

-კარგი. მაგრამ ოპერაცია სამ-ოთხ თვეში უნდა ჩატარდეს... ბავშვს ისედაც სუსტი გული ჰქონდა დაბადებიდან, ეს გაუარესდა... არ მესმის ექიმს რომელმაც მისი მკურნალი იყო ეს როგორ გამორჩა?!!

-არც მე მესმის და ძალიან ვბრაზდები ამის გამო! დედამისს ის საუკეთესო სავაადმყოფოში ყოველ თვე დაჰყავდა და დაჰყავს შემოწმებაზე ყოველ თვე როგორ გამორჩ...

-ჯიმინ! სონუ სადაა??!- სიტყვის დასრულება ვერ მოვასწარი იუნა მომვარდა. როდესაც მას გავხედე დავინახე მისი ლამაზი ყავისფერი თვალები რომლებიც წყლით იყო სავსე მას უკან თეჰიონი იდგა და შემზარავად მიყურებდა

-პალატაშია ისვენებს- მძიმე გულით ამოვიღე ეს ორი სიტყვა პირიდან

-რომელში?!- ჩემდამი თეჰიონის სიძულვილს ვგრძნობდი... ადრე საუკეთესო მეგობრები ვიყავით ახლა კიდევ მოსისხლე მტრები გავხდით...
-კიდევ გკითხო?!

-ა? რა? 23 პალატაშია- ვთქვი თუ არა ორივენი მაშინვე შიგნით შევვარდნენ. მე არ შევსულვარ გარეთ ველიდებოდი. დავინახე როგორ ლაპარაკობდნენ ერთმანეთში ქალი რომელიც მიყვარს და მეგობარი რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია... მათ თვალებში სიყვარულის ნაპერწკალს ვხედავ მიხარია მაგრამ ამავდროულად არა... მინდა რომ სონუმ მამა მე დამიძახოს ხოლო იუნამ ასე მე მიყუროს მაგრამ მათ მე არ ვჭირდები ხოლო მე მათ გარდა არავინ მჭირდება! მშობლები დიდიხნის გარდაცვლილები არიან ხოლო დედმამიშვილები არ მყავს არც სხვა ნათესავებთან მაქვს კონტაქტი. მთელი ეს წლები მე მხოლოდ ამ ორისთვის ვცხოვრობდი მაგრამ...

გულის ბრᲫანება Where stories live. Discover now