(3)

772 43 26
                                    

დილით როგორც ყოველთვის გოგონა სკოლაში წავიდა, ყველაფერი ჩვეულებრივ იყო მაგრამ თეჰიონი ურეკავდა. უკვე 50+ გამოტოვებული ზარი იყო.

მესამე გაკვეთილზე იუნა და შერიონგი სკოლის ეზოში გავიდნენ გასასეირნებლად. უეცრად გოგონას მხარზე ხელი დაადეს და უკან გაატრიალეს

-ზარებზე რატომ არ მპასუხობ?!- გაბრაზებულმა კბილებში გამოსცრა

-მე... ისა...- იუნამ კარგად იცოდა, რომ თეჰიონი ურეკავდა მაგრამ აიგნორებდა. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ეკრანი დაანახა, იცოდა, რომ ტელეფონი დამჯდარი და გათიშული იყო
-აგე! დაჯდა...- თეჰიონმა ცალი წარბი ასწია მაგრამ არაფერი თქვა

რამოდენიმე წამი სიჩუმის შემდეგ ბიჭმა გოგონას ხელი ჩაავლო და სკოლის გასასვლელისკენ წაათრია

-რას აკეთებ გაგიჟდი?! გამიშვი მტკივა! თეჰიონ! სად მიმათრევ?! გამიშვი მეთქიი სად გიპოვა ჯონქუქმა ასეთიი- ერთ მომენტში გაჩერდა და ნელა გამობრუნდა, თითქოს გონს მოვიდა, ხელი მოუშვა. იუნა უკვე გამოცლას აპირებდა როდესაც თეჰიონმა იგი მხარზე გადაიკიდა კარტოფილის მეშოკისავით.
-ოეე დამსვი! რას აკეთებ?! თეჰიოოონ- მაგრამ ბიჭი "დამორჩილებას" არ აპირებდა. იუნა წრიალებდა, ჩხუბობდაზ უკვე გავიდნენ როდესაც თეჰიონი გაჩერდა და ლაპარაკი დაიწყო

-პატარავ გაჩუმდი თორემ დისჯები- ჩუმად თუმცა ამავდროულად გამომწვევად თქვა, გოგონას ხელი უკანალზე დაარტყა და მანქანისკენ სიარული განაგრძო. გოგონასაც ხმა არ ამოუღია.

თეჰიონმა იუნა მანქანაში წინა სიდენიაზე დასვა თავად კი სწრაფად საჭეს მიუჯდა და მანქანა დაძრა.

...

-თეჰიონ...

-გისმენ!- ისედაც უხეში ხმით კიდევ უფრო უხეშად თქვა.

-სად მივდივართ?

-მალე გაიგებ!- ისეთივე ტონით უპასუხა და ხელი ფეხზე დაადო. ეს იყო და ეს ამის შემდეგ გზაში ხმა არ ამოუღიათ.

გულის ბრᲫანება Where stories live. Discover now